ბრენდინგის დროს დაშვებული ყველაზე გავრცელებული შეცდომები

1. ბრენდის მიზნების გაუგებრობა.
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა რასაც უმრავლესობა უშვებს არის ბრენდის შექმნა მხოლოდ იმიტომ, რომ "ყველას აქვს და მეც გავაკეთებ". ბიზნესის მფლობელს ზუსტად უნდა ესმოდეს, რას აკეთებს, როგორ აკეთებს და რაც მთავარია ვისთვის აკეთებს.
ყველა ამ კითხვას პასუხი პროექტზე მუშაობის დაწყებამდე უნდა გაეცეს.

2. არასწორი დაგეგმვა
ეს პუნქტი თანაბრად ეხება როგორც ფინანსებს ასევე დროსაც. მაგალითად: ზოგი ბიზნეს გეგმის შედგენისას სავაჭრო ნიშნის შექმნას დაახლოებით 2 თვეს უთმობს. ასეთი მცირე ვადების გამო ხდება მნიშვნელოვანი ეტაპების უგულვებელყოფა, რასაც საბოლოო ჯამში ნეგატიურად აისახება საბოლოო შედეგებზე.
სრულფასოვანი ბრენდის შექმნაზე უარის თქმის კიდევ ერთი მიზეზი არის ფულის დაზოგვის სურვილი. ამის მიზეზი კი არის ის, რომ ბევრს გონია, რომ პოზიციონირებისა და ბაზარზე შესვლის სტრატეგიის შემუშავება არ არის საჭირო და რომ ბრენდი მხოლოდ სახელის და ლოგოს მეშვეობით იქმნება. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ სრულფასოვანი ბრენდის ჩამოყალიბებაში დახარჯული თითოეული თეთრი საქმის სწორად გაკეთების შემთხვევაში ასმაგად უკან დაგიბრუნდებათ. ხოლო არასწორი ეკონომიის შემთხვევაში თითოეული თეთრი წყალში გადაყრილი იქნება.

ბრენდის განვითარების ძირითად ეტაპებად შეიძლება ჩაითვალოს:

  • ბაზრის ანალიზი (კონკურენტული გარემო, მომხმარებლის სეგმენტაცია, ფასწარმოქმნა);
  • ბრენდის პოზიციონირება;
  • დასახელება;
  • ლოგო;
  • ბრენდის კომუნიკაციების ტესტირება;
  • სავაჭრო ნიშნის რეგისტრაცია;
  • ბრენდის ბაზარზე გაყვანის სტრატეგია.

3. ტექნიკური დავალების არარსებობა
ტექნიკური დავალება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, სწორედ მის ხარისხზეა დამოკიდებული შემოქმედებითი  პროცესის შედეგები. გახსოვდეთ, რომ რაც უფრო დეტალურია ტექნიკური დავალება, ბოლოს მით უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტს მიიღებთ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი: ტექნიკურ დავალებაში ყველაფერი გაწერილი უნდა იყოს კვლევებზე დაყრდნობით, ბაზრის ანალიზის მიხედვით და არა პირად გემოვნებაზე დაყრდნობით.

4. ბაზრის ანალიზის იგნორირება
ბიზნესის მფლობელების უმრავლესობას სჯერათ, რომ მათ ყველაფერი იცის თავისი ბაზრისა და მომხმარებლების შესახებ! მაგრამ არის თუ არა ეს სიმართლე? რეალობაში წარმოდგენები და რეალური სამყარო შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან
თუ კომპანია სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს მხოლოდ ბაზარზე თავის წარმოდგენების მიხედვით იღებს, ხოლო კომპანის განვითარების გეგმას კონკურენტების შეთავაზებების საფუძველზე ადგენს, მაშინ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს კომპანია შორსმჭვრეტელი იყოს.
ამის ერთ-ერთი მიზეზი არის კვლევების მაღალი ფასი. რა თქმა უნდა დღეს ინტერნეტში ნებისმიერ თემაზეა შესაძლებელი ინფორმაციის მოპოვება, მაგრამ მათი უმეტესობა არის მოძველებული ან არასრული, ამიტომ ამ მონაცემებზე დაყრდნობით რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამ შეიძლება არასასურველი შედეგები მოგცეთ.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ უკვე დიდი ხანია რაც ბაზარზე ხართ, მაშინ არ უნდა დაგავიწყდეთ კომპანიაში არსებული მდგომარეობის შესწავლის მნიშვნელობა. ამაში დაგეხმარებათ SWOT ანალიზი, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაარკვიოთ თქვენი ბიზნესის ძლიერი და სუსტი მხარეები.

5. მკაფიო პოზიციონირების არარსებობა
პოზიციონირება- არ არის მხოლოდ ლოგო და სახელი, ეს არის მომხმარებელთა ასოციაცია თქვენ კომპანიასთან, რომელიც ვითარდება მომხმარებლის გონებაში.
არ გახდეთ ერთ-ერთი მრავალთაგანი, თქვენ უნდა შესთავაზოთ მომხმარებლებს რაიმე ღირებული, რაც გამოგარჩევთ სხვებისგან და რაც უპირატესობას მიანიჭებს თქვენ პროდუქტს ან მომსახურებას.

