რა მნიშვნელობა აქვს სახელს?- ტომას გედი

რა მნიშვნელობა აქვს სახელს? რაც უფრო დიდ ბაზარზე გიწევთ მუშაობა, მით უფრო გესაჭიროებათ კარგი და ადვილად დასამახსოვრებელი სახელი. პირველი შთაბეჭდილება თქვენი ბიზნესის მიმართ უმეტესწილად იქნება ვიზუალური, ფიგურალური სურათი და არა კონტაქტური ან შეგრძნებითი.

რა მთავარი დანიშნულება აქვს კომპანიის/ბრენდის სახელს:

  • იდენტიფიკაცია- რასაც არ უნდა ფიქრობდეს მომხმარებელი ამ თუ იმ ბრენდზე, ის ყოველთვის გრძნობს მასთან გარკვეულ კავშირს. თუ  შეძლებთ და გახდებით მომხმარებლების ყოველდღიური ცხვრების ნაწილი თქვენ შეძლებთ ძლიერ ბრენდად ჩამოყალიბებას;
  • კომუნიკაცია- ბრენდის სახელის საშუალებით აცნობებთ გარშემომყოფებს თქვენ შესახებ. როდესაც სახელი კომუნიკაციის საშუალებად იქცევა. მის მიერ გადმოცემული მესიჯი შეიძლება იყოს- კონკრეტული, მარტივად გასაგები ან ფარული და მოქმედებდეს მხოლოდ ქვეცნობიერზე;
  • ღირებული აქტივი- ბრენდის ზრდაზე მისი სახელი ძალიან დიდი გავლენას ახდენს. ბრენდის სახელი წარმატების შემთხვევაში თქვენ ღირებულ აქტივად იქცევა.

ცვლილებების დროს, ბრენდის სახელი თქვენი უდიდესი აქტივი ხდება. ის ერთადერთი რამა რაც უცვლელი რჩება.

ბრენდის სახელი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია, რომლის შექმნაც არც ისე მარტივია, რადგან ის უნდა მუშაობდეს სხვადასხვა ვითარებაში, ასრულებდეს სხვადასხვა როლს და ერთვებოდეს სხვადასხვა საკომუნიკაციო წყაროებში.

ტომას გედი:

დასახელება ეს არის პირველი, რასაც ახლად შექმნილი კომპანიები მათთან მუშაობის პროცესში მთხოვენ. უმეტესწილად ისინი ჩემთან თავიანთი უშედეგო მცდელობების შემდეგ მოდიან, რატომ ხდება ასე? მიზეზი მარტივია სახელი ჩვეულებრივ სასწრაფოდ არის მოსაფიქრებელი, მაგრამ სამწუხაროდ მისი არჩევის რაიმე კონკრეტული მეთოდი არ არსებობს, რაც გარკვეულ სირთულეებს ქმნის. სახელის გარეშე კი არაფერი არ გამოვა, რადგან მის გარეშე თქვენ უბრალოდ არ არსებობთ.
მე გირჩევთ, პირველ რიგში შექმნათ ბრენდის პლატფორმა და ამის შემდეგ გააგრძელოთ სახელის მოფიქრება. ადვილი არ არის არარსებული კომპანიისათვის სახელის შექმნა, რადგან თქვენ ჯერ არ გყავთ მენეჯერები, რომლებთანაც ამ საკითხზე უნდა იმუშაოთ. მაგრამ მიუხედავად ამ სირთულისა მაშინაც კი, თუ მენეჯმენტი და დირექტორთა საბჭო ჯერ კიდევ არ არის დაკომპლექტებული შესაძლებელია ბრენდის წინასწარი აღწერის შემუშავება მაინც მოახერხოთ, ეს სამომავლოდ საქმეს გაგიმარტივებთ.

სანამ კარგი სახელის არჩევის კრიტერიუმებზე გადავალთ, მოდით შევხედოთ რამდენიმე ტიპის სახელწოდებას.

ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩვენ უამრავი სასაქონლო ნიშნები და დასახელებები გვხვდება. ხანდახან ვინტერესდებით თუ როგორ მოიფიქრეს ესა თუ ის დასახელება, რადგან ზოგიერთი სახელი შეიძლება იყოს აღწერითი, ხანდახან უაზრო, ან რაღაც შუალედური ამ ორს შორის: საკმაოდ გაურკვეველი მისი პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ ამავდროულად ასოციაციური.

