გრაფიკული დიზაინის 2017 წლის ტენდენციები
გრაფიკული დიზაინის 2017 წლის 5 ყველაზე თვალსაჩინო მიმართულება:
1. 80-იანები ბრუნდება ბოლო ათი წელია დიზაინერები სულ უფრო ხშირად ბრუნდებიან წარსულში და აბრუნებენ გასული საუკუნეების გრაფიკული დიზაინის საუკეთესო ტენდენციებს. 2016 წელს მოდაში იყო რეტრო და მოდერნი, ხოლო 2017 წელს დაბრუნდა 80-იანების სტილი: ნათელი და ნეონის ფერები, ნახაზების და ნახატების არაპროგნოზირებადი კომბინაციები, ავტორის პოზიციის თავისუფალი გამოხატულება და კომბინაციების თამაში. გადაათვალიერეთ 80-იანი წლების ჟურნალები, ნივთები, წიგნები, რეკლამები - ამ ულევი მასალით თქვენ მიიღებთ შთაგონებას მომავალი ნამუშევრების შესაქმნელად.
2. ინდივიდუალიზმი
2017 - ინდივიდუალიზმის წელია. 2016 წელს მოდაში გლუვი დიზაინი იყო , Google -მა შეიმუშავა გიდი შაბლონებით რითაც დიზაინერებს და პროგრამისტებს მუშაობას უადვილებდა, მაგრამ ამის გამო ინდივიდუალიზმი თითქმის საერთოდ გაქრა. გლუვი დიზაინი კარგად უმკლავდება სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას საიტებზე და აპლიკაციებში, მასზე უარის თქმა არასწორი იქნება. ამიტომაც 2017 წლის გრაფიკული დიზაინი იღებს ყველაფერ დადებითს გლუვი დიზაინიდან და აერთიანებს ხელოვნებასთან, შედეგად კი იღებს - უნიკალურ მხატვრულ ნამუშევრებს. ბუნებრივი მოტივების: მცენარეების, მარმარილოს, ხეების, ძვირფასი ქვების სინთეზი მარტივ ტიპოგრაფიასთან.
3. გეომეტრიული კოლაჟები
თუ თქვენ ბავშობაში ჟურნალებიდან გარკვეული ფრაგმენტების ამოჭრა და კოლაჟების გაკეთება გიყვარდათ, მაშინ 2017 წელი ნამდვილად გაგახარებთ. ამ წლის გრაფიკული დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტენდენცია -კოლაჟებია, რომლებიც აწყობილია სურათებით, ილუსტრაციებით, ნახატებით და ტექსტებით. ყველა ელემენტი განთავსებული უნდა იყოს რომელიმე გეომეტრიული ფორმის მიხედვით. კოლაჟები კარგად ასახავს იდეას პლაკატებზე, რეკლამაში და საპრეზენტაციო მატერიალებში.
4. მყუდრო ვინტაჟი
ეს არის ვინტაჟი, მაგრამ არა ისეთი როგორიც ვიცით. შეუძლებელია მომავლის დიზაინის შექმნა უბრალოდ ძველი წლების ნამუშევრების კოპირებით. სრულყოფილი ნამუშევრის შესაქმნელად საჭიროა ძველის გაუმჯობესება და თანამედროვე ელემენტების შემოტანა. ადამიანებს სულ ურფო და უფრო იზიდავთ რეტრო სტილი, სახლში მყუდრო გარემოს შექმნელად ისინი დიზაინის ძველებურ ელემენტებს იყენებენ. ყოველდღიურად გამოყენებადი პროდუქტების შეფუთვა უნდა შეესაბამებოდეს ინტერიერს ამიტომ დიზაინერები ზრუნავენ ძველი სტილის ნამუშევრების შექმნას.
ტრენდის მიმართ მთავარი მოთხოვნა– ავთენტურობაა. ბეჭვდისას გამოყენებული უნდა იქნას ძველებური მატერიალები და ტერნიკა. ღია ფერებმა ჩაანაცვლეს მუქი ფერები, რამაც დიზაინი უფრო ღია და შესამჩნევი გახადა. მსგავსი დიზაინი იწვევს ოპტიმიზმის შეგრძნებას.
5. დაბალი პოლიგონალური დიზაინი
2017 წლის გრაფიკული დიზაინის ტენდენცია– დაბალი პოლიგონალური დიზაინი. მისთვის დამახასიათებელია დაბალი დეტალურობა და მრავალი სტილის თამაში. ამ სტილში ქმნიან პოსტერების მაკეტებს, ფლაერებს და საკანცელარიო საქონელს. გრაფიკული დიზაინის ეს მიმართულება მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარულია.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01