როგორ შევაყვაროთ თავი მომხმარებლებს . ნაწილი 2

წარმატებული გაცნობის შემდგომ ურთიერთობის ახალი ეტაპი იწყება...  

როგორ დავაჯეროთ მომხმარებლები იმაში, რომ თქვენ მიერ შეთავაზებული პროდუქტი/მომსახურება არის ის, რაც მათ სჭირდებათ? და როგორ უბიძგოთ მათ შენაძენის გაკეთებისკენ? პასუხი ერთია: კონტენტი — შესთავაზეთ  მათ ის, რასაც ეძებენ. მიაწოდეთ მათ ყველა საჭირო ინფორმაცია, რესურსი. ნდობა ჩნდება მაშინ, როდესაც მომხმარებლები იღებენ იმას, რაც სურთ და იგებენ იმას რაც აინტერესებთ.

MOFU — ჩართულობა | სიყვარული

MOFU — ეს არის ურთიერთობის ის დრო, როდესაც თქვენ ან კარგავთ ლიდს ან თავს აყვარებით მას. ეა არის მიჯაჭვულობის ფორმირების და ყიდვის სურვილის გაჩენის ეტაპი. ამ ეტაპზე ლიდის აქვს აღმასვლები და დაღმასვლები. თქვენ ყველა ეტაპზე  მის გვერდით უნდა იყოთ  და დაეხმაროთ მას სირთულების დაძლევაში.  

ამ ეტაპზე პოტენციურმა მომხმარებლებმა უკვე გამოიჩინეს საკმარისი ინტერესი თქვენ მიმართ, ახლა თქვენი ამოცანაა ნელ-ნელა მიიყვანოთ ისინი ვალდებულების აღებამდე და საბოლოოდ შენაძენის გაკეთებამდე. 

როგორ შევაყვაროთ თავი მომხმარებლებს . ნაწილი 1

Funnel- მარკეტინგისთვის მონაცემების შეგროვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია:რაც უფრო მეტი ინფორმაიცა გექნებათ თქვენი მომხმარებლების შესახებ მით უფრო რელევანტურ კონტენტს შესთავაზებთ მათ. მეტი ინფორმაცია საშუალებას მოგცემთ მოახდინოთ  თქვენი ლიდების სეგმენტაცია და კლასიფიკაცია. 

მაგალითად: პერსონალურ მწვრთნელს შეუძლია თავისი მომხმარებლები დაყოს სხვადასხვა ჯგუფებათ: ადამიანები, ვისაც წონაში დაკლება სურთ (1 სეგმენტი), ადამიანები, რომლებსაც წონის დაკლება მხოლოდ კონკრეტული რონისძიებისთვის სურთ (2 სეგმენტი), ადამიანები, რომლებსაც კუნთის მასის გაზრდა სურთ(3 სეგმენტ), და ადამიანები, რომლებსაც ვერჯიშით უნდათ ცხოვრების ხარისხის ამაღლება (4 სეგმენტი). გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ ინტერნეტში, ეს ჯგუფები გამოიყენებენ სხვადასხვა საძიებო ტერმინებს. ისინი ასევე თავიანთი მოთხოვნილებებიდან  გამომდინარე სხვადასხვანაირად აღიქვავენ თქვენ  შეთავაზებას. სასურველ შედეგს მოგიტანთ ის შეთავაზება, რომელიც კონკრეტული სეგმენტის საჭიროებებზე იქნება მორგებული.

მყარი ურთიერთობების დასამყარებლად მნიშვნელოვანია მისცეთ ლიდებს თქვენთან, ბრენდთან  კონტაქტზე გამოსვლის საშუალება — მათ უნდა ჰქონდეთ სოციალურ ქსელებში კითხვის დასმის, დაკომენტარების და პირადი შეტყობინებების გამოგზავნის შესაძლებლობა. გაუგზავნეთ მათ სასწავლო მასალები, ღირებული კონტენტი, ბმულები და ინფორმაცია თქვენი კომპანიის შესახებ. მომხმარებლებთან სიახლოვე საშუალებას გაძლევთ ლიდის პოტენციურ მომხმარებლად გარდაქმნაში.