მოდით განვიხილოთ თითოეული მათგანი:

აღწერითი სახელები

სახელების ეს კატეგორია მარტივი და პირდაპირი გზით წარმოგიდგენთ პროდუქტის თვისებებსა და უპირატესობებს. რაც უფრო მეტი აღწერილობა ასეთ სათაურში მით უფრო უშუალოდ ესაუბრება ის მომხმარებელს, რადგან ან დროს თქვენ აღარ გჭირდებათ იმის ახსნა, თუ რას სთავაზობთ თქვენი კომპანია მათ , ამიტომ ამ ტიპის სახელს აქვს დიდი უპირატესობა: ის მოითხოვს ნაკლებ მარკეტინგულ ძალისხმევას, მისთვის საკმარისია ცნობიერების ასამაღლებლად ჩასატარებელი რამდენიმე კამპანია, რომლის იდეურად დატვირთვა ძალზედ მარტივია, რადგან ბრენდის სახელი უკვე თავად აღწერს პროდუქტს.
ასეთი სათაურის ნაკლოვანება ორ ძირითად ასპექტში მდგომარეობს: პირველი ენის ბარიერი და მეორე ის, რომ აღწერითი სახელს შეუძლია პროდუქტის მხოლოდ ერთი-ერთი უპირატესობის აღწერა. ასევე ასეთ სათაურებს არ შეუძლიათ მომხმარებლების ქვეცნობიერზე ზემოქმედება.

აღწერითი სახელების კარგი მაგალითებია: Sweet"n"Low (ტკბილი და დაბალი- ხაზს უსვამს პროდუქტის დაბალ  ცხიმიანობას).

 ასოციაციური სახელები

ასოციაციური სახელი პირდაპირ არ გვეუბნება რას აკეთებს კომპანია, მაგრამ ნათლად მიუთითებს პროდუქტის ან მომსახურების ძირითად შინაარსზე. ასოციაციური სახელის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ადვილად დასამახსოვრებელია და ასევე არის ქვეცნობიერის დონეზე ინფორმაციის გადაცემის კარგი საშუალება.
ასოციაციური სახელის შემთხვევაში სირთულე ჩნდება საერთაშორისო ბაზარზე შესვლისას, რადგან განსხვავებული კულტურის გამო, ადამიანების ასოციაციები შეიძლება განსხვავდებოდეს. იმავე პრობლემას შეიძლება შიდა ბაზარზეც წააწყდეთ, რადგან თითოეულ ადამიანს საკუთარი ასოციაციები გააჩნია.
ასოციაციური სახელის ყველაზე კარგი მაგალითი არის - Visa მასში არაფერია ისეთი რაც ფინანსურ ან საკრედიტო ბარათებზე მიანიშნებს. ამის ნაცვლად, ის საუბრობს შესაძლებლობებზე, ხელმისაწვდომობაზე, საზღვრების გადაკვეთაზე და მოგზაურობაზე, ანუ იმაზე, რაც გაცილებით საინტერესო, ამაღელვებელი და სასიამოვნოა.

ნეოლოგიზმი ან სპეციალურად გამოგონილი სახელები 

ნეოლოგიზმი- ახლად გაჩენილი სიტყვები ან გამოთქმები (ბერძნულად „ნეოს” - ახალი; „ლოგოს” – სიტყვა)
ამ კატეგორიაში შედის სახელები, რომლებსაც არ აქვთ ზუსტი მნიშვნელობა. მსგავსი სახელის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ გამოგონილი ახალი სიტყვის მნიშვნელობას ქმნით თქვენ, ანუ ის გამოიწვევს იმ ასოციაციას რაც გსურთ.
ამ ტიპის სახელს ჩვეულებრივ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა კომპანიის დამფუძნებლისა და მფლობელისთვის, ეს არის კომპანიის ისტორიის ნაწილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ნეოლოგიზმი არის მოკლე, ნათელი, ორიგინალური , ლამაზი და ინდივიდუალური სახელებია, რაც იდეალურია საერთაშორისო ბაზრებისთვის, , რადგან მსგავსი სახელებისთვის ენობრივი პრობლემების რისკი მინიმალურია.

