როგორ შევქმნათ კარგი საიტი

საიტის შექმნა: მთავარი – დამკვეთი

პირველ რიგში  ჩვენ გავეცნობით თქვენ ბიზნესს ,მნიშვნელოვანია  რამდენი ხანია მუშაობთ და რომელ ინდუსტრიაში, რა არის თქვენი პრიორიტეტები და  ვინ არან თქვენი მომხმარბლები.  კარგი და ხარისხიანი საიტის შესაქმნელად ეს ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული. ჩევნ გთხოვთ გვაჩვენოთ სამი ან მეტი საიტი,რომელიც მოგწონთ, რათა შეგვექმნას დაახლოებითი   წარმოდგენა  თუ როგორი ტიპის საიტი გსურთ.  ასევე მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რა მიზნის მიღწევა გსურთ საიტის მეშვეობით?  როგორი დიზაინი მოგწონთ ? და  რაც ასევე მნიშვნელოვანია  რამდენია თქვენი ბიუჯეტი?

ყველაზე კარგი საიტი: ზუსტად შეესაბამება  დამკვეთის მოთხოვნებს

შეხვედრის მერე  ჩვენ ვაანალიზებთ – როგორი დიზაინი შეეფერება დამკვეთის მოთხოვნებს. თითოეულ გვერდს საიტზე უნდა ჰქონდეს ნათელი მიზანი. პირველ ეტაპზე უნდა გავიგოთ - რას ეძებენ საიტის ვიზიტორები?  ამ კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ  ჩვენ უკვე ვიცით როგორი უნდა იყოს საიტის სტრუქტურა . კარგი დიზაინი – არ არის მარტო ესთეტიური სილამაზე. კარგი საიტი ოპტიმალურად აკმაყოფილებს  თქვენი მომხმარებლების მოთხოვნებს. თუ  არ იცით რა სურს თქვენ აუდიტორიას მაშინ საიტის დაკვეთამდე გაარკვიეთ მათი სურვილები და მოთხოვნები, ამაში ჩვენც დაგეხმარებით.  

დიზაინერი ქმნის გზას, რომელზეც მომხმარებელი მოძრაობს. რაც უფრო ნაკლები ნაბიჯი იქნება გადასადგმელი სასურველ ადგილამდე მისასვლელად, მით უფრო  მარტივი და ეფექტური იქნება საიტი. საიტის კონცეფცია იქმნება  მოძრაობაში: მომხმარებელი მოგზაურობს რესურსზე, აკლიკებს სხვადასხვა ელემენტებზე. ჩვენი ამოცანაა – შევქმნათ ისეთი საიტი, რომელიც მომენტალურად  მიიზიდავს ვიზიტორებს და  სწრაფადვე მიიყვანს მათთვის სასურველ ადგილას.

UX ტესტირება და ანალიზი: უნიკალური საიტის შემუშავება

მოდით ჯერ პირდაპირ გავიგოთ რა განხსვავებაა UI და UX -ს შორის. პირველი – User Interface, კომპიუტერთან  ურთიერთქმედება. ეს არის ის, რასაც მომხმარებლები აკლიკებენ საიტთან მუშაობისას. ხარისხიანი UI უნდა იყოს არა მარტო  ვიზუალურად მიმზიდველი, არამედ ლოგიკურიც, რათა მომხმარებელი არ გაიჭედოს  არცერთ საფეხურზე  და  გააკეთოს უპრობლემოდ ის რისთვისაც არის შემოსული საიტზე. მაგალითად: იყიდოს რამე ნივთი თქვენ ინტერნეტ მაღაზიაში. იმისთვის, რომ შევქმნათ კარგი საიტი, ჩვენ ვსწავლობთ მომხმარებლის ქცევას და ემოციებს, რომლებსაც ისინი საიტზე ყოფნისას განიცდიან.  აი რატომ ტარდება UX-ტესტირება. UX – ურთიერთქმედების გამოცდილება, User Experience. ამ ეტაპის ამოცანაა –მივაღწიოთ იმას, რომ არ მოხდეს ის რაც, ქვემოთ, სურათზეა ნაჩვენები.

