კონტენტი და SEO: როგორი ტექსტები უნდა განვათავსოთ საიტზე საძიებო სისტემებისთვის #1
რისთვის სტუმრობენ ვიზიტორები თქვენს ვებ გვერდს?
ვიზიტორების 90% საიტზე მისთვის სასარგებლო ინფორმაციას ეძებს. მიმზიდველი დიზაინი, მარტივი სტრუქტურა, "მოდური" ფუნქციები არ მუშაობენ შინაარსის გარეშე - ტექსტები, ფოტოებს, გრაფიკა, ვიდეო და აუდიო - კონტენტი, რომელიც განთავსებულია საიტზე უნდა პასუხობდეს მომხმარებლის მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რესურსი დაკარგავს ვიზიტორებს და შესაბამისად დაქვეითდება საძიებო სისტემების ძიების შედეგებშიც.
მოდით გავარკვიოთ, როგორ მოქმედებს ტექსტები საძიებო სისტემების პოზიციებზე:
- ქცევითი ფაქტორები. სასარგებლო და საინტერესო ტექსტები იზიდავს მომხმარებლებს. შედეგად, ვიზიტორები მეტ დროს ატარებენ საიტზე, ამატებენ გვერდებს ბრაუზერების სანიშნეებში და უფრო ხშირად უბრუნდებიან რესურსს. საძიებო სისტემებისთვის ეს არის სიგნალი: „ვიზიტორებს მოსწონთ საიტი, ამიტომ უფრო ხშირად უნდა აჩვენოთ იგი ძიების შედეგებში“;
- ბმულების მიღება. რაც უფრო კარგია კონტენტი, მით უფრო ხშირად არის: გაზიარებული სოციალურ ქსელებში, ნახსენები სხვა საიტებზე, ფორუმებსა და ბლოგებში. საძიებო სისტემები ითვალისწინებენ ასეთ ბმულებს და, შედეგად, საიტს საძიებო სისტემების შედეგებში უფრო მაღლა აყენებენ;
- შემოსავალი. კონტენტი პირდაპირ გავლენას ახდენს რესურსებზე ვიზიტორების რაოდენობაზე, ვიზიტორების რაოდენობა კი პირდაპირ გავლენას ახდენს მოგებაზე. საინფორმაციო პორტალებს შეუძლიათ მიიღონ შემოსავალი რეკლამიდან, რომელსაც მომხმარებლები ნახავენ საიტზე, ხოლო ონლაინ მაღაზიებს შეუძლიათ ვიზიტორები მიიყვანონ პროდუქტის გვერდებზე და ამით გაზარდონ გაყიდვები.
როგორ გამოვიყენოთ ტექსტები საიტის SEO ოპტიმიზაციისთვის
იმისათვის, რომ შექმნათ ტექსტი, რომელიც მოიზიდავს ვიზიტორებს და იქნება რელევანტური საძიებო სისტემებისთვის, თქვენ უნდა გესმოდეთ კონტენტის ოპტიმიზაციის პრინციპები.
კონტენტის მენეჯმენტი ორი ნაწილისგან შედგება:
1. შიდა - საიტზე მუშაობა
რესურსის ტექსტის ოპტიმიზაციის დაწყებისას, სპეციალისტი ირჩევს საკვანძო სიტყვებს, რომლებიც შეესაბამება საიტის თემატიკას. ძირითადი საკვანძო სიტყვები ხვდება სემანტიკურ ბირთვში და შემდეგ იყოფა ჯგუფებად.
საკვანძო სიტყვების ამ ჯგუფების ქვეშ, თქვენ უნდა შექმნათ ტექსტები და განათავსოთ ისინი საიტის გვერდებზე.
კონტენტზე მუშაობა ამით არ სრულდება. წარმატების გასაღები მუდმივ განახლებაშია. თქვენ მუდმივად მოგიწევთ ახალი პოსტების გამოქვეყნება. ამით საძიებო სისტემები მიხვდებიან, რომ საიტი მოქმედია, მასზე იდება ახალი ინფორმაცია, ამიტომ საძიებო სისტემის რობოტები უფრო ხშირად მოახდენენ მის ინდექსირებას.
