რატომ გვჭირდება საიტი ? 8 მიზეზი მის შესაქმნელად

თუ თქვენ  ეკითხებით საკუთარ თავს -  რისთვის მჭირდება საიტი ? რითი დაეხმარება ის ჩემ ბიზნესს? ეს სრულიად  ადეკვატური კითხვაა, რადგან  დღეს ხელმისაწვდომია უამრავი სავაჭრო პლატფორმა, სოციალური ქსელი და ბიზნეს იდეების გასაზიარებელი აპლიკაცია, ამიტომ ცდუნება არ გვქონდეს საკუთარი ვებ გვერდი სრულიად გასაგებია. 

ამ ბლოგში ჩვენ დაგეხმარებით გადახვიდეთ კითხვიდან "რატომ მჭირდება ვებგვერდი ჩემი კომპანიისთვის?" დებულებაზე "მე მჭირდება საიტი ჩემი ბიზნესისთვის". 

რატომ გვჭირდება საიტი ? 8 მიზეზი მის შესაქმნელად

მაშ ასე, დავიწყოთ 

შეიძლება, თქვენ გჭირდებათ იმის დამტკიცება, რომ ნებისმიერ წარმატებულ ბიზნესს უნდა ჰქონდეს საკუთარი ვებგვერდი ან თქვენ უკვე იცით ეს და უბრალოდ ამოწმებთ ფაქტს.  

ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ შევიკრიბეთ 8  პასუხი კითხვაზე: „რატომ მჭირდება ვებ-გვერდი?“.

1. შეგიძლიათ ახალი მომხმარებლების მოზიდვა 

წავიდა ის დრო, როდესაც თქვენი მცირე ბიზნესი ცნობილი იყო WOM - მარკეტინგით ან ტელეფონის წიგნში არსებული ნომრით.
ვებგვერდის წყალობით კომპანიების პოვნა ნებისმიერს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს შეუძლია.
საძიებო სისტემების წყალობით, მცირე ბიზნესის მფლობელებსაც კი შეუძლიათ გლობალური ხილვადობის მიღწევა.

აი, რატომ გჭირდებათ ვებგვერდი ახალი მომხმარებლების მოსაზიდად:

  • თქვენი საიტის პოვნა შესაძლებელია ორგანული ძიების გამოყენებით

SEO ეხმარება თქვენს ვებ საიტს გამოჩნდეს საძიებო სისტემის შედეგებში. რაც უფრო კარგი იქნება  საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია, მით უფრო თვალსაჩინო გახდება თქვენი ბიზნესი.
ეს შესანიშნავი და ეკონომიური გზაა პოტენციური მომხმარებლებისთვის საკუთარი თავის გასაცნობად.  

  • ვებ საიტი დაგეხმარებათ თქვენი მდებარეობის რეკლამირებაში

თუ თქვენს კომპანიას აქვს ოფლაინ მდებარეობა, როგორიცაა მაღაზია ან ოფისი, თქვენ გჭირდებათ რომ ის გამოჩნდეს საძიებო სისტემებში. ამ გზით, პოტენციური მომხმარებლები შეძლებენ თქვენს დანახვას.
ასევე ვებ გვერდი არ არის მხოლოდ თქვენი კომპანიის რუკა, არამედ  ის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია იმის საჩვენებლად, თუ რა ხდება იქ.

  • ის თქვენი გაყიდვების ძაბრის ნაწილია

თუ  თქვენ  დაკავებული ხართ მარკეტინგით სოციალურ ქსელებში და უშვებთ სარეკლამო კამპანიებს, მაშინ პოტენციური მომხმარებლების ინტერესის და ნდობის შესანარჩუნებლად თქვენ დაგჭირდებათ ვებ გვერდი. 
იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ ურთიერთობთ კომპანიასთან მისი პროდუქციის/მომსახურების შეძენამდე -  ჯერ არ გსურთ  მეტი გაიგოთ მათ შესახებ?

რისთვის მჭირდება საიტი ?