UX тестирование и анализ

ეს გზები ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს: დიზაინი მიზნად ისახავს უკარნახოს  ვიზიტორებს  ყველაზე მოსახერხებელი გზა  მიზნისკენ.  დიზაინის შემუშავება ხდება  თქვენი სამიზნე აუდიტორიის მიხედვით.

საიტის შექმნა: ადაპტირება და მობილური ვერსია

და თქვენ იცით რამდენი მომხარებელი შემოდის თქვენ საიტზე მობილური მოწყობილობით? 51.89% - აი  მათი  პროცენტული რაოდენობა  2018 წლის მონაცემებით.

Адаптивность и мобильная версия

რაც ნიშნავს იმას, რომ თუ თქვენი საიტი  არ არის ადაფტირებული მსგავს მოწყობილობებზე, მაშინ თქვენ კარგავთ პოტენციური მომხმარებლების 50%- ზე მეტს. ჩვენ არ დაუშვებთ ამას –ჩეენი დამზადებული საიტები ოპტიმიზირებულია ყველა მობილურ მოწყობილობაზე.  მომხმარებლები კმაყოფილები იქნებიან. ეს ძალიან სპეციფიური სამუშაოა: დიზაინერი გადაანაწილებს ყველა ელემენტს ისე, რომ საიტი  ყველა ზომის ეკრანზე კარგად გამოჩნდეს. ყველაზე ხშირად  რესურსი  ამ დროს ხდება გრძელი და  ვიწრო, რის შედეგადაც  საიტი მარტივი დასათვალიერებელია   (სასქროლია). მომხმარებლებისთვის ყველაზე მოსახერხებელია ის ფაქტი, როცა მათ სულ მციერ მოქმედებების შედეგად შეუძლიათ საიტზე სასურველი ოპერაციის შესრულება. სასიამოვნოა - როდესაც მარტივია და რადგანაც სასიამოვნოა  – ეს ნიშნავს, რომ ისინი კვლავ დაბრუნდებიან თქვენ საიტზე. ეს  არის ის, რისი მიღწევაც ჩვენ ყველაზე მეტად გვინდა.

საუკეთესო საიტი: ტიპები და პლათფორმები

საიტი იწერება  სხვადასხვა  ენებზე  და პლათფორმებზე. ყველაფერი დამოკიდებულია  თქვენ მოთხოვნილებებზე.

  • გინდათ სწრაფად გაუშვათ  უბრალო და  არცისე ძვირი საიტი? მაშინ აირჩიეთ SaaS (software as a service ) - პლათფორმა . ის კარგია დროებითი პროექტებისთვის, მარტივი საიტებისთვის  და იდეების შესამოწმებლად. ვიღებთ შაბლონს, ცოტათი ვაკორექტირებთ თქვენი მოთხოვნების შესაბამისად და ეგრევე უშვებთ.
  • გჭირდებათ ინდივიდუალური, დიდი , რთული  საიტი, მაგალითად ინტერნეტ მაღაზია ? მაშინ გჭირდებათ ფრეიმვორკი (framework). მისი საშუალებით თქვენ შეგიძლიათ ყველაფრის რეალიზება, რაც მოგესურვებათ. საიტი იმუშავებს სწრაფად  და გაუძლებს  დიდ დატვირთვას.
  • გინდათ რამე საშუალო – არც  ძალიან ძვირი და თან  ფუნქციონალური? მაშინ თქვენ გჭიდებათ CMS. მსგავსი გადაწყვეტილება  შეიცავს ყველა საჭირო მოდულს  CMS – ის  მზა მოდული შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არ გინდათ რთული საიტი ხოლო თუ თქვენ გაქვთ სპეციფიური და განსხვავებული მოთხოვნები მაშინ თქვენ გჭირდებათ ნულიდან დაწერილი CMS-ი.

Типы и платформы сайтов

SEO-ოპტიმიზაცია: მისი დანერგვის შედეგად ხდება საიტის პოზიციის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება საძიებო სისტემაში.

რისთვის არის საჭირო SEO-ოპტიმიზაცია?  შეიძლება ამ ეტაპის გამოტოვება? მოდით ჯერ გავიგოთ რა ტიპის საიტი გინდათ:

  • ონლაინ მაღაზია;
  • სიახლეების საიტი;
  • საიტი  სავიზიტო ბარათი;
  • განცხადებების საიტი;
  • კორპორატიული;
  • ფორუმი.