2. გარე - რესურსებთან მუშაობა (ბექლინლკები)
საიტზე ტექსტების განახლება შედეგს გამოიღებს, მაგრამ ტექსტის პოპულარიზაციის ეფექტის სანახავად შეიძლება ექვსი თვე ან მეტი დასჭირდეს. გარე საიტებთან მუშაობა კი ხელს შეუწყობს პროცესის დაჩქარებას. ასეთი სამუშაოს არსი შემდეგია - თქვენ ამზადებთ ტექსტებს სხვა რესურსებისთვის და ისინი ათავსებენ მას თავიანთ ვებ გვერდზე მასში თქვენი საიტის ბმულებით (საფასურის სანაცვლოდ, უფასოდ, ბარტერული გზით ან ბმულების გაცვლის გზით).
საძიებო სისტემებში წარმატებული SEO პოზიციონირებისთვის ბექლინკები, საკმაოდ მძლავრი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიგნალია. ფაქტობრივად ამით საძიებო სისტემა ხვდება, რომ კონკრეტული კონტენტი, რომლის ბმულიც მრავლად არის გამოყენებული ხარისხიან და ავტორიტეტულ ვებგვერდებზე, შედარებით ღირებულია. შესაბამისად, მომხმარებლებისთვის ძიების შედეგების გვერდზე, საძიებო სისტემების რობოტების მხრიდან ასეთი ტიპის ვებგვერდი კონკურენტებთან შედარებით უფრო მაღალ პოზიციას დაიკავებს.
ხარისხიანი ტექსტები: რას ნიშნავს ეს საძიებო სისტემების თვალსაზრისით
საძიებო სისტემები განსაკუთრებულ მოთხოვნებს აყენებენ კონტენტის ხარისხზე. მაგრამ რას ნიშნავს სიტყვა "ხარისხი" საძიებო სისტემების თვალსაზრისით? ეს არის მახასიათებლების გარკვეული ნაკრები, რომელსაც ტექსტი უნდა შეესაბამებოდეს:
- უნიკალურობა
თუ თქვენ დააკოპირებთ სხვის ტექსტს და განათავსებთ მას საკუთარ გვერდზე, ეს არ მოგცემთ რაიმე შედეგს საძიებო სისტემებში. ისევე როგორც მომხმარებელი საძიებო სისტემებიც აფასებენ ორიგინალობას; - სარგებელი
Google გირჩევთ იფიქროთ იმაზე, თუ რას მიიღებს მომხმარებელი თქვენი საიტზე შემოსვლისას და კონტენტის ნახვისას. ტექსტის განთავსება მხოლოდ ადგილის შესავსებად არ უნდა იყოს თქვენი მიზანი; - შინაარსი
საძიებო სისტემები არ ახდენენ ისეთი ვებ გვერდის პოზიციონირებას, რომლებზეც ტექსტები არის უბრალოდ უცხოური ტექსტებიდან თრანსლეითით ნათარგმნი. ხარისხიანი კონტენტის შემთხვევაში ტექსტები უნდა იყოს ინფორმატიული და სტრუქტურირებული - სათაურების, ქვესათაურების, აბზაცების, ბულეთების, სურათების და ცხრილების დახმარებით ხდება კითხვის პროცესის გაადვილება, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს მომხმარებლის საიტზე უფრო დიდი ხნით გაჩერებას ეს კი კონტენტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. - სპამის გარეშე
სპამი, საძიებო სისტემების თვალსაზრისით, არის არა მხოლოდ დიდი რაოდენობით რეკლამა, არამედ ტექსტიც გადაჭარბებული საკვანძო სიტყვებით. საძიებო სისტემების ალგორითმები აკონტროლებენ სპამს ტექსტებში და შეუძლიათ შეამცირონ როგორც ცალკეული გვერდების, ისე მთელი საიტის პოზიცია; - უშეცდომო
საძიებო სისტემები ათვალიერებენ ორთოგრაფიასა და პუნქტუაციას. თუ ტექსტში ძალიან ბევრი შეცდომაა, ასეთი გვერდი დიდი ალბათობით არ გამოჩნდება ძიების შედეგებში.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01