რა უნდა ვიცოდეთ, რებრენდინგზე

რებრენდინგი- ეს არის უკვე არსებული ბრენდის შეცვლა, მისი ეფექტიანობის გასაზრდელად ,ახალი და კარგი იმიჯის შექმნა, მის პროდუქციაზე მოთხოვნის გაზრდა ან ახლის შემოტანა. მთავარი კი რებრენდინგში არის ის, რომ მყიდველს უნდა შეუქმნა ახალი წარმოდგენა კომპანიაზე. საჭიროა  გვახსოვდეს, რომ ღრმა რებრენდინგი მარტო ლოგოს, სლოგანის ან ფირმის ფერების შეცვლა კიარაა  , არამედ  მთლიანად,  ფირმის კლიენტთან მუშაობის არსებული წესების  გარდაქმნაა.

რისთვისაა ეს საჭირო ?

- რებრენდიგი ძალიან ბევრ შრომას და ხარჯს მოითხოვს და თან ყოველთვის არ მოაქვს წარმატება. ისტორიაში არის შემთხვევები , როდესაც არასწორ რებრენდინგს კომპანია საბოლოოდ გაუკოტრებია. ამიტომ ნებისმიერმა ორგანიზაციამ  პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოს, თუ რისთვის სჭირდება მას ეს. ძირითადი მიზეზი კი შეიძლება იყოს -მოძველებული მეთოდიკა, როდესაც  არსებული პროდუქცია ვეღარ პასუხობს მის მიმართ არსებულ მოთხოვნებს, იცვლება მასზე ბაზრის მოთხოვნები , მომხმარებელთა კატეგორია და ა.შ.

სარგებელი სწორი რებრენდინგისას. სწორად ჩატარებული სამუშაოების შემთხვევაში კლიენტები ახლებურად შეხედავენ კომპანიას, დააინტერესებს მისი ყველა, როგორც გარეგნული ასევე შინაგანი ცვლილებებით, ასერომ ხანმოკლე მარკეტინგი იზიდავს კლიენტების ყურადღებას ხანგრძლივი კი საშუალებას აძლევს  კომპანიას ბაზარზე  დამკვიდროს ახალი იმიჯი.

რებრენდინგის ეტაპები:

1. არსებული ბრენდის ანალიზი, რადგან ზუსტად გაირკვეს, ჭირდება თუ არა ფირმას რაიმე სახის რებრენდინგი და თუ ჭირდება რომელ კუთხით  და რა მხრივ უნდა ჩატარდეს გარკვეული სამუშაოები. პირველი, საჭიროა ჩასატარებელი აუდიტის 4 ნაწილად გაყოფა.

1 - უნდა შეფასდეს არსებული ბრენდის სუსტი და ძლიერი მხარეები.

2 - არსებული ბაზრის შეფასება და  მისი ანალიზი, მომავლისთვის რამდენად შეძლებს ახალ პროდუქციაზე გადაწყობას.  

3 - მომხმარბლის დამოკიდებულების შეფასება, როგორც პროდუქციის მიმართ ასევე კომპანიისადმი.

4 -კომპანიის შესაძლებლობების შეფასება, თუ რა რესურსები ჩადება შეუძლია ფირმას რებრენდინგისთვის და ასევე რა მხრივ  შეუძლიუა მუშაობის სტილის  შეცვლა.

2. ამ ეტაპზე კომპანია  ჩატარებული კვლევებ აჯამებს და იღებს გადაწყვეტილებას,  თუ რა მიმართულებით უნდა განაგრძოს წარომება.

3. ამ ეტაპზე ფირმა არჩევს იმ ატრიბუტრბს , რომლის მეშვეობითაც დაიწყებს ფირმის განახლებას, იქნება ეს : ახალი ლოგო , ფირმის ფერები,  ახალი მომსახურებები თუ სხვა.

4. ბოლო ეტაპზე კომპანია უკვე მზადაა თავისი ახალი პროდუქცია წარუდგინოს მომხარებელს , ამისთვის მან უნდა მოახდინოს ახალი პროდუქტის ტესტირება. ტესტირება ძირითადად  ხდება ფოკუს-ჯგუფებში რომელიც შედგება ჩვეულებრივი მომხმარებლებისგან.

თუ ბოლო ეტაპი წარმატებით ჩაივლის  ეს ავტომატურად ნიშნავს , რომ რებრენდიგი წარმატებით ჩატარდა.

რებრენდინგის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზაა მისი საზოგადოებისთვის გაცნობა, რადგან ყველა არსებული თუ მომავალი კლიენტები, მომხმარებლები  სრულად იყვნენ ინფორმირებულები ფირმაში მომხდარ  ყველა ცვლილებაზე.   

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

რა უნდა ვიცოდეთ, რებრენდინგზე

სხვა სიახლეები

ტეგები: