როგორი იქნება 2018 წლის კონტენტ მარკეტინგი
22. 01. 2018
ავყვეთ მოდას თუ არა – არჩევანში ყველა თავისუფალია, მაგრამ არ ღირს აქტუალური მარკეტინგული ტენდენციების გვერდის ავლა – ეს დანაშაულია. რადგან ასეთ შემთხვევაში ვერ დააკმაყოფილებთ სამიზნე აუდიტორიის მოთხოვნებს.
თუ ადრე მარკეტოლოგები ანთავსებდნენ ტექსტს მხოლოდ საკვანძო სიტყვების გამო, ეხლა ისინი ყურადღებას ამახვილებენ ყველა დეტალზე: ტექსტის შემადგენლობაზე, მის ორიგინალურობაზე, ხარისხზე, სტილზე, ბმულებზე და სხვა წვრილმან დეტალებზე. მარკეტინგის ტენდენციებზე დაყრდნობით ცვლილებებს განიცდის ინტერნეტში წინწაწევაც.
ახალი წელი ნიშნავს- ახალ ტენდენციებს მარკეტინგში– ეს აქსიომაა. ამიტომ უნდა მოვემზადოთ 2018 წლისთვის.
2018-წლის კონტენტ მარკეტინგის მნიშვნელოვანი ტენდენციები:
პირველი რაც ყველა მარკეტოლოგს გაახარებს არის ის, რომ – 2017-წელს კომპანიების 91% იყენებს კონტენტ მარკეტინგს. ეს ნიშნავს იმას,რომ 10-დან 9 ბრენდმა გაიაზრა კონტენტ მარკეტინგის მნიშვნელობა და დაიწყო მასში ინვესტირება.
ამ წლის მნიშვნელოვანი ტენდენციები მოიცავს შემდეგ მოსაზრებებს:
1.ყველაზე დიდი ფსონი – უნიკალურ კონტენტზე კეთდება – ტექნიკური. დიდი ყურადღება ექცევა კონტენტის უნიკალურობის კონტროლს. უნიკალურობის ხარისხის ამაღლების გარდა ეს ტენდენცია დაეხმარება ტექსტის სხვა მახასიათებლების გაუმჯობესებასაც, მაგალითად – სპამი. – აზრობრივი. rewriting (რევრაიტინგი)–მაღალი უნიკალურობის მისაღწევად წყაროს საკუთარი სიტყვებით გადაწერა. ასე რომ, მსგავსი ტექსტის შემოწმებისას მისი ორიგინალურობის მაჩვენებელი 90% იქნება, მაგრამ ეს მაჩვენებელი სიმართლეს არ შეესაბამება. ტექსტის შინაარსის უნიკალურობის შემოწმება ძალიან ძნელია და ხანდახან შეუძლებელი საკუთარი ჭკუის და გაანალიზების გარეშე.
2. საკუთარ თავზე მუშობა – წარმატების საწინდარია. Content Marketing Institute-ის მონაცემების თანახმად თანამედროვე კომპანიებს აქვთ სხვადასხვა წარმატებები კონტენტ მარკეტინგში. ამ სფეროში დიდ წარმატებას მხოლოდ მათმა მცირე რაოდენობამ თუ მიაღწია (სულ რაღაც 4%), მაგრამ ასევე დაბალია დამწყებების რიცხვიც (12%). ძირითადად ბრენდების უმრავლესობა კონტენტ მარკეტინგის ათვისების შუა ეტაპზე არიან. რესპოდენტებმა კითხვას - «როგორ შეაფასებთ თქვენი კონტენტ სტრატეგიის ორგანიზების დონეს ხუთ ბალიანი სისტემით, სადაც ნაცრისფერი ყველაზე მაღალი შეფასება, ხოლო იასმანისფერი ყველაზე დაბალი?» შემდეგნაირად უპასუხეს:
სტატისტიკის მიხედვით კონტენტ მარკეტინგში წარმატების და პოპულარობის ზრდა შეინიშნება В2В და В2С- სფეროს კომპანიებში. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ წარმატების დონე არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენი ხანია რაც ბრენდი იყენებს კონტენტ მარკეტინგს. წარმატება დამოკიდებულია ბრენდის მიერ შერჩეულ სტრატეგიაზე და ძალისხმევაზე.
