როგორ ამოვიღოთ არასასურველი ობიექტები ფოტოდან Photoshop-ის გამოყენებით

Photoshop-ის მთავარი უპირატესობა ფოტო მანიპულაციაა, როცა შეგიძლია გამოსახულება ისე შეცვალო, რომ ვერც ვერავინ ამოიცნობს შეცვლამდე როგორ გამოიყურებოდა.
ერთ-ერთი ასეთი ფუნქციაა სურათიდან ობიექტის მოშორება ისე თითქოს იქ სულაც არ ყოფილა არაფერი.

ამისთვის კი 3 საინტერესო ხელსაწყოს (Tools) გაგიზიარებთ:

1. Spot Healing Brush Tool
- მოაახლოვეთ ის ნაწილი, სადაც გინდათ გააკეთოთ მანიპულაცია,
- აირჩიეთ, Spot Healing Brush Tool და ზედა მენიუში აუცილებლად მონიშნეთ Content-aware. ამით უთითებთ რომ გინდათ იმ კონკრეტულ ადგილას გარშემო მყოფი ობიექტებით შექმნას გამოსახულება,
- საბოლოოდ კი "გადაუსვით" იმ ადგილს, რომლის გაქრობაც გინდათ და დანარჩენს უკვე თავად Photoshop-ი მიხედავს.

Spot Healing საუკეთესოა მცირე საგნების მოსაშორებლად.

ამისთვის კი 3 საინტერესო ხელსაწყოს (Tools) გაგიზიარებთ:

2.  Patch Tool
- აირჩიეთ Patch tool
- ეს თული სივრცეს  "აზიარებს" ერთი სივრციდან მეორეში. ჯერ უნდა მონიშნოთ ის ადგილი რისი შეცვლაც გინდათ და შემდეგ გადაიტანეთ იმ ტერიტორიაზე საიდანაც გინდათ ვიზუალი "გადმოზიარდეს".

ამისთვის კი 3 საინტერესო ხელსაწყოს (Tools) გაგიზიარებთ:

3. Clone Stamp Tool
-აირჩიეთ Clone Stamp Tool,
-გადადით იმ ადგილას, სადაც არასასურველი ობიექტია,
-დააჭირეთ ღილაკ Alt-ს სანამ კურსორი გადაიქცევა ჯვარედინად,
- შემდეგ გადაიტანეთ იმ ადგილას, რომლის გადმოკოპირებაც გინდათ - დააწკაპეთ, აუშვით და გადაიტანეთ.

ამისთვის კი 3 საინტერესო ხელსაწყოს (Tools) გაგიზიარებთ:

ამ სამი თულის გამოყენებით სპილოს ვერ შემოვაბრუნებთ თუმცა, ნებისმიერ ობიექტს პროფესიონალურად გააქრობთ, იქნება ეს - არასასურველი ნივთი, ყოფილი შეყვარებული, თუ რაიმე სხვა.

ამისთვის კი 3 საინტერესო ხელსაწყოს (Tools) გაგიზიარებთ:

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

როგორ ამოვიღოთ არასასურველი ობიექტები ფოტოდან Photoshop-ის გამოყენებით

სხვა სიახლეები