ციფრული მარკეტინგის ახალი ერა
”რეკლამა ერთ რამეს ემყარება: ბედნიერებას. და იცით რა არის ბედნიერება? ბედნიერება ახალი მანქანის სუნია. ეს შიშისგან თავისუფლებაა. ეს არის ბილბორდი გზის პირას, რომელიც ყვირის, რასაც აკეთებ, კარგია. კარგად ხარ."
- დონ დრეიპერი, სატელევიზიო შოუს Mad Men-ის სარეკლამო რგოლის ხელმძღვანელი.
გასაკვირია, რომ ადამიანების უმეტესობა რეკლამირებაზე ფიქრის დროს კვლავ ფიქრობს, ძირითადად სატელევიზიო რეკლამაზე, რადიო რეკლამაზე, პირად ფოსტაზე და ფლაერებზე. დღეს, მარკეტინგი და რეკლამა ერთმანეთს უერთდება და ციფრულ მოდელში გადადის, რომელმაც სხვადასხვა ფორმა მიიღო, მათ შორის:
-ციფრული რეკლამა;
-სოციალური მედიის რეკლამები;
-ფასიანი საძიებო მარკეტინგი;
-რეტარგეტირება;
-ვიდეო რეკლამები.
2019 წლის ბოლოსთვის ციფრული რეკლამების ბიუჯეტმა $ 333,25 მილიარდს შეადგენდა. ექსპერტების პროგნოზით, 2023 წლისთვის ციფრული რეკლამა იქნება დომინანტი, გლობალური სარეკლამო ბაზრის 60%, ხოლო ტრადიციულ რეკლამას ფასი აღარ ექნება. Google შეინარჩუნებს თავის გვირგვინს, როგორც მსოფლიოს უმსხვილესი ციფრული რეკლამის გამყიდველი. Facebook გამოირჩევა 67,37 მილიარდიანი წმინდა სარეკლამო შემოსავლებით - რაც შთამბეჭდავია.
Google, YouTube და Facebook - ციფრული რეკლამის დახარჯული თანხის 66 % ინაწილებენ. ამ არხების გაფართოება შთამბეჭდავია და ის ყოველწლიურად მატულობს.
რეკლამა კარგად მუშაობს მაშინ, როცა თქვენ პროდუქტს შეუძლია მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილება.
მომხმარებლები, მიუხედავად იმისა, წარმოადგენს თუ არა ისინი ბიზნესს თქვენ პროდუქტს სხვადასხვა არხებით და მოწყობილობებით უკავშირდებიან. ციფრული რეკლამა თავისი მოქნილობით და მრავალფეროვნებით საშუალებას გაძლევთ სწრაფად დაუკავშირდეთ თქვენ აუდიტორიას და გააფართოვოთ თქვენი პროდუქცია.
იყო დრო, როდესაც რეკლამა მართავდა ყველაფერს. ეს იყო კინოსა და ტელევიზიის ოქროს ხანა. ახლა სამყარო შეიცვალა. ძალა ბრენდიდან ადამიანზე გადავიდა. დღეს უკვე ბრენდს უფრო ესაჭიროება ხალხი, ვიდრე ხალხს ბრენდი. დღეს სარეკლამო სააგენტოები ისეთ საჭიროებას აღარ წარმოადგენენ, როგორც ადრე. დღეს ბრენდს უნდა, რომ მისი პროდუქტის შექმნაში მონაწილება უშუალოდ მომხმარებლებმა მიიღონ.
თანამედროვე სამყაროს გამოწვევების გამო, დიდ სააგენტოებში შეიცვალა მიდგომა და დღეს კომპანიაში სულ უფრო მეტი შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენელია საჭირო. კომპანიის წარმატებისთვის გადამწყვეტ როლს თამაშობს კრეატიული გუნდი: გრაფიკული დიზაინერები, კონტენტ მენეჯერები, ანალიტიკოსები და ა.შ.
ლიდერებს, რომლებიც ციფრული მარკეტინგის სფეროში არიან, მომხმარებელთან სიახლოვე მოეთხოვებათ. მომხმარებელთან მუდმივი კომუნიკაციით, კომპანიას შეუძლია გაიგოს, თუ როგორ აფასებენ ადამიანები კონკურენტებს და როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს. ციფრული მარკეტინგი ახალი სფეროა, ის სულ რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა. მისი გამოჩენის მიზეზი სოციალური მედიის ზრდა, მობილური მოწყობილობების სიმრავლე და ახალი ოპერაციული მოდელების გაჩენა იყო. მწარმოებლებისთვის ციფრული მარკეტინგი მთავარი იარაღია, რომლის მეშვეობითაც ისინი ახალ მომხმარებელს იზიდავენ. ონლაინ და სხვა ციფრული არხების საშუალებით ციფრული მარკეტინგი ხელს უწყობს ბრენდებს და პროდუქტებს პოპულარიზაციაში.
ზოგიერთი კომპანიისთვის პანდემიამ ეკონომიკური შოკი გამოიწვია. ტრადიციული საშუალებებით კომპანიები ვეღარ აღწევენ სამიზნე აუდიტორიას. ეს იმის მანიშნებელია, რომ სარეკლამო რგოლები ვეღარ მუშაობს ისე, როგორც ადრე. პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის ცხოვრების სტილი და მიდგომა. დღეს ადამიანები მიჯაჭვულნი არიან ინტერნეტს. სწორედ ამიტომ ციფრული მარკეტინგი უფრო მოთხოვნადი გახდა. ის რეკლამირების იდეალურ საშუალებად იქცა.
ციფრული სამყაროს ბიზნეს ლიდერების უმეტესობამ მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება დაიწყო. დღეს ციფრული მარკეტინგის გამოყენების გარეშე ძნელია კონკურენციაში ჩაბმა. კომპანიებისთვის საჭიროა შექმნან გაყიდვების, მარკეტინგის, მომსახურების გუნდები, რომლებსაც აქვთ ტექნოლოგიისა და შემოქმედების შერწყმის შესაძლებლობა. თითოეულმა ლიდერმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს კითხვა, არის თუ არა მათი ორგანიზაცია მზად თანამედროვე გამოწვევებისთვის.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01