ნეოლოგიზმი სახელის ყველაზე კარგი მაგალითი არის- Yahoo! შესანიშნავი სახელია, რადგან ის არაფერს ამბობს თავად პროდუქტზე. ეს არის სახელი, რომელშიც ნებისმიერი აზრი ჩადება შეგიძლიათ. მსგავსი დასახელებები იწვევს დიდ ინტერესს, რადგან შეუძლებელია მიხვდე მის მნიშვნელობას.
ნეოლოგიზმის კიდევ ერთი კარგი მაგალითი არის Kodak– ი. ის იყო მოკლე, ორიგინალური, გამორჩეული და ადვილად დასაწერი. ის არაფერს არ ნიშნავდა ამიტომაც მისი სასაქონლო ნიშნად დარეგისტრირება პრობლემას არ წარმოადგენდა.
როგორ შეიქმნა სახელი: "K" ჯორჯ ისტმანის საყვარელი ასო იყო, ამიტომაც სახელი სწორედ მისდამი სიყვარულის ზეგავლენით შეიქმნა. არჩევანი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, რადგან "K" ბგერა არის ძალიან ექსპრესიული და ხშირად გამოიყენება საერთაშორისო ბაზარზე.
ნეოლოგიზმის ან სპეციალურად გამოგონილი სახელების სუსტ მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ ამ ტიპის დასახელებებს უფრო მძლავრი მარკეტინგული კამპანია ესაჭიროება, რადგან მისი სახელი არ აღწერს პროდუქტს/მომსახურებას, შესაბამისად ადამიანებისთვის ძნელი გასაგებია თუ რას საქმიანობს თქვენი კომპანია.

თქვენ უკვე იცით რა ტიპის სახელები არსებობს, მათგან თქვენთვის მისაღები ვარიანტის შესარჩევად უპასუხეთ შემდეგ კითხვებს და გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები:

  • ნუ გააკეთებ იმას, რასაც სხვები აკეთებენ. გასცდით ჩარჩოებს და შექმენით რაიმე უნიკალური;
  • დაფიქრდით, აპირებს თუ არა თქვენი კომპანია საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას- თუ კი მაშინ, რამდენად გამოგადგებათ შერჩეული სახელი მომავალში ?. უხდება თუ არა ის იმ ქვეყნების ბაზრებს, რომელზე გასვლასაც აპირებთ;
  • რას გეუბნებათ ბრენდი? განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მისიას, თუ რისი თქმა გინდათ თქვენი თავისთვის და სხვებისთვის! რისი გაკეთება გინდა ხვალ? დაფიქრდით, იქნება შერჩეული სახელი თქვენი სამომავლო მიზნების შესაბამისი? რა ფერი და ფორმა უნდა შეესაბამებოდეს მას?
  • განათავსეთ თქვენი სამყარო სახელში. რა არის თქვენი სფერო, სადაც გინდათ წასვლა? მიეცით თქვენ სახელს უნივერსალური მნიშვნელობა. იხელმძღვანელეთ თქვენი ბრენდის სარგებლიანობით, კომპეტენციით, სტილით და კონცეფციით;
  • ჩადეთ პირობა სახელში. რა დაპირება გინდათ მისცეთ თქვენ მომხმარებელს ?
  • მოყევით თქვენ შესახებ. რა ხდის თქვენ კომპანიას განსაკუთრებულს? რითი გამოირჩევით სხვებისგან? რა არის თქვენი პროდუქტის ან მომსახურების გამოყენებით მიღებული დამატებითი ღირებულება?
  • მნიშვნელობა არ არის ყველაფერი. შეეცადეთ თავი აარიდოთ ლოგიკურ თანმიმდევრობას. ჯერ სემანტიკა, მოგვიანებით ფონეტიკა და ბოლოს ხმოვანება. რა გრძნობებს იწვევს სახელი? როგორ ჟღერს ის?
  • მოუსმინეთ საკუთარ თავს, მაგრამ ნუ იქნებით ძალიან მკაცრი. ნუ მოსთხოვთ საკუთარ თავს რაიმეს შეყვარებას. არ არსებობს სრულყოფილი სახელები და წარმატებისკენ მიმავალი პირდაპირი გზა. მთავარია სახელმა არ გამოიწვიოს უარყოფითი გრძნობები. მიეცით ყველა იდეას არსებობის საშუალება, რადგან დროთა განმავლობაში ზოგიერთმა, უბრალოდ ვარიანტად ნათქვამი სახელი უკვე სხვა ემოციები გამოიწვიოს;
  • არაა სავალდებულო სახელმა ზუსტად აღწეროს პროდუქტის/მომსახურების არსი, მნიშვნელობა. სახელი უნდა ასახავდეს აზრებს, იდეებსა და ფილოსოფიას და არა იმ პროდუქტს ან მომსახურებას, რომელსაც დღეს ყიდით, რადგან ხვალ ისინი შეიძლება განსხვავებული იყოს;
  • ტაბუ დეჟავიუ​ზე. ისეთი სიტყვები როგორიცაა: pro, global და ultra ძალიან ხშირად გამოიყენება, ამიტომ კარგი იქნება თუ მათი გამოყენებისგან თავს შეიკავებთ.

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge 

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

რა მნიშვნელობა აქვს სახელს?- ტომას გედი

სხვა სიახლეები

ტეგები: