11 ფრაზა, რომელიც არ უნდა უთხრათ თქვენ თანამშრომლებს
ოდესმე გაგჩენიათ კითხვა, როგორი გავლენის მოხდენა შეუძლია თქვენ მართვის სტილს გუნდზე? იქნებ არსებობს თანამშრომლებთან ურთიერთობის უკეთესი მეთოდი? არის შემთხვევები, როდესაც ყველაზე უწყინარ ფრაზასაც კი შეუძლია ზიანის მოტანა. ქოუჩინგის მეთოდები და მისი უპირატესობები - ბევრი თანამედროვე ლიდერი ირჩევს ამ სტილს: სისტემა ასწავლის კითხვების დასმას და არა ბრძანებების გაცემას.
ქოუჩინგ კულტურას ორგანიზაციაში შეუძლია თანამშრომლების ჩართულობის 12%, ხოლო პროდუქტიულობის 13%- მდე გაზრდა. ადამიანების 80%, რომლებიც ქოუჩინგის მეთოდს იყენებდნენ მასზე დადებითად საუბრობენ.
11 პოტენციურად საშიში ფრაზა
1. “მე შენ იმტომ არ გიხდი, რომ შენს მაგივრად ვაკეთო მთელი საქმე.”რატომ არ შეიძლება ამის თქმა? ამგვარი განცხადებები და არ მისცემს გუნდს ნაყოფიერად მუშაობის სტიმულს.
უმჯობესია ჰკითხოთ:
“ამ სიტუაციაში რის გაკეთებას აპირებ ?”
2. “დღეს კარგად მუშაობდი.”
რატომ არ შეიძლება ამის თქმა?
შესრულებული სამუშაოს ზოგადი ფორმულირება ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ თქვენ დიდად არ გაინტერესებთ თანამშრომლის მიღწევები.
უმჯობესია ჰკითხოთ:
“რას ფიქრობ დღევანდელ დავალებებზე?
”თანამშრომლები განსაკუთრებით აფასებენ ღია კომუნიკაციას :ადამიანების 67% სურს აღინიშნოს მათ მიერ შესრულებული სამუშაო, ისინი ელოდებიან მენეჯერის მხარდაჭერას და სურთ შთაბეჭდილებების უფროსობისთვის გაზიარება.
3. “ეს დამკვეთი ჭკუიდან შემშლის!”
რატომ არ შეიძლება ამის თქმა?
თუ უფროს შეუძლია დამკვეთის უდიერად მოხსენიება, მაშინ ამის უფლება მის თანამშრომლებსაც აქვთ.
უმჯობესია ჰკითხოთ:
“როგორ ფიქრობთ, რატომაა ასეთი რთული ამ [დამკვეთთან] მუშაობა?”
4. “ასე გააგრძელე”
რატომ არ შეიძლება ამის თქმა?
თანამშრომლების უმრავლესობას შემდგომი განვითარებისთვის ესაჭიროება კონკრეტული, კონსტრუქციული მითითების-შეფასების მიღება.
უმჯობესია ჰკითხოთ:
“ძალიან კარგად გამოგდის [ამ დავალების შესრულება]. კიდევ რომელ სფეროში გსურს განვითარება?” გუნდის წევრებისთვის უკუკავშირს დიდი მნიშვნელობა აქვს : ადამიანების 60% სურს შესრულებული სამუშაოს შეფასების მიღება ყოველდღე თუ არა კვირაში ერთხელ მაინც.
5. “ნუ ხარჯავ ჩემ დროს. ჩვენ ეს უკვე ვცადეთ.”
რატომ არ შეიძლება ამის თქმა?
ესეთი სიტყვების მერე გუნდის წევრებისთვის უკვე აღარ იქნება კომფორტული ახალი იდეების გაჟღერება.
უმჯობესია ჰკითხოთ:
“და კიდევ რა ვარიანტებს ხედავ?”
6. “რატომ არ გააკეთეთ ეს?”
“რატომ გააკეთეთ ეს ასე?
”რატომ არ შეიძლება ამის თქმა? მსგავსი ფორმულირება ამცირებს თანამშრომლების მოტივაციას. ბევრს წყინს როცა მას ეკითხებიან “რატომ შენ…?”
