ვებსაიტის ტექნიკური დავალება

ვებსაიტის შექმნა კარგად დაგეგმილი ტექნიკური დავალების გარეშე იგივეა, რაც სახლის აშენება არქიტექტურული გეგმის გარეშე. სწორად შედგენილი ტექნიკური დავალება (Technical Specification) უზრუნველყოფს პროექტის ეფექტურობას, დროულად დასრულებასა და საბოლოო პროდუქტის შესაბამისობას მიზნებთან.

რატომ არის მნიშვნელოვანი ვებსაიტის ტექნიკური დავალება?

ტექნიკური დავალება არა მხოლოდ დეველოპერებისთვისაა გზამკვლევი, არამედ ბრენდის, დიზაინერებისა და მარკეტოლოგებისთვისაც. ის განსაზღვრავს:

  • პროექტის მასშტაბსა და მიზნებს;

  • ფუნქციონალსა და დიზაინს;

  • განვითარებისა და ტექნიკური დეტალების სპეციფიკაციებს;

  • ვადებსა და ბიუჯეტს.


ვებსაიტის ტექნიკური ამოცანა

როგორ შევადგინოთ ვებსაიტის ტექნიკური დავალება?

ჯერ უნდა გავიგოთ:

  • ვინ არის ჩვენი სამიზნე მომხმარებელი?

  • რა პრობლემის გადაჭრას ემსახურება ვებსაიტი?

  • როგორ უნდა გამოიყურებოდეს და ფუნქციონირებდეს?

ვებსაიტის ძირითადი სექციების განსაზღვრა:

  • მთავარი გვერდი (Homepage)

  • ჩვენ შესახებ (About Us)

  • პროდუქტები/სერვისები (Services / Products)

  • ბლოგი ან სიახლეები (Blog / News)

  • კონტაქტი (Contact)

მაგალითად, Tesla-ს ვებსაიტზე მთავარი ყურადღება ვიზუალურ მხარესა და პროდუქტის დეტალურ აღწერაზეა გამახვილებული. მათი ტექნიკური დავალება მოიცავდა სწრაფი ჩატვირთვის დროის უზრუნველყოფასა და მინიმალისტურ დიზაინს.

ტექნიკურ დავალებაში აუცილებლად უნდა იყოს ჩამოთვლილი ვებსაიტის ძირითადი ფუნქციები, მაგალითად:

  • მომხმარებლის რეგისტრაცია და ავტორიზაცია;
  • რესფონსივი - ფილტრები და ძიების სისტემა;
  • SEO ოპტიმიზაცია და მობილური ვერსია;
  • ონლაინ გადახდების სისტემა (PayPal, Stripe, Visa/Mastercard);
  • საიტის დაცვა;
  • File Manager;
  • სამართავი პანელის უფლებები.

ვიზუალური მხარე არა მხოლოდ ესთეტიკის, არამედ მომხმარებლის გამოცდილების (UX) გასაუმჯობესებლადაც მნიშვნელოვანია.

მაგალითად, Apple-ის ვებსაიტზე დიზაინი მაქსიმალურად მარტივი და ელეგანტურია, რაც კომპანიის ტექნიკურ დავალებაში UX პრინციპების მკაცრ დაცვას გულისხმობს.

Google-ის ალგორითმები მუდმივად იცვლება, ამიტომ ვებსაიტი SEO მეგობრული უნდა იყოს. Wikipedia-ს ტექნიკურ დავალებაში განსაკუთრებული აქცენტი SEO-ზე და სტრუქტურირებულ მონაცემებზე აქვს გაკეთებული, რაც ეხმარება მას ყოველთვის საძიებო სისტემის სათავეში ყოფნაში.

პროექტის ვადები და ბიუჯეტი

დეველოპმენტის ფაზები და ვადები დეტალურად უნდა იყოს გაწერილი:

შესრულების ვადა ვებსაიტის დიზაინის დამტკიცებიდან  4 თვე

Airbnb - როდესაც Airbnb-ს ვებსაიტის პირველი ვერსია იქმნებოდა, კომპანია ძალიან კონკრეტულ ტექნიკურ დავალებას ეყრდნობოდა: მათ მიზანი ჰქონდათ, რომ მომხმარებლებს მარტივად შეეძლოთ სახლების გაქირავება და დაჯავშნა. ტექნიკური დავალება მოიცავდა UX/UI დეტალებს, უსაფრთხოების სტანდარტებსა და გადახდის პროცესს.

Amazon - Amazon-ის წარმატების ერთ-ერთი მიზეზი მისი ტექნიკური დაგეგმარებაა. კომპანია დიდ ყურადღებას აქცევს მძლავრ სერვერებს, უსაფრთხოების მექანიზმებსა და SEO ოპტიმიზაციას, რაც ტექნიკურ დავალებაში დეტალურად არის გაწერილი.

პროექტის დასრულების შემდეგ აუცილებელია ტესტირება: ფუნქციონალური ტესტირება, უსაფრთხოების შემოწმება და სიჩქარის ოპტიმიზაცია.

ლემონსში მომსახურების პირობები ასეთია, ხელშეკრულება ფორმდება მას შემდეგ რაც,  შესასრულებელი სამუშაოების დეტალური და სრული ინფორმაცია შეთანხმდება და დადასტურდება მეილით.

ვებსაიტის ტექნიკური ამოცანა

  • ვათანხმებთ შესასრულებელ სამუშაოს და ვადგენთ ტექნიკურ დავალებას;
  • შეთანხმებული ტექნიკური დავალების საფუძველზე ვაფორმებთ მომსახურების ხელშეკრულებას (რაც განსაზღვრავს ღირებულებასაც და შესრულების დროსაც);
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 2-5 სამუშაო დღეში იხდით საიტის ღირებულების 50%-ს, ხოლო საბოლოო სამუშაოების ჩაბარებიდან 3-5 სამუშაო დღეში დარჩენილ 50%-ს;
  • შერჩეული დიზიანის შემდეგ ვმუშაობთ ვებ გვერდის დეველოპმენტზე;
  • ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში გიგზავნით სატესტო ბმულს;
  • ტესტირების რეჟიმში გეხმარებით სატესტო ინფორმაციის განთავსებაში;
  • ყველა ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ რიცხავთ საბოლოო თანხას;
  • თანხის გადახდის შემდეგ გადმოდის საიტი თქვენს რეალურ დომეინსა და ჰოსტინგზე, მანამდე ის ჩვენს სერვერზეა განთავსებული;
  • ვაფორმებთ მიღება-ჩაბარების აქტს.

იდეები ბევრს აქვს, მაგრამ გადაწყვეტილებები - მხოლოდ Lemons.ge-ს!

Lemons.ge-ს გუნდი ყოველთვის თქვენს გვერდით არის, როცა გჭირდებათ კრეატიული ხედვა და რეალური შედეგები.


მისამართი: წერეთლის გამზ. 117ა

კონტაქტი: ( 995) 032 2 45 01 01

ვებსაიტის ტექნიკური დავალება

სხვა სიახლეები