როგორ დავძლიოთ პანდემიით გამოწვეული ფსიქოლოგიური და ეკონომიკური პრობლემები
სამყარო აღარ იქნება ისეთი როგორც პანდემიამდე იყო. კრიზისი შეცვლას გვაიძულებს. ფსიქოლოგიური მდგრადობის გერმანელი ექსპერტი იუტა ჰელერი (Jutta Heller) DW- სთან ინტერვიუში განმარტა, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეთ ცვლილებებს ჩვენი შიდა სტაბილურობის გამოყენებით.
კორონავირუსით გამოწვეული ამჟამინდელი კრიზისი ჩვენგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ვირუსი გვაიძულებს ცხოვრების და შრომის ახალ პირობებს მოვერგოთ.
ამ ცვილიებების შედეგად, შეიძლება განვითარდეს თავდაჯერებულობა ან მომავლის შიში. როგორ გადავლახოთ შიში და როგორ გავაგრძლოთ ცხოვრება?
DW- სთან ინტერვიუში იუტა ჰელერი გვიამბობს იმ ძირითადი ფაქტორების შესახებ, რომელიც შიდა სიძლიერის გასაძლიერებლად დაგვჭირდება
DW: თქვენ ასახელებთ მდგრადობის სხვადასხვა ფაქტორებს: გამძლეობა, ოპტიმიზმს, მომხდარის მიღების უნარს, ტოლერანტობას უცნობი ადამიანის მიმართ.
პირველი ვსიაუბროთ იმაზე, თუ რა არის გამძლეობა და რატომ გვჭირდება ის?
იუტა ჰელერი: გამძლეობა, ჩემი განმარტებით, არის შინაგანი თვითრეგულირების უნარი, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია საკუთარი თავის სტაბილიზაცია.
თუ შინაგანად თავს სტაბილურად ვგრძნობთ, ჩვენთვის უფრო ადვილია შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე სწორი გადაწყვეტილებების მიღება. როდესაც შინაგანი სტაბილურობის განცდა გვაქვს ჩვენ უფრო მარტივად ვუმკლავდებით ცხოვრების სხვადასხვა რთულ სიტუაციებს.
ეს ნიშნავს: მე ვიცი ვინ ვარ, რა არის ჩემი ძლიერი მხარეები და რა არის ჩემთვის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი.
იმის ნაცვლად, რომ საკუთარი თავი დავრთგუნოთ კრიტიკულ და უარყოფით აზრებით, შეგვიძლია ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რაც გვახარებს. შემდეგ კი, კრიზისულ მომენტებშიც შეგვიძლია ვთქვათ: "როგორ მიხარია ეს ყვავილი!" ან "რა სასიამოვნოა ჩიტების ჭიკჭიკის მოსმენა!"
თუ შინაგანად ვიზრუნებთ საკუთარ თავზე, მაშინ ჩვენთვის უფრო ადვილია გახდება მივიღოთ დისტანციურად რეჟიმზე გადასვლა, ჩვენთვის სრულიად ახალი ტექნოლოგიების გამოყენების სწავლა და ყველა იმ შეზღუდვასთან გამკლავება, რომელსაც პანდემია გვიწესწბს.
ზოგი ამტკიცებს, რომ კრიზისები ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს. რა შანსს გვაძლევს კორონავირუსი?
იმისთვის, რომ პანდემიამ ფსიქოლოგიურად არ გავტეხოს უნდა შევძლოთ პოზიტიური აზროვნება და იმის ძიება, თუ როგორ გავაუმჯობესოთ არა მარტო ჩვენი, არამედ გარშემომყოფების ცხოვრება. პანდემიამ დანახა მსოფლიოს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია, მიუხედავად კანის ფერის, კულტურის, სოციალური სტატუსის და პროფესიისა. ვირუსი ყველას თანაბრად ექცევა, მას ნებისმიერი ადამიანის დაავადება შეუძლია.დაანახა ის, რომ მსოფლიოში მილიარდობით დოლარი იხარჯება ხილულ მტერთან საბრძოლველ შეიარაღებაში, მაშინ როცა უხილავ მტრებს გაცილებით უფრო მეტი სიცოცხის წართმევა შეუძლია. დაანახა ის,რომ სინამდვილეში საზღვრები არ არსებობს და რომ ვირუსს მსოფლიოში გაავრცელებლად პასპორტი, ვიზა არ სჭირდება. დაანახა ის, რომ არ შეიძლება თვალი დავხუჭოთ სხვის გაჭირევებაზე იმ იმედით, რომ სხვისი პრობლემები ჩვენზე არ ახდენს გავლეას.
ყველას უნდა გვჯეროდეს, რომ ამქვეყნად ტყუილად არაფერი არ ხდება და რომ არ აქვს მნიშვნელობა აფრიკაში ცხოვრობ თუ ინგლისში. მსოფლიოს უკვე დიდი ხანია საზღვრები აღარ აქვს, ყველა ადამიანი დაკავშირებულია სხვებთან და რაღაც, რაც მოქმედებს ერთ ადამიანზე, ძალიან ხშირად გავლენას ახდენს სხვებზეც.
როგორც თავიდან ავღნიშნეთ სამყარო აღარ იქნება ისეთი როგორც პანდემიამდე იყო. დავფიქრდეთ- იქნებ სწორედ ეს არის ჩვენი შესაძლებლობა, რომ ვაქციოთ სამყარო უკეთესი ვიდრე აქამდე იყო?
არ უნდა დაველოდოთ ვინ გადადგავს პირველ ნაბიჯს. ყველამ უნდა ვიმოქმედოთ ერთად, რადგან პანდემია არ ეხება მხოლოდ ერთ რომელიმე სფეროს. ეკონომიკაში ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული.თანამედროვე ეტაპზე ადამიანთა კეთილდღეობის ამაღლება სულ უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება პროგრესულ თვისებრივ ცვლილებებზე ეკონომიკაში.სწორედ ინოვაციების განხორციელების შედეგად, კაცობრიობის ერთიანი მოქმედებით, შეიძლება გადაიჭრას დღეისათვის მსოფლიოში არსებული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გლობალური პრობლემები, მათ შორის, ისეთი გლობალური პრობლემაც, რომელსაც პანდემია ჰქვია.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ინოვაციებში ინვესტირება დღეიდან უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდება და ბიზნესის უმეტესობა ვირტუალურ სამყაროში გადავიდა, ამიტომაც უკვე დღეს უნდა დაიწყოთ მომავალზე ფიქრი. სწრაფი ადაპტაცია და მოქნილობა, როგორც ადამიანის ფსიქიკური მდგრადობის, ასევე ბიზნესის გადარჩენის მთავარი შანსია.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01