«თუ თაფლის ამოღება გინდათ, სკას ნუ გადააყირავებთ»- დეილ კარნეგი

1. «თუ თაფლის ამოღება გინდათ, სკას ნუ გადააყირავებთ»

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ შეურაწყოთ, არ გააკრიტიკოთ და არ განსაჯოთ- ყველაფერი ეს ნებისმიერი საზოგადოების  ძირითად პრინციპს წარმოადგენს (არ აქვს მნიშვნელობა ონლაინ იქნება ეს თუ ოფლაინ).

წარმოიდგინეთ სკა, რომელშიც ყველა ერთი მიზნისკენ მიისწრაფის. თუ ყველანი დაიწყებენ ზუზუნს და სხვების კბენას, მაშინ  ურთიერთქმედება და მიზნის მიღწევა შეუძლებელი გახდება. ასეა სოციალურ ჯგუფებშიც: ხალხი აქ მოდის ემოციის, შთაგონების ან მოტივაციის ძიებაში. მათ არ უნდათ მოისმინონ ვინმეს მხრიდან კრიტიკა ან პრეტენზია. ამიტომ მიეცით მათ რაც უნდათ — გააცინეთ, გააღვიძეთ მათში  ემოციები და პოზიტიური აზრები, ნუ აგრძნობინებთ მათ თავს უხერხულად  მკაცრი ან განმკითხავი განცხადებებით.

«კრიტიკას აზრი არა აქვს, რადგან ის ადამიანს თავდაცვით პოზიციაში აყენებს და აიძულებს თავის მართლებას. კრიტიკა საშიშია, რადგან ის ზიანს აყენებს ადამიანის სიამაყეს, ხელს უშლის საკუთარი მნიშვნელობის გააზრებას და საბოლო ჯამში იწვევს აგრესიას»

  • ადამიანი რაც უნდა დამნაშავე იყოს, იგი მზად არის, სხვა დაადანაშაულოს, მაგრამ არასოდეს - თავის თავი! გამონაკლისი თითქმის არ არსებობს. გახსოვდეთ, კრიტიკა ფოსტის მტრედსა ჰგავს, რომელიც ყოველთვის უკან გვიბრუნდება.
  • “კრიტიკა-ეს სახიფათო ნაპერწკალია, რომელმაც შესაძლოა საშინელი აფეთქება გამოიწვიოს, ფითილით სავსე სიამაყის საწყობში."

2. «ადამიანებთან ურთიერთობისას გახსოვდეთ, რომ მათ მართავს არა ლოგიკა, არამედ ემოცია»
სხვა სიტყვებით რომ ვთქვქთ,  რასაც  არ უნდა აკეთებდეთ ყველაფერმა უნდა გამოიწვიოს ემოციები. მაგალითისთვის ზუსტად ემოციები აქცევს  ვიდეოს ვირუსულად , გვერდს განხილვადს. გსურთ აქტივობა?  ჩართეთ ემოციური ან ფსიქოლოგიური ფაქტორი.  ემოციებით დატვირთული კონტენტი ყოველთვის დიდი ინტერესს და გამოხმაურებას ისწევს.ემოციები არ უნდა იყოს მხოლოდ პოზიტიური. შიში, ზიზღი და სხვა არასასიამოვნო შეგრძნებები ასევე იწვევს აუდიტორიის აქტივობის ზრდას. ამ დროს მთავარია იპოვოთ ოქროს შუალედი და არ გადატვირთოთ კონტენტი უარყოფითი ემოციების შემცველი კონტენტით  და არ შეურაწყოთ მომხმარებლების პირადი გრძნობები.

ნეგატივი არ უნდა იყოს მიმართული უშუალოდ ვიზიტორებისკენ!

3. «ერთადერთი გზა, რისი საშუალებითაც შემიძლია თქვენ  გაგაკეთებინოთ ის, რაც მე მჭირდება, — მოგცეთ ის რაც თქვენ გინდათ»
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წესი, რომელიც ხშირად ავიწყდებათ: გინდა ერთგული მომხმარებლები? მოუსმინე მათ - რაზე საუბრობენ, რა სურთ და მიეცით მათ ეს ყველაფერი. როდესაც შესთავაზებთ მათ იმას რაც უნდათ თქვენც მიიღებთ იმას რააც გსურთ.  მოსმენა  სოციალურ მედიაში ნიშნავს არა მხოლოდ კომენტარებზე რეაგირებას, არამედ კიბერსივრცის მიღმა გასვლას და იმის გააზრებას, თუ საიდან მოდის თქვენ  მომხმარებელთა საჭიროებები.

