რატომ გვჭირდება საიტი ? 8 მიზეზი მის შესაქმნელად #2
4. ვებ საიტი დაგეხმარებათ მომხმარებლებთან მუშაობაში
როდესაც ბიზნესი იზრდება მომხმარებლებთან ინდივიდუალური მიდგომა უკვე რთული ხდება. მომხმარებლებმა თავი მიტოვებულად და გარიყულად, რომ არ იგრძნონ ამაში ვებ გვერდი დაგეხმარებათ.
იმის ნაცვლად, რომ მთელი დღე მომხმარებელთა კითხვებისა და პრობლემების გადაჭრაზე დახარჯოთ, თქვენ შეგიძლიათ მათი ვებ გვერდზე გადამისამართება, სადაც ისინი შეიძლება ყველა მათთვის საინტერესო და საჭირო საკითხზე პასუხის მიღებას.
გახადეთ თქვენი ვებ საიტი რაც შეიძლება ხელმისაწვდომი ხალხისთვის და მეტი დრო გექნებათ სხვა ბიზნეს საკითხებზე ფოკუსირებისთვის.
მაგალითად თუ თქვენ გაქვს სამშენებლო კომპანიის საიტი შეგიძლიათ შექმნათ ხშირად დასმული კითხვების და მშენებლობის პროცესის გვერდი, რომლებზეც მომხმარებლებს შეეძლებათ მათთვის საინტერესო ინფორმაციის გაგება თქვენთან პირდაპირ დაკავშირების გარეშეც.
თქვენ ასევე შეგიძლიათ ვებ გვერდზე დააყენოთ ჩატბოტი. ხელოვნური ინტელექტი არის მომავლის ტექნოლოგია, რომელიც დღითიდღე ვითარდება და გთავაზობთ უსაზღვრო შესაძლებლობებს სხვადასხვა სფეროში მათ შორის მარკეტინგშიც.
რაც უფრო მეტ ინფორმაციას ხედავენ მომხმარებლები შენაძენის გაკეთებამდე, მით უკეთესი. იფიქრეთ იმაზე, თუ რამდენის თქმა შეგიძლიათ პროდუქტზე ან სერვისზე საკუთარი ვებ გვერდის მეშვეობით.
5. გაძლევთ ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობას
მცირე ბიზნესის ვებ საიტის არსებობას ბევრი პრაქტიკული სარგებელი აქვს.
თუ გაინტერესებთ, როგორ იქცევიან მომხმარებლები შენაძენის გაკეთებამდე მაშინ საიტი აუცილებლად გჭირდებათ, რადგან სწორედ მისი მეშვეობით შეგიძლიათ დეტალურად დაინახოთ გზა, რომელსაც ვებ გვერდზე შემოსული მომხმარებელი გადის.
ანალიტიკური მონაცემების გარდა თქვენ ასევე შეგიძლიათ:
- ონლაინ ექსკლუზივი
თქვენ გაქვთ ახალი პროდუქტი და ჯერ არ იცით რამდენად მოეწონებათ ის მომხმარებლებს თავიდან თქვენ შეგიძლიათ გაყიდოთ ის მხოლოდ ონლაინ შეზღუდული რაოდენობით. თქვენ ალბათ შეგხვედრიათ ონლაინ მაღაზიებში ექსკლუზიური შეთავაზებები. ამ გზით პროდუქტის მასიურ წარმოებამდე თქვენ შეძლებთ მის ტესტირებას ონლაინ რეჟიმში.
მარკეტინგული სტრატეგიები სხვადასხვა სახის ექსპერიმენტებს და ცდებს ემყარება. თქვენ შეგიძლიათ ჩაატაროთ სხვადასხვა გვერდების A/B ტესტირება, გამოიყენოთ ალტერნატიული მოწოდების ღილაკები თქვენ გზავნილებში, სცადოთ ბანერები და განსხვავებული pop-up — სია უსასრულოა.
თქვენი ვებ გვერდი შესანიშნავი რესურსია ახალი მარკეტინგული სტრატეგიების შესამოწმებლად.
- ვებ დიზაინის უპირატესობები
უნიკალური UI და UX დიზაინის მქონე ვებ გვერდი ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი მარკეტინგული ინსტრუმენტია. ის თავისი მოქნილობითა და დახვეწილობით მომხმარებლებს ანიჭებს, როგორც პრაქტიკული, ისე ესთეტიკური სიამოვნებას.
