როგორ ხდება სავაჭრო მარკა ბრენდი?
რის მერე ხდება სავაჭრო მარკა ბრენდი, ანუ რა უბიძგებს მომხმარებლებს გამოარჩიონ ის მსგავსი სახის პროდუქციისგან ან/და მომსახურებისგან, რატომ ხდება ის სხვებისგან გამორჩეული? ეს ტრანსფორმაცია დამოკიდებულია ძალაზე – რომლის საშუალებითაც სავაჭრო მარკა მოქმედებს აუდიტორიაზე.
-
ხედვა
-
ბუნებრიობა
-
სითამამე
ეს არის ის სამი კომპონენტი, რომელზეც სწორი მუშაობის შემდეგ თქვენ მიიღებთ მოთხოვნად ბრენდს.
ხედვა
რას ხედავს ის, ვინც მიყვება ვინმეს ზურგს უკან ? ნაკვალევს მიწაზე. რა განასხვავებს პოტენციურ ლიდერს? ის არავის მიჰყვება, მაგრამ მას შეუძლია გაიყოლოს. ამიტომ, როდესაც თქვენ ქმნით მარკას, მოიფიქრეთ იდეა, დახატეთ სურათი, როგორც კი თქვენ იწყებთ კოპირებას, თქვენ ავტომატურად ხდებით მიმდევარი და კარგავთ საკუთარ ხედვას. ხედვა – ეს არ არის აუდიტორიის მოთხოვნებზე, სურვილებზე და შეხედულებებზე აყოლა, არამედ ეს არის საკუთარი ღირებულებების და ორიენტირებების ჩამოყალიბება.
მარკა რომელიც მიყვება ლიდერს ან აუდიტორიას განწირულია მარტივი და კომფორტული არსებობისთვის– რადგან ის ნაკლებად წავა "სხვა გზით" და დაუშვებს ნაკლებ შეცდომებსაც. ის ვერ წავა ლიდერზე წინ, ის ვერ გაცდება საკუთარ აუდიტორიას და ახალსაც ვერ მოიზიდავს – გახსოვდეთ: სხვის კვალზე გაყოლით ვერასდროს დაინახავთ ჰორიზონტს.
ბუნებრიობა
დაოსიზმსი ( რელიგიურ-ფილოსოფიური მიმდინარეობა ჩინეთში), ბუნებრიობა – ძირითადი მდგომარეობაა, რომელიც თავისით გამოდის და კონტროლირდება დამატებითი ძალისხმევის გარეშე. უბრალოდ უნდა გესმოდეთ თქვენი გზა, ადგილი,მიზანი და რაც მთავარია არ მოატყუოთ აუდიტორია ( მანიპულაციები, დაპირებების გადაჭარბება – ეს ყველაფერი არაბუნებრივია). ბუნებრიობა ვითარდება უფრო მარტივად. საკუთარი ხედვის მფლობელი არ ატყუებს საკუთარ თავს და მომხმარებლებს– მას ეს არ სჭირდება.
პოტენციურ და მითუმეტეს , შემდგარ ლიდერ ბრენდებს– აქვთ ძალიან მოქნილი კონსტრუქცია. მათი გზა არის დაუსრულებელი და უსაზღვრო – უცნობია, სად მიდის ეს გზა და სად მთავრდება. მიზანმიმართული საქმიანობა მოიცავს ფიქსირებული მიზნის დასახვას და მის გაყოლას ნებისმიერ ფასად. ბუნებრიობა კი მოითხოვს სიტუაციის მუდმივ ანალიზს და მაქსიმალურად მარტივი წინსვლის გზების ძიებას.
სიმამაცე
რატომ არ არის მოგზაურობის გიდი ლიდერი? "გაიხედეთ მარჯვნივ …, ეხლა მარცხნივ", – ეს არის გიდის კომუნიკაცია აუდიტორიასთან. რას ამბობს ლიდერი? "წავიდეთ მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ".თუ მარკა აუდიტორიას მხოლოდ უხსნის სირთულეებს და აკმაყოფილებს მის მოთხოვნებს, მაშინ ის მხოლოდ გიდია – სავაჭრო ბაზარზე. თუ მარკა მუშაობს აუდიტორიის ფორმირებაზე , სოციალურ ურთიერთობებზე, ასწავლის თუ როგორ მიიღოთ მეტი სიამოვნება, მაშინ ის ლიდერია. გახსოვდეთ ლიდერის არ გაყოლას დიდი სითამამე უნდა.
მარკის ძირითადი პრობლემა – ძალიან დიდი დრო… რომელიც მას სჭირდება ადგილის შესაცნობად, მოძრაობის მიმართულების ჩამოსაყალიბებლად და მოძრაობის დასაწყებად. "ჩვენ ჯერ კიდევ ცოტა რამ ვიცით ამის შესახებ"; "ჩვენ მცირე მონაცემები გვაქვს"; "როგორი რეაქცია ექნება სამიზნე აუდიტორიას?", – და აი ამ დროს თქვენ წინ უშვებთ მათ ვისაც რისკების არ ეშინიათ. ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც საბაზრო პოზიციების მქონე მარკები "მოწყენილები" და "შურიანები" უცქერენ საბაზრო ახალბედებს, რომლებიც არ შეუშინდენ რისკებს და რეალიზება გაუკეთეს ყველა თავიანთ წამოწყებას.
თუ მარკას ექნება აღნიშნული თვისებები ყველა ხედავს მას და მის საქმიანობას ამიტომ მისი სამომავლო ბრენდად გარდაქმნის გზა იქნება ბევრად მარტივი და ახლო.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01