ფრილანსერი თუ ვებ-სტუდია? რომელი დაგიმზადებთ უკეთეს საიტს?!

ერთ -ერთი ყველაზე რთული დილემა, რომელსაც აწყდებიან  ბიზნესის მფლობელები,  საიტის შექმნისას — არჩევანი ვებ-სტუდიასა და ფრილანსერს შორის.  არჩევანის გასაადვილებლად გთავაზობთ ორივე მხარის პლიუსებს და მინუსებს:

თანამშრომლობა ფრილანსერთან

+ფასი მომსახურების სიიაფე— ეს არის მთავარი ფაქტორი რის გამოც არჩევანს ფრილანსერზე აკეთებენ. მაგრამ ნუ შეხედავთ ამ საკითხს  ზედაპირულად.  თუ თქვენი პროექტი მარტივია და მხოლოდ გარკვეული კონკრეტული სერვისები გჭირდებათ, მაშინ შეგიძლიათ და თქვენთვის უფრო მომგებიანიც იქნება  უშტატო დიზაინერის დაქირავება. მაგრამ დიდი, კომპლექსური პროექტებისთვის საჭიროა ერთზე მეტი სპეციალისტი, რის გამოც  საბოლოო ჯამში ხარჯები არ იქნება მცირე. რადგან ფრილანსერები   ჩართულები არიან   უაღრესად კონკურენტულ ინდუსტრიაში,  ისინი როგორც წესი წევენ ფასს  რათა შეიძინონ ახალი  დამკვეთები.
+ მოქნილი სამუშაო გრაფიკი  ისინი არც თვითონ მუშაობენ და არც  ოფისების ბრძანებას ემორჩილებიან , ამიტომ მათ შეუძლიათ შეთანხმდნენ ნებისმიერ შეხვედრაზე ნებისმიერ დროს.

მაგრამ: — ვიწრო სპეციალიზაცია ერთი ადამიანი არ შეიძლება იყოს კარგი ყველაფერში. როგორც წესი, დამოუკიდებელი დიზაინერი სპეციალიზირდება ვებ-გვერდების შექმნის ერთ ან ორ ასპექტში. თუ უშტატო დიზაინერი თავის თავზე აიღებს უფრო მეტს ვიდრე შეუძლია, ამან  შეიძლება გამოიწვიოს საბოლოო პროდუქტის შესუსტება. ხდება, რომ  ფრილანსერი სამუშაოს ვერ შესრულების გამო  დახმარებას სხვებს სთხოვს, ამის  გამო  დამკვეთს რამდენიმე  ადამიანის დაქირავება უეწვს.

დაფიქრდით, ხართ თუ არა მზად, რომ გახდეთ დამაკავშირებელი  კვანძი ორ  უცხო ადამიანს შორის?