თქვენ უნდა შექმნათ მომხმარებლებზე ორიენტირებული და სამიზნე აუდიტორიისთვის გასაგები დიზაინი, რომელიც მოგანიჭებთ კონკურენტულ უპირატესობას და გამოგარჩევთ სხვა მსგავს რესურსებისგან.
ვიზუალური მხარე არის პირველი, რასაც მომხმარებლები საიტზე შესვლისას ხედავენ.
6. ვებ გვერდი — თქვენი მარკეტინგული ინსტრუმენტი
როდესაც საიტი მარკეტინგული სტრატეგიის ნაწილი გახდება თქვენი მიზანი რესურსზე მომხმარებლების ტრაფიკის ზრდა იქნება.
ერთი წუთით წარმოიდგინეთ, თქვენი მომხმარებელი, რომელიც სამოგზაუროდ მიდის. იმისთვის, რომ მას დაეხმაროთ გადაადგილებაში მოგზაურობის დაწყებიდან მის დასრულებამდე თქვენმა მარკეტინგულმა გეგმამ ისინი მარტივად უნდა გადაიყვანოს ის ერთი არხიდან მეორეზე. საიტის გარეშე მსგავსი მოგზაურობა ხდება ნაკლებად კომფორტული და რთული.
- მომხმარებლების რესურსზე გაჩერების შესაძლებლობა
ვებ გვერდი იდეალური ადგილია მომხმარებლების დასაინტერესებლად და მათში დამატებითი ინტერესისი გასაღვივებლად. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ დამატებითი გვერდები სადაც განათავსებთ მათთვის საინტერესო კონტენტს. ეს შეიძლება იყოს თემეტური ბლოგი, შეფასების და რეკომენდაციების დასატვებელი ადგილი, ქვიზები და სხვა საინტერესო კონტენტი.
ასევე საიტზე ვიზიტორების გასაჩერებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ორიგინალური ვებ დიზაინი, რომელიც დააინტერესებთ და დიდი ხნით დააყოვნებთ მომხმარებლებს თქვენს საიტზე.
7. ჩართულობა 24/7
ჩვენ ყველას გვჭირდება დასვენების დღეები. მაგრამ არა ინტერნეტში - აქ არ არის დასვენების დღეები. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ნებისმიერ ბიზნეს მფლობელს სჭირდება ვებ გვერდი.
რატომ 24/7-ზე:
- თქვენი მომხმარებლების ბაზა არის გლობალური
როდესაც პროდუქტი/მომსახურება არის გლობალური საიტის დახმარებით თქვენ არ დაგჭირდებათ სხვადასხვა სასაათე სარტყელის გამო ღამეების თენება. თქვენი ვებ გვერდი 24 საათის განმავლობაში შეძლებს მომხმარებლებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას და პროდუქტის/მომსახურების შეთავაზებას.
- ინფორმაციაზე წვდომა 24 საათის განმავლობაში
როდესაც მომხმარებელს უჩნდება რაიმე სახის კითხვა მას აღარ სჭირდება თქვენი სამუშაო დროის დაწყების ლოდინი - ის შედის ვებ გვერდზე და ნახულობს მისთვის საჭირო ინფორმაციას. ეს შეიძლება იყოს ხშირაად დასმული კითხვების გვერდი, ჩვენ შესახები და სხვა მათთვის საინტერესო გვერდი. ასევე მომხმარებლებს შეუძლიათ კონტაქტის გვერდიდან გამოგზავნონ კითხვა ან საკითხი, რომელიც აინტერესებთ.
8. რატომაც არა?
ვებ გვერდი მრავალ ერთმანეთთან საერთო თემატიკით, დიზაინით, მიმართულებით დაკავშირებულ გვერდების ერთობლიობას წარმოადგენს. ის არის ინფორმაციული ერთეული, რომელიც კომპანიას ან ინდივიდს ინტერნეტ სივრცეში წარმოაჩენს. ასევე ვებ გვერდი ინფორმაციის გადაცემის, კომუნიკაციის, რეკლამირების ერთ-ერთი თანამედროვე და ძლიერი საშუალება, რომელიც, მომხმარებლების ძიება- მოზიდვისთვის დიდ შესაძლებლობებს გაძლევთ.
კომპანიის ვებ გვერდის მთავარ ფუნქციას ვიზიტორების პოტენციურ მომხმარებლებად ქცევა წარმოადგენს.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01