გაყიდვების გუნდის მართავა

გაყიდვები  ნებისმიერი ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. იმისთვის, რომ კომპანიის გაყიდვები იყოს სტაბილური და მზარდი საჭიროა  გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი, რომელიც  გაყიდვების გუნდს მართავს. 

რამდენად კარგად გაართმევს თავს ეს გუნდი თავის მოვალეობებს, დიდწილად დამოკიდებულია დეპარტამენტის უფროსზე.

გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი არის სპეციალისტი, რომლის ამოცანასაც პროდუქციის/მომსახურების რეალიზაციის ორგანიზება წარმოადგენს. ის პასუხისმგებელია მთლიანი დეპარტამენტის მუშაობაზე, დროის კონტროლზე, გაყიდვების გეგმის შესრულებაზე და გაყიდვების მენეჯერების გადამზადებაზე. ის ასევე  ურთიერთობს პარტნიორებთან და  საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობს  მოლაპარაკებებში. 

გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

  • კომპანიაში გაყიდვების სისტემის აწყობა და გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შედგენა;
  • გაყიდვების მუდმივი მონიტორინგი და ეფექტური გაყიდვების გეგმის შემუშავება;
  • დეპარტამენტის მუშაობის დაგეგმვა (იდეოლოგია, მიზნები, ამოცანები, მოტივაცია);
  • გაყიდვების პროცესების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება;
  • გაყიდვების შედეგების გაუმჯობესების მიზნით, პრობლემურ მომხმარებლებთან ეფექტიანი კომუნიკაციის წარმართვა;
  • გაყიდვების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის მართვა, მათი საქმიანობის მონიტორინგი/კონტროლი;
  • დეპარტამენტის ორგანიზაციული მოწყობა, ადამიანური, ტექნოლოგიური და ფინანსური რესურსების დაგეგმვა და უზრუნველყოფა გეგმების უზრუნველსაყოფად;
  • გაყიდვების პროცესების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება;
  • კონკურენტების დადგენა და ანალიზი;
  • კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების ხარისხის დაცვა;
  • გაყიდვების პროცესებში ჩართულობა და გაყიდვების სტიმულირების ხელშეწყობა;
  • კრიზისული სიტუაციების აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა/გატარება;
  • პრობლემების და შეფერხებების დროული გამოვლენის სისტემის უზრუნველყოფა და/ან მოგვარება;
  • ყოველთვიური მუშაობის ანალიზი და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;
  • დოკუმენტაციის სისწორის კონტროლი და მათი მოწესრიგება;
  • კომპანიის სხვა განყოფილებებთან მუშაობის ოპტიმიზაცია;
  • ბიუჯეტის დაგეგმვა, შემოსავლის წყაროების შეფასება და ძირითადი ხარჯების გაწერა;
  • დოკუმენტაციის  ნაკადის კონტროლი;
  • მუდმივი მუშაობა გაყიდვების გასაზრდელად;
  • გაყიდვების მიზნების მიღწევისათვის ყველა სხვა დამატებითი რესურსების მობილიზება და ორგანიზება;
  • დეპარტამენტის მუშაობის გასაუმჯობესებლად პროექტების შემუშავება;
  • გაყიდვების მონაცემების ანალიზი და ამ ინფორმაციის საფუძველზე სტრატეგიების კორექტირება;
  • ყოველთვიური მუშაობის ანალიზი და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან.

გარდა ამისა, გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი ავითარებს თანამშრომლების მოტივაციისა. ბონუსური სისტემების შემუშავებით. საჭიროების შემთხვევაში, იგი ასრულებს მენტორის ფუნქციასა - ის ყოველთვის მზად არის უპასუხოს თანამშრომლების ნებისმიერ კითხვებს და გაუწიოს დახმარება ნებისმიერ საკითხზე.

გაყიდვების გუნდის მართავა

გაყიდვების დეპარტამენტის უფროს სჭირდება შემოქმედებითობა და პრობლემების გადაჭრის არასტანდარტული მიდგომები. 

გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის პასუხისმგებლობა ითვალისწინებს ისეთ ცოდანს, როგორიცაა: 

  • კომპანიის პროდუქციის სრულყოფილ ცოდნას;
  • კონფლიქტური სიტუაციის სწრაფად მოგვარების შესაძლებლობას;
  • ხალხთან მუშაობას და მათი კეთილგანწყობის მოპოვების უნარს;
  • სხვების სწავლების უნარს;
  • დროის პროდუქტიული განაწილების უნარს;
  • საჭირო პროგრამებისა და ინსტრუმენტების გამოყენების უნარს;
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის შედგენის უნარს.

გაყიდვების დეპარტამენტის უფროსმა იცის, როგორ უნდა შეინარჩუნოს მომხმარებლებთან ხანგრძლივი ურთიერთობა. 

სტრატეგიული პასუხისმგებლობა:
გაყიდვების სტრატეგიასთან დაკავშირებული დავალებების შემუშავება, რომლებიც უკავშირდება პროდუქტის/მომსახურების ბაზარზე პოზიციონირებას, მომხმარებლების სეგმენტის შერჩევას, გაყიდვების გეგმის შემუშავებას და მის მისაღწევად სამოქმედო ნაბიჯების დაგეგმვას. 

გაყიდვების ბიზნეს გეგმის ფორმირება:
ამ გეგმას  ჰქმნის გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი, უფრო მეტი პროდუქტიულობისთვის კარგია თუ  მის  მომზადებაში გაყიდვების გუნდიც ჩაერთვება. 

ამავე დროს, მნიშვნელოვანია დაცული იქნას ქმედებების სწორი თანმიმდევრობა: პირველ რიგში:  შეირჩევა მენეჯერთა გუნდი და მხოლოდ ამის შემდეგ, არსებული პერსონალის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, იგეგმება პროდუქციის გაყიდვის ღონისძიებების სქემა. 

პროდუქტის სამომხმარებლო მახასიათებლების ცვლილებები:
პროდუქტის/ მომსახურების  შესახებ თითოეული დეტალი  გაყიდვების დეპარტამენტის  უფროსზე კარგად  არვინ იცის და სწორედ  ის წყვეტს და განსაზღვრავ  ახალი პროდუქციის/მომსახურების  სეგმენტს და მისი გაყიდვების სტრატეგიას.

გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის უფლებები:

  • დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის დავალებების მიცემა და კონტროლი;
  • გაცემული დავალებების დროის გაწერა და მათი სწორად შესრულების კონტროლი;
  • მის საქმიანობასთან დაკავშირებული საჭირო მასალების და დოკუმენტების მოთხოვნა;
  • გაყიდვების დეპარტამენტის საქმიანობის გაუმჯობესებისთვის წინადადებების წარდგენა.

როგორც ვხედავთ, გაყიდვების დეპარტამენტის უფროსს უნდა ჰქონდეს სხვადასხვა, როგორც პროფესიული- ასევე პიროვნული უნარები და ცოდნა, რათა გაყიდვების გუნდის მუშაობა წარიმართოს სწორად და ნაყოფიერად.  

მასალის გამოყენების პირობები

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

გაყიდვების გუნდის მართავა

სხვა სიახლეები