10 რჩევა, რომელიც თქვენს ლოგოს სხვებისგან გამოარჩევს #2
6. გამოიყენეთ ტექსტები და ფორმები სტრატეგიულად
ჭკვიანურად განსაზღვრეთ თუ როგორ და როდის გამოიყენებთ ასოებსა და ფორმებს ლოგოში.
ლოგო უნდა იყოს დასამახსოვრებელი, მოქნილი და უნიკალური - ის არ უნდა იყოს სიმბოლოების რთული გამოხატულება.
Lululemon Athletica-მ, Nike-მა, Pepsi-მ და Twitter-მა დაამტკიცეს, რომ ლოგო შეიძლება წარმატებული იყოს ასოების გარეშე. იმავდროულად, ბრენდებმა, როგორიცაა Sony, Google, Panasonic და Victoria's Secret, გვაჩვენეს, რომ ლოგო შეიძლება იყოს წარმატებული ყოველგვარი ფორმისა და სიმბოლოების გარეშე. თუმცა, ზოგიერთ ლოგოს სჭირდება სიტყვებისა და ფორმების ჰარმონია, რათა განვითარდეს. ამის მაგალითებია: National Geographic, Microsoft, Ford და Levi's.
7. მასშტაბი მნიშვნელოვანია
სრულყოფილი, მასშტაბური ლოგოს მისაღებად, წარმოიდგინეთ თქვენი ლოგო სხვადასხვა ადგილას, როგორც დიდ, ასევე პატარა აბრებზე. იფიქრე ყველაზე დიდ მასშტაბებზეც კი. მაგალითად, ბილბორდზე და სავიზიტო ბარათზეც მუშაობს თუ არა?
დიზაინზე მუშაობის პროცესში გადაიტანეთ ლოგო სხვადასხვა მატერიალზე რათა ნათლად დაინახოთ თქვენი ლოგოს მასშტაბურობა,რათა ნახოთ როგორ გამოიყურება ის სხვადასხვა ობიექტზე. ეს დაგეხმარებათ უკეთ გაიაზროთ, თუ როგორ აჩვენებს თქვენი ლოგო თავის შეტყობინებას სხვადასხვა პარამეტრებში.
8. განათავსეთ თქვენი ლოგო ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად
ბრენდების უმეტესობას საბოლოოდ სჭირდება მრავალი ლოგო, და ეს ნორმალურია. ყველა ლოგო არ მუშაობს ყველა სივრცეში და სწორედ ამიტომაა საჭირო ვარიაციები.
შექმენით პირველადი და მეორადი ლოგო, რათა დარწმუნდეთ, რომ შეძლებთ გამოიყენოთ თქვენი ლოგო როგორც ჰორიზონტალურ, ასევე ვერტიკალურ სივრცეებში. როგორც წესი, პირველადი ლოგო უფრო ჰორიზონტალურია, ხოლო მეორადი ლოგო ვერტიკალური.
9. დარწმუნდით, რომ თქვენი ლოგო თქვენი და მხოლოდ თქვენია
ლოგო სწორედ ასეთი უნდა იყოს - თქვენი და სხვა არავის. ავთენტურობა და ორიგინალურობა შემოქმედებითი პროცესის გადამწყვეტი ნაწილია. იყო უნიკალური კი ბრენდის ეფექტური პოზიციონირების მთავარი ნაწილია. თქვენი ლოგოს შექმნისას ჰკითხეთ საკუთარ თავს - გინახავთ ის აქამდე სადმე ?
ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ Airbnb-ის ლოგოს დაპირისპირებიდან, სადაც კომპანიამ 2014 წელს სულ 180 ლოგოს დიზაინი გააკეთა და დაასრულა ისეთი შედეგებით, რაც შოკისმომგვრელი იყო არსებული სტარტაპის - Automation Anywhere-სთვის. მოგვიანებით, 2017 წელს, მსგავსი სიტუაცია წარმოიშვა Paypal-ის წინააღმდეგ Pandora-ს სარჩელში, სადაც Pandora ცდილობდა ლოგოს განახლებას და საბოლოოდ, ის ძალიან დაემსგავსა PayPal-ის ლოგოს.
მორალი ის არის, რომ პლაგიატობა არასწორია და არც ლოგოს დიზაინი არ არის გამონაკლისი. პოტენციური პრობლემების თავიდან ასაცილებლად და გარკვეული სიმშვიდის მოსაპოვებლად, გააკეთეთ Google-ის გამოსახულების საპირისპირო ძიება თქვენი ლოგოს იდეით.
10. არ შეგეშინდეთ თქვენი ლოგოს განვითარების
თქვენი ბრენდი დროთა განმავლობაში ვითარდება, ისევე როგორც ლოგო. ერთი ლოგო არ უნდა გაგრძელდეს მარადისობამდე. მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ლოგოებიც კი დროთა განმავლობაში განიცადეს ცვლილებები: Instagram-მა, Firefox-მა, IKEA-მ, McDonald's-მა და Starbucks-მა გაანახლეს თავიანთი ლოგოები.
თუ გადაწყვეტთ თქვენი ლოგოს გადაკეთებას შეეცადეთ ორიგინალ ვერსიას ძალიან არ ასცდეთ. შეინარჩუნეთ გარკვეული მახასიათებლები.
10 რჩევა, როგორ შევქმნათ ლოგო, რომელიც ყველას დაამახსოვრდება #1
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: (+995) 032 2 45 01 01