3. კონტენტ სტრატეგია აუცილებელი გახდება. მის გარეშეც შეიძლება კონტენტის შექმნა. მაგრამ რამდენად ხელსაყრელია ეს თქვენთვის? დოკუმენტირებული ფაილი უფრო მეტ სარგებელს მოგიტანთ. მისი მეშვეობით სურვილის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ პასუხისმგებლობის კონკრეტულ პიროვნებაზე დაკისრება. მნიშვნელოვანია: Content Marketing Institute-ის ექსპერტის მიშელ ლინის თქმით სტრატეგიის შედეგების მისაღებად 12-დან 18 თვე დაგჭირდებათ.
4. კრეატიულობას დიდ ფასი ექნება. ამასთან ერთად კრეატიულობაში და შემოქმედებითობაში არ იგულისხმება შოკისმომგვრელი სტატიები და სათაურები. კრეატივი –ეს არასტანდარტული მიდგომაა, რომელიც გულისხმობს იუმორის, ანალოგიის, შედარების და სხვა მსგავსი მეთოდების გამოყენებას, რათა თქვენი კონტენტი გამოირჩეოდეს ქსელში არსებული სხვა მატერიალებისგან. ზოგიერთ ტექსტში საერთოდ არ არის მისი გამოყენება მისაღები. ამიტომ მნიშვნელოვანია შეგეძლოთ ბალანსირება მნიშვნელოვან ინფორმაციას და არასტანდარტულ მიდგომას შორის.
5. მოგიწევთ არაეფექტური კონტენტის თავიდან მოშორება. როგორ ხდება ყველაფერი მარკეტინგში? მაგალითად, В2В -ის სფეროში პოპულარულია email-ების დაგზავნის მეთოდი და სოციალურ ქსელებში აქტივობა. ეს ნიშნავს იმას,რომ მიზანშეწონილი იქნება თუ თქვენ კონტენტ სტრატეგიას გაათავისუფლებთ ზედმეტი არასაჭირო SEO-კოპირაითისგან. როცა გაგითავისუფლდებათ სივრცე თქვენ შეძლებთ ამ ადგილის უფრო საინტერესო და ღირებული კონტენტით შევსებას. ხარისხიანი სტატიები საკვანძო სიტყვებით, მამოტივირებელი გამოსახულებები და სხვა.
6. მხოლიდ mobile-friendly. კომპანია Smart Insights-მა გაანალიზა მომხმარებელთა ქცევა და გამოავლინა, რომ მათი 51% ინტერნეტში შესასვლელად მობილურ მოწყობილობებს იყენებს. ეს ადასტურებს საიტის მობილური ვერსიის და მობაილ აპლიკაციის შექმნის აუცილებლობას. ინტერნეტში შესასვლელად მომხმარებლების 43.4% იყენებს პერსონალურ კომპიუტერს და ლეპტოპს , 4.9% პლანშეტს,ხოლო პირველი ადგილი – 51.4%- მობილურ მოწყობილობებზე მოდის.
7. გაძლიერდება პერსონალიზაცია – პირველადი პერსონალიზაცია (სამიზნე აუდიტორიის პორტრეტის შედგენა); – სეგმენტაცია (ჯგუფებად დაყოფა); – ტესტირება და გაუმჯობესება.