6. ყველასთვის კარგი 
კიდევ ერთი შეცდომა პოზიციონირების არჩევისას არის სურვილი - მოსწონდეთ ყველას. არ შეგეშინდეთ მომხმარებელთა სეგმენტაცია, შეარჩიეთ თქვენი ნიშა.  უმრავლესობას ჰგონია, რომ პოტენციური აუდიტორიის შემცირებით მოგების ოდენობაც უნდა შემცირდეს, მაგრამ ეს ასე არ არის.
თუ გადავხედავთ Coca-Cola-სა და Pepsi-ს შორის მეტოქეობას, შეამჩნევთ, რომ Pepsi-სთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომერციული ნაბიჯი იყო უფრო ვიწრო ("ოჯახურ" Coca-Cola-სთან შედარებით) ახალგაზრდული აუდიტორიის შერჩევა.
ასევე, ისტორიამ ბევრი მაგალითი იცის, როდესაც „ელიტარული“ ბრენდები ცდილობდნენ თავიანთი აუდიტორიის გაფართოებას და საშუალო დონის პროდუქციის წარმოების ხარჯზე, მაგრამ მსგავსმა ნაბიჯმა მათ უფრო მეტი დააკარგვინა ვიდრე შესძინა.

7. პოზიციონირების არათანამიმდევრულობა
ზოგიერთი ბიზნესი შემუშავებული პოზიციონირების მიუხედავად, მაინც ვერ ახერხებს ადამიანებამდე ბრენდის მთავარი იდეის მიტანას. ეს გამოწვეულია იმით, რომ სარეკლამო შეტყობინებაში ისინი ყოველ ჯერზე საუბრობენ ახალ და ახალ შეღავათებსა და შეთავაზებებზე. ეს კი არასწორია! რადგან მსგავსი ქმედება მომხმარებლების დაბნევას იწვევს.
ეს გამოწვეულია იმით, რომ სარეკლამო შეტყობინებაში ისინი ყოველ ჯერზე საუბრობენ ახალ და ახალ შეღავათებსა და შეთავაზებებზე. ეს კი არასწორია! რადგან მსგავსი ქმედება მომხმარებლების დაბნევას იწვევს.

ბრენდის იდეის ფორმირებაში სტაბილურობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, სწორედ მისი მეშვეობით ხდება ბრენდის მთავარი იდეების და ღირებულებების ადამიანის ქვეცნობიერში დალექვა.
დღეს, როდესაც ირგვლივ ამდენი ინფორმაცის გაცვლა გამოცვლა მიმდინარეობს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იყოთ მარტივი და პირდაპირი.
ბრენდის იდენტობა განისაზღვრება იმით, თუ როგორ წარმოაჩენს ბიზნესი საკუთარ თავს და როგორ უნდა მას, რომ გამოიყურებოდეს საკუთარი მომხმარებლის თვალში.

კომპანიის სახელს, ლოგოს, პროდუქტსა და სტიმულირებაში გამოყენებულ ფერებს, ფორმებსა და ვიზუალურ ელემენტებს, რეკლამებში ენის გამოყენების ხერხებს, მომხმარებლებთან ურთიერთობის ფორმებს. ეს ყველაფერი ემსახურება მომხმარებლის გონებაში ბრენდის სახის ჩამოყალიბებას.
ამ ელემენტების ხშირი ცვალებადობა აკარგვინებს ბრენდს იდენტობას და შესაბამისად აქვეითებს მის ცნობადობას.

8. საკუთარ გემოვნებაზე ორიენტირება
ბრენდის შექმნისას ბევრი ხელმძღვანელობს თავისი გემოვნებით, ზოგჯერ მათ ამაში ოჯახის წევრები და მეგობრებიც ეხმარებიან. ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია მართებული თუ ბრენდს თქვენთვის, თქვენი მეგობრებისთვის ან ნათესავებისთვის ქმნით.
ყურადღება უნდა გაამახვილოთ მხოლოდ მომხმარებლებზე, რადგან სწორედ მათ უნდა აირჩიონ თქვენი პროდუქტი უამრავ სხვა ვარიანტებს შორის.
მსგავსი ტესტირება გიხსნით სტრატეგიული შეცდომისგან.

9. სამართლებრივი დაცვის უგულებელყოფა
ბრენდის შექმნა საკმარისი არ არის, მას დაცვაც სჭირდება.
ბევრი მეწარმე უგულებელყოფს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას, მაგრამ ამაოდ. დღეს ბრენდის კოპირება და მსგავსის გაკეთება სირთულეს არ წარმოადგენს. არავის არ სურს ამდენი შრომა ვიღაცა "პარაზიტმა-ბრენდმა" მიითვისოს.

10. კრეატიულობა კრეატიულობისთვის 
კრეატიულობა კარგია. მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ის მუშაობს ბრენდის პოზიციონირებაზე. მხოლოდ პოზიციონირების სწორი განსაზღვრის შემდეგ შეგიძლიათ დაუსვათ დავალება შემოქმედებით ჯგუფს.

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

ბრენდინგის დროს დაშვებული ყველაზე გავრცელებული შეცდომები

სხვა სიახლეები