და თქვენ იცით რა სურთ მათ?..

  • “ყოველთვის აგრძნობინეთ თქვენ თანამოსაუბრეს მისი მნიშვნელობა"

4. «ყველაფერს რასაც ვაკეთებთ ორი მოტივიდან მომდინარეობს: დავიკმაყოფილოთ სექსუალური მთხოვნილებები და დავამტკიცოთ ჩვენი უპირატესობა», ზიგმუნდ ფროიდივიდეოში
«სოციალური მედიის რევოლუცია» საუბრობს იმაზე, რომ სოციალურ ქსელებში კომუნიკაციამ გადააჭარბა პორნოგრაფიის ყურებას. არ არის საჭირო იმის ახსნა, თუ ამ ორი მოტივიდან  რომლიდან გამომდინარეობს პორნოგრაფიის ყურების  სურვილი. აქედან გამომდინარე შეგვიზლია დავასკვნათ, რომ ადამიანებს სოციალური ქსელები საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად სჭირდბათ.

  • საზოგადოება გვაფასებს ამ ოთხი კრიტერიუმით: რას ვაკეთებთ, როგორ გამოვიყურებით, რას ვამბობთ და როგორ ვამბობთ.

5. 

  • ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. 
  • საკვები. 
  • ძილი. 
  • ფული და მატერიალური ფასეულობები. 
  • მომავალი კეთილდღეობა. 
  • სექსუალური კმაყოფილება.
  • ბავშვების კეთილდღეობა.
  • საკუთარი ღირებულების ცოდნა…

როგორც წესი, ამ ჩამონათვალში თითქმის ყველა საჭიროება დაკმაყოფილებულია -  გარდა ერთისა. ეს საჭიროება თითქმის ისეთივე ღრმაა, ისეთივე ძლიერი, როგორც საკვები და ძილი. ეს არის ის, რასაც  ფროიდი "საკუთარი უპირატესობის დამტკიცების სურვილს" უწოდებს. 

ფრედერიკ ბეგბედერი:

რატომ გვსურს ყველას ვიყოთ მხატვრები? ვიღაც წერს, ვიღაც მღერის, თამაშობს კინოში, ხატავს ან თხზავს მუსიკას. რას ეძებენ ისინი- სილამაზეს თუ სიმართლეს?ეს ყველაფერი მხოლოდ საბაბია. მათ სურთ იყვნენ ცნობილი. ჩვენ გვინდა ვიყოთ ცნობილი, რადგან გვინდა რომ ყველას უყვარდეთ. ჩვენ გვინდა ვიყოთ მათი სიყვარულის ობიექტი, რადგან ჩვენ ყველას გვაქვს იარები. ჩვენ გვსურს გარკვეული აზრი. რაღაცაში გამოვდგეთ. რაღაც ვთქვათ. დავტოვოთ კვალი. არ მოვკვდეთ. შევავსოთ ჩვენი უმნიშვნელობა. ჩვენ აღარ გვინადა ვიყოთ აბსურდულები. ჩვენთვის საკმარისი არ არის ბავშვების კეთება. ჩვენ გვინდა ვიყოთ მეზობელზე საინტერესოები. მასაც სურს ტელევიზიაში მოხვედრა. ეს რაღაც ახალია: ჩვენ  მეზობელს სურს ჩვენზე უფრო საინტერესო იყოს.

აი ჩვენ მივედით პასუხამდე კითხვაზე თუ რას ნიშნავს- «საკუთარი უპირატესობის დამტკიცება» სოციალურ ქსელებში.ყველაფერი მარტივია: როდესაც ვინმე წერს «ლაიქს» ვინმეს პოსტზე, აკომენტარებს მას ან უზიარებს მეგობარს- პოსტის ავტორი თავს  ავტომატურად მნიშვნელოვნად გრძნობს(არ დაგავიწყდეთ ამ გრძნობის შესახებ- როდესაც ადამიანების კეთილგანწყობის მოპოვებას გადაწყვეტთ!).