თანამშრომლობა ვებ-სტუდიებთან

არ გაიგოთ არასწორად ჩვენ არ ვამბობთ, რომ ფრილანსერების ნდობა არ შეიძლება. მაგრამ  დამკვეთის მიმართ  არსებული  ვალდებულებების  შესრულების  დონე ვებ-სტუდიასთან თანამშრომლობისას უფრო მაღალია ვიდრე  ფრილანსერთან. თქვენ ანდობთ  პროექტს ერთ ადამიანს და თუ რამე მოხდება თქვენ რისკავთ  დედლაინის დარღვევით ან  კიდევ პროექტის  ჩაგდებით.  რის შემდეგაც  კვლავ  გიწევთ  სხვა სპეციალისტის ძიება. 
 + ფართო სპეციალიზაცია განსხვავებით უშტატო დიზაინერისა, რომელიც დამოუკიდბლად მუშაობს ვებ-სტუდიას ჰყავს  შტატიანი  პროფესიონალ თანამშრომელთა გუნდი, რაც თქვენ გიქმნით კომპლექსურად მუშაობის  გარანტიას და იმას, რომ პროექტი  დასრულდება ზუსტად დათქმულ ვადებში.  ერთობლივ მიზნებზე ორიენტირებული გუნდი უზრუნველყოფს პროცესის მონაწილეთა შორის უკეთეს კომუნიკაციას. გარდა ამისა, როცა თქვენ გყავთ  პროფესიონალთა ჯგუფი    უფრო მარტივად შეძლებთ  რთული სიტუაციების არსებობის შემთხვევაში   გამოსავლის პოვნას.
+გამოცდილება და ვადები გამოცდილების დონე პირდაპირაა დამოკიდებული დასრულებული პროექტების რაოდენობაზე  და  ამ ასპექტში ფრილანსერს გაუჭირდება  ვებ-სტუდიის შტატიან დიზაინერთან შეჯიბრება. ასევე  ფრილანსერი ვერ შეძლებს ერთდროულად რამდენიმე პროექტის აღებას დიდი ვადების გარეშე. ამიტომ თუ თქვენ დროში ხართ შეზღუდული მაშინ უმჯობესია მიმართოთ ვებ-სტუდიას.
+ პროექტის შემდგომი მომსახურება როგორც წესი ფრილანსერი პროექტის გადმოცემის შემდეგ  წყვეტს დამკვეთთან ურთიერთობას. ვებ-სტუდიები კი  გთვაზობენ გარკვეული სახის მომსახურებებს პროექტის ჩაბარების შემდგომაც.
მაგრამ:  — ღირებულება ვებ-სტუდიის მომსახურება უფრო ძვირი ჯდება ვიდრე ფრილანსერის. მცირე ან მოკლევადიანი მიზნებისათვის ვებ სტუდიის სერვისები  ძვირია, მაგრამ  თუ თქვენ იწყებთ მსხვილ პროექტს, რომელიც მოითხოვს  დიდი რაოდენობის სპეციალისტების ჩართულობას, მაშინ ფასიც საკმაოდ სამართლიანია.

 —  ზოგ შემთხვევაში მოქნილობის არარსებობა  განსხვავებით ფრილანსერისა, რომელიც თავისუფალი გრაფიკით მუშაობს ვებ-სტუდიას აქვს ოფისი, რომელიც შეიძლება დამკვეთისგან  შორს იყოს, სამუშაო საათები  კი  გადატვირთული გრაფიკით.  ამიტომ ყველა შეხვედრა წინასწარ უნდა იყოს ორგანიზებული.


ვის უნდა აირჩიოთ?

ყურადღება მიაქციეთ რამდენიმე  რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ  არჩევანის გაკეთებაში:
  • დაელაპარაკეთ თქვენს მეგობრებს და კოლეგებს. მათ შეუძლიათ ღირებული რჩევის მოცემა.
  • თუ რეკომენდაციები არ გაქვთ, მაშინ არჩევანი გააკეთეთ სანდო წყაროზე დაყრდნობით.
  • დაათვალიერეთ ფრილანსერის და ვებ-სტუდიის პორტფოლიო.
  • შეისწავლეთ მომხმარებელთა  შეფასებები.
  • ჩაატარეთ პირადი შეხვედრა. მომზადება და ნუ მოგერიდებათ კითხვების დასმა. გახსოვდეთ, რომ არ არსებობს  უხერხული კითხვა როცა საქმე ბიზნესს ეხება.
  • თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ თქვათ  «არა». თუ თქვენ რამეში ეჭვი გეპარებათ, თამამად უთხარით  შერჩეულ კანდიდატს. თუ მას შეუძლია- ის დაგარწმუნებთ საკუთარ შესაძლებლობებში. თუ არა და უბრალოდ გააგრძელებთ ძიებას .

არჩევანი უკვე თქვენზეა !

 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

ფრილანსერი თუ  ვებ-სტუდია? რომელი დაგიმზადებთ უკეთეს საიტს?!

სხვა სიახლეები