 2. მოიპოვებთ ნდობას

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, თუ რატომ სჭირდება თქვენ ბიზნესს საიტი - ეს ნდობის მოპოვებაა
როგორც მფლობელმა იცით, რომ ბიზნესის შესაქმნელად დიდი ძალისხმევა დაგჭირდათ ახლა უნდა დარწმუნდეთ იმაში, რომ ეს სხვებმაც იციან. 
გარდა იმისა, რომ თქვენ გაქვთ სრული კონტროლი  ბიზნესის ვებ საიტის იერსახეზე, ონლაინ ყოფნა გახდით უფრო ავტორიტეტულს: 

  • კონკურენტუნარიანობის ამაღლება

დღეს ყველა ბიზნეს უწევს კონკურენტულ გარემოში მუშაობა, რის გამოც იყო გამორჩეული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ნიშის მიუხედავად, თქვენ  გეყოლებათ კონკურენტები.
იმისათვის, რომ თქვენი პროდუქტი/სერვისი ყურადღების ცენტრში იყოს  უნდა შექმნათ ვებ გვერდი, რომელიც იქნება გამორჩეული არა მარტო დიზაინით, არამედ  გამართული SEO ოპტიმიზაციით, რათა საძიებო სისტემებმა ის მოწინავე პოზიციებზე განათავსონ. 
მაშინაც კი, თუ თქვენს ბიზნესს აქვს ლამაზი მაღაზია ან ყავს მუდმივი  მომხმარებლები  საიტის გარეშე ის ვერ იქნება კონკურენტუნარიანი. 

  • შესანიშნავი ადგილია შეფასებების დასატოვებლად 

მიუხედავად იმის გაქვთ თუ არა საიტი ხალხი მაინც  ისაუბრებს თქვენს ბიზნესზე, მაგრამ მომავალი მომხმარებლებზე შთაბეჭდილების მოსახდენად ერთ-ერთი საუკეთესო გზაა  არსებული მომხმარებლების შეფასებების საიტზე განთავსებაა. ეს გაზრდის თქვენი  კომპანიის სანდოობას.  შეფასებები ასევე საშუალებას მოგცემთ გააუმჯობესოთ და დახვეწოთ თქვენი პროდუქტი/მომსახურება.

ვებ გვერდის შექმნა

3. შეგიძლია ააშენო ბრენდი

თუ თქვენ გაქვთ აქტიური სოციალური ქსელები შეიძლება ჩათვალოთ, რომ თქვენი ბრენდი უკვე საკმაოდ ცნობილია და აღარ საჭიროებს დამატებით "ატრიბუტებს" ცნობადობის ასამაღლებლად. 
ყველაფერი დამოკიდებულია  თქვენ მიზნებზე, რადგან აქტუალური სოციალური ქსელები ბიზნესს უზრდის ცნობადობას , ხოლო საიტი კი ახანგრძლივებს მას. 

როგორ ეხმარება საიტი ბრენდის გაძლიერებას: 

საიტის თითოეული ელემენტი ხაზს უსვამს ბრენდის ინდივიდუალურ მახასიათებელს  დაწყებული ერთა გამით დამთავრებული ტიპოგრაფიკით. 
ბრენდის შექმნის დროს თანამიმდევრულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ თქვენს მომხმარებლებზე მორგებულ საიტის ქონა დაგეხმარებათ გახდეთ უფრო ცნობადი. 

  • ეს არის სახლი თქვენი პროდუქტებისთვის

ონლაინ ბაზრებზე, საცალო მოვაჭრეებს შეუძლიათ მარტივად იკითხონ: "რატომ მჭირდება ვებ გვერდი ჩემი კომპანიისთვის, როდესაც შემიძლია პროდუქციის გაყიდვა სხვაგან?"
თქვენი კომპანიის საიტი დაგეხმარებათ წარმოაჩინოთ თქვენი პროდუქტი/მომსახურება სხვადასხვა კუთხით, რაც თავის მხრივ გამოგარჩევთ კონკურენტებისგან. ყველასთვის ხელმისაწვდომ პლათფორმებზე მარტივია დაკარგვა. 

  • ხელს უწყობს  ბრენდის ხმის განვითარებას

საფირმო სტილი არ არის მხოლოდ ვიზუალური ელემენტები, არამედ ეს არის ის, თუ როგორ ესაუბრებით  მომხმარებლებს. როგორ ესალმებით მათ, როდესაც ისინი შემოდიან საიტზე და როგორ აღწერთ თქვენს პროდუქტებსა და სერვისებს.
ადამიანებთან სწორი ურთიერთობა ნებისმიერი ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.  ინტერნეტ სივრცეში სწორი და სანდო კომუნიკაციის აწყობაში კი გამართული და კარგი ვებ გვერდის ქონას დიდი ადგილი უჭირავს. 

ვებ დიზაინი

ნაწილი #2

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

რატომ გვჭირდება საიტი ? 8 მიზეზი მის შესაქმნელად

სხვა სიახლეები