6. « სურვილი გამორჩევისა, არის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი თვისება ადამიანისა, რომლითაც იგი განსხვავდება ცხოველისგან». ადამიანის ეს სურვილი განაპირობებს  მის მოთხოვნილებას  იყიდოს ექსკლუზიური ნივთები, მიიღოს უნიკალური სწორედ მასზე მორგებული შეთავაზებები და სხვა. 
იგივე ლოგიკა ამოძრავებს დიდი ბრენდებსაც. მათაც სურთ იყვნენ ყველასგან გამორჩეული, ეს მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დღევანდელ გლობალურ მსოფლიოში ძალიან ძნელია იყო გამორჩეული, ამისთვის დიდი შრომა და ბრძოლაა საჭირო, მაგრამ შედეგი ნამდვილად ღირს ამად.

  • ადამიანის ბუნებრივი მისწრაფებაა, იყოს გამორჩეული პიროვნება. „გამორჩეულ ადამიანად ყოფნის სურვილი“ ის მამოძრავებელი ძალაა, რომელსაც სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია.

7. ლინკოლნმა ერთხელ დაიწყო წერილი სიტყვებით : «ყველას უყვარს კომპლიმენტები». უილიამ ჯეიმსმა თქვა: «შექებისკენ დაჟინებული სწრაფვა ადამიანის ნატურის სიღრმისეული მახასიათებელია». 
თქვენი მომხმარებლების  სხვადასხვა სახით წახალისება და მათი მნიშვნელობის ხაზგასმა  დადებით შედეგს მოგიტანთ. აქ მინშვნელოვანი არა მარტო უბრალოდ შექება, არამედი  იმის აღნიშვნა თუ რატომ დაიმსახურა ამ თუ იმ ადამიანმა ეს შექება, რა გააკეთა მან ამისთვის?. "ლაიქების"  და კომენტარების დაუფიქრებელი  ყიდვით (დაალაიქე და მიიღებ საჩუქარს) თქვენ მოიზიდავთ მხოლოდ მუქთა ნივთების მოყვარულ აუდიტორიას. ერთგული მომხმარებლების მოსაზიდათ კი თქვენი "ჯილდო" უნდა იყოს დამსახურებული. 

  • გახსოვდეთ, რომ ადამიანისთვის მისი სახელი ყველაზე სასიამოვნო და კარგი ასოთაშეხამებაა დედამიწის ზურგზე.
  • “გულწრფელად დააფასეთ და გულუხვად შეაქეთ. დაფასებას და ქებას ადამიანი მთელი სიცოცხლე დაიმახსოვრებს, თქვენ დაივიწყებთ ის კი კეთილად მოიგონებს.”
  • “თუ  გსურს, გაიჩინო მეგობრები, უბრალოდ კარგად დაიმახსოვრე ისინი. თუკი გახსოვთ ჩემი სახელი, ამით თქვენ უსიტყვო კომპლიმენტს მეუბნებით და მაგრძნობინებთ, რომ თქვენზე შთაბეჭდილება მოვახდინე.”

8.«ერთადერთი გზა არსებობს იმისთვის, რომ აიძულო ადამიანს რაიმეს გაკეთება - გაუჩინო მას ამის გაკეთების სურვილი» 
ვერ აიძულებთ ხალხს შეუერთდნენი თქვენ მომხმარებელების რიგებს. სევე არ ღირს მომაბეზრებლი თხოვნაც. თხოვნა მუდარით პატივისცემას ვერ მოიპოვებთ. ერთადერთი გზა მათ მოსაზიდად არის ის, რომ დაანახოთ მათ ის პლიუსები, რაც  თქვენ რიგებში გაერთიანების შემდეგ ელოდებათ, გამოიწვიეთ მთში ბუნებრივი სურვილი.

  • ადამიანები არ ინტერესდებიან არც ჩემით, არც თქვენით, დილით, შუადღეზე და საღამოს ისინი მხოლოდ საკუთარი თავით არიან დაკავებულები.
  • ორ თვეში შეგიძლია გაიჩინო გაცილებით მეტი მეგობარი, ვიდრე ორი წელიწადში, თუკი ეცდები, დაინტერესდე მათი პიროვნებით იმის ნაცვლად, რომ გამუდმებით ეცადე დააინტერესო შენით.

ასე რომ: ისწავლეთ საკუთარი თავის სხვა ადამიანის პოზიციაზე დაყენება და გაგება იმისა, თუ რა სჭირდება მას და არა თქვენ. იმ ადამიანის გვერდით, ვინც ამას ისწავლის, მთელი მსოფლიო იქნება.

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

«თუ თაფლის ამოღება გინდათ, სკას ნუ გადააყირავებთ»-  დეილ კარნეგი

სხვა სიახლეები