გარდა ამისა, ამ ეტაპზე შეგიძლიათ სცადოთ გაყიდოთ რაიმე სიმბოლურ, არც ისე ძვირი პროდუქცია/მომსახურება (თქვენი მთავარი პროდუქტთან შედარებით იაფი)- ეს თქვენი პოტენციური მომხმარებლისთვის  შეიძლება ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი აღმოჩნდეს. მცირე შენაძენით მიღებული დადებითი გამოცდილება შეიძლება გახდეს ერთგვარი ბიძგი თქვენი ძირითადი (უფრო ძვირიანი) პროდუქტის / მომსახურების შეძენისკენ (ურთიერთობაში, ეს ეტაპი შეიძლება შევადაროთ პირველ სექსს). შეარჩიეთ ყველა შესაძლო თემა, რომელიც დააინტერესებს თქვენ ლიდებს და შეადგინეთ შეთავაზება, რომელიც მათ ინტერესს გამოიწვევს. 

როგორ შევაყვაროთ თავი მომხმარებლებს . ნაწილი 1

BOFU — |ქორწილი და ერთად ბედნიერად ცხოვრება

BOFU — სერიოზული ურთიერთობის ეტაპი. ამ დროს შეგიძლიათ უკვე კლასიფიცირებულ ლიდებს შესთავაზოთ თქვენი მთავარი პროდუქტი/მომსახურება. ახლა დროა, მომხმარებლებს აცნობოთ, თუ როგორ გადაჭრის თქვენი ძირითადი პროდუქტი/მომსახურება მათ უდიდეს პრობლემას -უთხარით მათ, რომ თქვენ გაქვთ პასუხი, რომელსაც ისინი ეძებენ...

წარმატების შემთხვევაში, მომხმარებელთა ერთგულების შესანარჩუნებლად, თქვენ არ უნდა შეწყვიტოთ მათზე ზრუნვა. თქვენი მათავარი ამოცანა და მიზანი  კარგი სამომხმარებლო გამოცდილების დატოვებაა.

ის, რაც არის კარგი სხვებისთვის-ვერ იქნება კარგი ყველასთვის. იმოქმედეთ ფრთხილად. თუ აფასებთ ახალ მომხმარებლებს, და უფრთხილდებით მათ, მაშინ გამოიყენეთ კომუნიკაციის უკვე ნაცადი მეთოდი, ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ თქვენი სიყვარული სამუდამოდ გაგრძელდეს. 

რეგულარულად წახალისეთ თქვენი მომხმარებლები— გაუზიარეთ მათ რელევანტური კონტენტი, ჩატარეთ აქციები, გამოკითხვები, კონკურსები და გაუკეთეთ მათ წამახალისებელი საჩუქრები —ეს ყველაფერი ზრდის თქვენ მიმართ ნდობას და აძლიერებს, ამყარებს  ურთიერთობას მომხმარებლებსა და ბრენდს შორის.

გილოცავთ
მაშინაც კი, თუ თქვენ უკვე "მოიგეთ ლიდის  გული" და აქციეთ ის თქვენ მომხმარებლად Funnel- მარკეტინგის ბოლო ეტეპი უკვე გაძლევთ საშუალებას მომხმარებლებ აქციოთ ბრენდის "ადვოკატებად". ასეთი მომხმარებლები ყოველგვარი ბიძგის გარეშე, მოხარულები იქნებიან ისაუბრონ თქვენ ბრენდზე ყველგან, სადაც კი საშუალება მიეცემათ. 

დაიმახსოვრეთ: ბედნიერი მომხმარებლების მიერ ნახსენები  ბრენდი უფრო ბევრს ნიშნავს თქვენთვის, ვიდრე მათ მიერ ნაყიდი პროდუქციით/მომსახურებით მიღებული მოგება.   

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

როგორ შევაყვაროთ თავი მომხმარებლებს . ნაწილი 2

სხვა სიახლეები