2015 წლის ვებ ტენდენცია - თუ გადაწყვეტთ ცვლილებას.
დღევანდელ პრეტენზიულ და მომთხოვნ ინტერნეტ სივრცეში აუცილებელია იყოთ ინოვაციური და კრეატიული, ფეხი აუწყოთ თანამედროვე ვებ თრენდებს. დღეს ვისაუბრებ თემაზე, თუ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს 2015 წელს თქვენი ვებგვერდი. რა ტენდენციებია ვებ დიზაინსა და ვებ პროგრამირებაში. ერთ-ერთი თანამედროვე ვებ თრენდია პარალექს.
პირველი პარალაქს ვებსაიტი შეიქმნა (Nike Better World) 2011 წელს და საფუძველი ჩაეყარა ახალ თრენდს ვებ დიზაინში.
ვებ დიზაინში პარალაქს სქროლინგის გამოყენება თანდათანობით უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამის ძირითადი მიზეზი ესთეტიკურობასა და ხარისხიან დიზაინზე მოთხოვნის ზრდაა. მომხმარებელი აღარ კმაყოფილდება მარტივი ვებ-გვერდებით.
ინტერნეტ მომხმარებელი მუდმივად ეძებს უფრო ცოცხალს, გასართობს და ინტერაქტუალურს, რასაც პარალაქსის ეფექტი დანამდვილებით უზრუნველყოფს. პარალაქსის ეფექტით შექმნილი ვებ საიტები გარდა იმისა, რომ მეტად აინტერესებთ მომხმარებლებს, ასევე ზრდის მათი ვიზიტის ხანგრძლივობას და ინტერაქცია საიტზე. პარალაქსი - ესაა ტექნიკა, რომლის დროსაც ვებ გვერდი შრეებად იყოფა. დასქროლვისას თითოეული შრე სხვადასხვა მიმართულებითა და სიჩქარით მოძრაობს, ქმნის მესამე განზომილების ეფექტს. პარალაქს ეფექტი საინტერესო და შთამბეჭდავია მომხმარებლისათვის, მაგრამ საძიებო სისტემისთვის სამწუხაროდ ასე არაა. არსებობენ ბრენდები და კომპანიები, რომლებსაც აქვთ იმის ფუფუნება რომ იზრუნონ მხოლოდ მომხმარებელთა მოხიბვლაზე და ნაკლებად აინტერესებდეთ ვებ საიტით მომხმარებელთა მოძიება.
თუმცა იმ კომპანიებს, რომლებსაც ჯერ კიდევ სასიცოხლოდ ესაჭიროებათ საძიებო სისტემებიდან მომხმარებელთა აქტიური მოზიდვა, ცხადია დიდი სიფრთხილით უნდა შექმნან ვებგვერდი და ასევე ფაქიზად გამოიყენონ პარალაქს მეთოდი, სწორედ ამიტომ ჩვენ Lemons.ge ვიცავთ ოქროს შუალედს და კლასიკური პარალეს საიტებს, რომელიც აუცილებლად ერთგვერდიანია ვაკეთებთ შერწყმაში სხვა გვერდებთან, ვინაიდან საძიებო სისტემისთვის აუცილებელია საიტის კონტენტში საკვანძო სიტყვების გამოყენება. თითოეულ გვერდზე აუცილებლად უნდა გამოიყენო ერთი მეტა სათაური და ერთი მეტა აღწერილობა, რომლებიც ასევე აუცილებლად ვებგვერდზე არსებული კონტენტის (ტექსტები) რელევანტური უნდა იყოს. შესაბამისად თუკი საიტი ხუთ გვერდიანია, ყოველივე ეს გახუთმაგდება და რაღა თქმა უნდა გაიზრდება შანსი საიტის ძიების შედეგებში მეტად გამოჩენის.
პარალაქს საიტზე SEO -ს საკითხები, რომ დანამდვილებით მოგვარდეს საჭიროა კონტენტის დანაწევრება, ინფორმაცია, რომლის საძიებო საკვანძო სიტყვებსაც მომხმარებელი გამოიყენებს უნდა გავიდეს ცალკე გვერდებად. ამ პრობლემის მოსაგვარებლად არსებობს სხვა ტექნიკური გადაწყვეტაც, თუმცა ეს წმინდა ტექნიკურია და თქვენთვის ვფიქრობ ნაკლებად იქნება საინტერესო :)
თანამედროვე საიტის შექმნისთვის ასევე აუცილებელი პირობაა ვებ გვერდი იყოს მორგებული ნებისმიერი ტიპის ეკრანზე, მარტივად რომ ვთქვა საიტი იყოს რესპონსივი, ვინაიდან დღეს ინტერნეტ მომხმარებლის თითქმის ნახევარი ვებ გვერდებს სტუმრობს მობილურით ან პლანშეტით. თუმცაღა უნდა ითქვას რომ, რესპონსივი არაა ყოველთვის სწორი გადაწყვეტილება, მითუმეტეს თუ ვებ პროექტი დიდია, აი ამ პრობლემის მოგვარებას, კი ახდენს მობილური ვერსიის ცალკე შექმნა. - ამ თემაზე ვრცლად სხვა პოსტში. :)
მთავარი კი ისაა, რომ დღევანდელი პოსტით მინდოდა მეთქვა ყველა იმ ადამიანისთვის, რომ სანამ გადაწყვეტთ საიტის შემსრულებელთან ხელშეკრულების გაფორმებას, მოიძიეთ ინფორმაცია: თქვენ კონკურენტებზე, როგორც პირდაპირზე ასევე ირიბ კონკურენტებზე, როგორი ვებ საიტები აქვთ მათ, გაითვალისწინეთ მათი შეცდომები და დადებითი მხარეები, მოიძიეთ ინფორმაცია თქვენი სფეროს უცხოურ წარმომადგენლებზე, ზოგადად თანამედროვე ტენდენციებზე და თქვენ მეტნაკლებად შეძლებთ დასვათ ისეთი სწორი ამოცანა, რომელიც კონკრეტულ დროში კონკრეტულ საკითხებს მოგიგვარებთ.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: (+995) 032 2 45 01 01