თუ თქვენი საიტი ამ ჩამონათვალშია? მაშინ  SEO - ოპტიმიზაციის  ეტაპის გამოტოვება არ შეიძლება.  მისი დახმარებით ყალიბდება  ინტერნეტის რესურსის საჭირო სტრუქტურა, გვერდების შაბლონები და ტექსტები. ვითარდება სემანტიკური ბირთვი – სიტყვების სია თემის მიხედვით, რომლებიც უნდა იყვნენ საიტის დანამატი.  მათი მეშვეობით საძიებო რობოტები  უკეთ დაინახავენ თქვენ საიტს, რაც გაზრდის თქვენი საიტის ვიზიტორების რაოდენობას. როგორც ინტერნეტ მარკეტინგის სტრატეგია, SEO განსაზღვრავს თუ როგორ მუშაობს საძიებო ძრავი, რას ეძებს ხალხი. ფაქტობრივი საძიებო ტერმინები და საკვანძო სიტყვები იბეჭდება საძიებო ძრავებში და უპირატესობა აქვთ მინიჭებული თავიანთი მიზნობრივი აუდიტორიით. თუ თქვენ უკვე გაქვთ საიტი, მაგრამ SEO ან საერთოდ არ მუშაობს ან  არც ისე კარგად  მუშაობს  – ჩვენ  შევძლებთ თქვენ დახმარებას.  ჩვენი დახმარებით  თქვენ  გაზრდით მომხმარებლების რაოდენობას.

საიტის განვითარება: ტრაფიკის გაზრდა და კონვერსია

ტრაფიკი  ნიშნავს თქვენ საიტზე   ვიზიტორების რაოდენობას. კონვერსია – რეკლამის წაკითხვის შემდეგ მომხმარებელი გადაწყვეტს პროდუქტის / მომსახურების შეძენას.  ამ ორი ვარიანტიდან ძირითადად ირჩევენ მხოლოდ ერთს. რომელია უკეთესი? ეს დამოკიდებულია თქვენი ბიზნესის ტიპზე. თუ ეს სიახლეების საიტია  ან ბლოგია მაშინ ყურადღება მიაქციეთ ტრაფიკს  და აირჩიეთ მისი გასაუმჯობესებელი ინსტრუმენტები. ხოლო თუ საიტით ყიდით რამეს, მაშინ კონვერსია უფრო გჭირდებათ.

ფაქტია, რომ : მომხმარებლების 70% საიტის შესახებ პროდუქციის შესახებ იგებენ  ინფორმაციული სტატიებიდან და არა პირდაპირი რეკლამით.

რას ვაკეთებთ კარგი ტრაფიკისთვის?

  • ვწერთ კარგ სტატიებს;
  • ვაკეთებთ  მომხმარებლებისთვის უფრო კომფორტულ საიტს;
  • ვზრდით საიტის ჩატვირთვის სიჩქარეს;
  • ვაკეთებთ საიტის მობილურ მოწყობილობებზე ოპტიმიზაციას;
  • ვანახლებთ კონტენტს და ვაკეთებთ SEO-ტექსტების ოპტიმიზაციას.

ყველაფერი ეს ურთიერთკავშირშია– ერთი პრობლემის გადაჭრით  ვწყვეტთ სხვებსაც.

ყველაფერი უნდა მუშაობდეს კომპლექსურად. და რა უნდა გაკეთოთ იმისათვის, რომ გააუმჯობესოთ კონვერტაცია?

  • განვათავსოთ სწორი ინფორმაცია: ყველა კონტაქტი, საიმედო პარტნიორების ბანერები, სერთიფიკატები და ატესტატები;
  • ვიღებთ არამომუშავე ლინკებს, ვასწორებთ ტექსტებს და ვაკონტროლებთ ყველა წვრილმანს;
  • გირჩევთ, რა განათავსოთ რესურსზე: თანამშრომლების ფოტოები, თქვენი ბიზნესის რიცხვები, ვიდეოები  და კარგი სტატიები.


კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

როგორ შევქმნათ კარგი საიტი

სხვა სიახლეები