2018 წლის ტოპ-4 პროგნოზი
გარდა კონტენტ მარკეტინგის ტენდენციებისა თქვენ ასევე უნდა იცოდეთ რამდენიმე პროგნოზი რომელსაც კომპანია Digital Marketing Institute-ის ექსპერტები გთავაზობენ.#1. კომპანიები გააგრძელებენ უნიკალურ კონტენტში ინვესტირებას Apple განაცხადა, რომ ორიგინალურ კონტენტში 1 მილიარდი დოლარის ინვესტირებას აპირებს. კომპანია მიზნად ისახავს არა მარტო გლობალურ ბიზნეს-სივრცეში გავლენის განმტკიცებას არამედ ახალი სიმაღლეებს დაბყრობას. Google – კომპანიის კიდევ ერთი მაგალითი,რომელიც ინვესტირებას აკეთებს კონტენტ მარკეტინგში და ყოველწლიურად ზრდის რეკლამის ბიუჯეტს. მისი მთავარი საინვესტიციო სფერო არის – საძიებო სისტემების ალგორითმების ანალიტიკა.
დღეს თქვენ ვერ გახდებით ლიდერი თუ არ იქნებით ორიენტირებულები სამიზნე აუდიტორიაზე. ისინი კი ხარისხიან, აქტუალურ და საინტერესო კონტენტს ითხოვენ.
#2. ბრენდები გაზრდიან კონტენტ მარკეტინგის ბიუჯეტს. 2016 და 2017- წლებმა აჩვენა, რომ კომპანიები თანდათანობით უფრო და უფრო ზრდიან კონტენტ მარკეტინგის ბიუჯეტს. ამერიკული ბაზრის ბოლო კვლევები ადასტურებენ, რომ კონტენტ განყოფილების განვითარება პროგრესული კომპანიების უმნიშვნელოვანესი მიზანია. სტატისტიკა ადასტურებს ბიუჯეტის ზრდას კერძოდ ტექსტების, გამოსახულებების და ვიდეოების მიმართულებით. ეს მშვენიერი ამბავია მარკეტოლოგებისთვის, რომლებიც უკვე მრავალი წელია საუბრობენ ბიზნესისთვის კონტენტის მნიშვნელობაზე. მაგრამ, მიუხედავად ამისა ბევრი კომპანია კონტენტ მარკეტინგს რეკლამის კონტექსტში აღიქვამს, რაც არასწორია. ექსპერტები დარწმუნებულები არიან იმაში, რომ მარკეტინგული კამპანია მიმართული უნდა იყოს სამიზნე აუდიტორიის მოთხოვნებზე და ნაკლებად გავდეს პირდაპირ რეკლამას. წინააღმდეგ შემთხვევაში კონტენტ სტრატეგია არ გაამართლებს. #3. კონტენტს უფრო მეტი მოვალეობები ექნება. ამიტომ ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ მომავლისთვის საჭირო გახდება კონტენტ მარკეტინგში ძალისხმევის გაძლიერება და მისთვის კონკრეტული მიზნის მინიჭება. როცა მიზანი განსაზღვრულია უკვე მარტივია პასუხისმგებლობის გადანაწილება. ამ დროს ასევე უფრო მარტივი ხდება ამა თუ იმ მეთოდების პროდუქტიულობის განსაზღვრა და მიმდინარე სტრატეგიაში ცვლილებების შეტანა.
#4. საჭირო გახდება კონტენტ სპეციალისტების ახალი უნარები თუ თქვენ იყენებთ კონტენტის შემუშავების და შეფასების მოძველებულ მეთოდს თქვენ შესრულებულ სამუშაოს არანაირი აზრი არ ექნება.
ამიტომ გთავაზობთ იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც 2018 წელს გამოგადგებათ:
– ტექსტების რედაქტირება და მათი ილუსტრირება;
– ვიდეო მასალებთან მუშაობა (შექმნა და კორექტირება);
– აქტუალურ არხებში კონტენტის წინწაწევა;
– ახალ ფორმატში კონტენტის ოპტიმიზაცია;
– საჯარო გამოსვლებისთვის ტექსტის გამზადება და აუდიტორიასთან მუშაობა ;
– ბრენდინგი და სამიზნე აუდიტორიასთან კომუნიკაცია;
– მეტრიკებთან, ანალიტიკასთან და ანგარიშებთან მუშაობა;
– მარკეტინგული კამპანიების სტრატეგიული განვითარება და მართვა.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01