უმჯობესია ჰკითხოთ:
“როგორ გავაუმჯობესოთ შედეგი შემდეგ ჯერზე?”
კონსტრუქციული კრიტიკა რთულია: დაახლოებით 10-დან 9 მენეჯერი ნეგატიური რეაქციის გამო არ რისკავს ობიექტური ხარვეზების მითითებას.
7. “ახლა ამის დრო არ მაქვს.”
რატომ არ შეიძლება ამის თქმა?
თუ თქვენ ვერ პოულობთ თანამშრომლებთან საუბრის დროს, მაშინ მათი თვითშეფასება და მოტივაცია მცირდება.
უმჯობესია ჰკითხოთ:
“მე მსურს ამ თემის განხილვა, მაგრამ ეხლა დრო არ მაქვს. შეგვიძლია მოგვიანებით ვისაუბროთ?”
8. “ამას მნიშვნელობა არა აქვს.”
რატომ არ შეიძლება ამის თქმა?
თანამშრომლების იდეების უგულებელყოფით თქვენ უკარგავთ მათ თავდაჯერებულობას და მოტივაციას
უმჯობესია ჰკითხოთ:
“ამხსენი,რა გაწუხებს ამ საკითხთან დაკავშირებით.”
9. “გასაგებია?” “ყველაფერი გავარკვიეთ?”
რატომ არ შეიძლება ამის თქმა?
ასეთი მიდგომით თქვენ ვერ შეძლებთ სიტუაციის ობიექტურ შეფასებას. თუ ინფორმაცია ბევრი იყო მაშინ მსმენელები უბრალოდ დაიბნევიან და ვერ შეძლებენ პასუხის გაცემას. ხოლო თუ კითხვას უსვამთ ადამიანების ჯგუფს, მაშინ ძალიან მცირე რაოდენობა თუ გაბედავს იმის თქმას,რომ თქვენი ნათქვამი ვერ გაიგო.
უმჯობესია ჰკითხოთ:
“მოდით კიდევ ერთხელ გავიაროთ ეს საკითხი, რათა დავრწმუნდეთ,რომ ყველამ გაიგო?”
10. “არ უნდა შეგვეშალოს”
რატომ არ შეიძლება ამის თქმა?
მსგავსი გამოთქმები უკარგავს პერსონალს კრეატიულობის და რამე სიახლის კეთების სურვილს.
უმჯობესია ჰკითხოთ:
“როგორი სათადარიგო გეგმა გაქვთ, თუ ეს იდეა არ იმუშავებს?”
11. “დატოვეთ პირადი ცოვრება სახლში”
რატომ არ შეიძლება ამის თქმა?
თანამშრომლების პორბლემების იგნორირება მათი იგნორირებაა, რაც ნეგატიურად აისახება როგორც საერთო საქმეზე ისე ყველა სახის ურთიერთობებზე.
უმჯობესია ჰკითხოთ:
“რამე გაწუხებს?” .
რა უნდა ქნათ, თუ თქვენ თქვით ის, რისი თქმაც არ ღირდა? არ ინერვიულოთ, რეპუტაციის დაასაბრუნებლად სამი ნაბიჯი არსებობს:
შეაფასეთ რეაქცია ინციდენტზე,დააკვირდით როგორ გექცევიან თანამშრომლები, შეიცვალა თუ არა მათი საქციელი თქვენი ნათქვამის შემდეგ?
აღიარეთ შეცდომა თუ თქვენ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების შეგეშინდებათ ამით თანამშრომლების ნდობას დაკარგავთ.
ახსენით სიტუაცია და გააგრძელეთ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში.
მშვიდად ახსენით რისი თქმა გინდოდათ და გააგრძელეთ საუბარი ჩვეულ რეჟიმში, თუ თქვენ მორჩებით ბრძანებების გაცემას და დაიწყებთ კითხვების დასმას გაზრდით თანამშრომლების მოტივაციას და აამაღლებთ მათ პროდუქტიულობას.
მოუსმინეთ თანამშრომლებს, შეაფასეთ მათი სამუშაო ობიექტურად ამით მაქსიმალურ სარგებელს მიიღებთ.
დაიწყეთ დღეიდან...
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01