2015 წლის ტოპ ვებ-დიზანის ტრენდები

2014 წელს ვებში ბევრმა ახალმა დიზაინმა მიიქცია ყურადღება. ვის ეყოფა ძალა გაუძლოს 2015 წლის სიახლეებს?

გთავაზობთ ჩამონათვალს 2015 წლის საუკეთესო ვებ-დიზანის ტრენდებისას:

1. Responsive Design (მოქნილი) ვებ-საიტის დიზაინის დაგეგმვისას უდიდესი ნაწილი უჭირავს მის მოქნილობაზე უზრუნველყოფას. ნებისმიერი სახის ბიზნესში მნიშვნელოვანია,რომ  საიტი აგებული იყოს Responsive Design-ზე. თუ ადრე მომხმარებელს არ შეეძლო ადვილად შესულიყო თქვენ სიაიტზე სხვადასხვა მიზეზების გამო, ეხლა უკვე  კარგად ვიცით, რომ ეგ პრობლემას აღარ წამოადგენს.გამუდმებით გამოდის ახალი მოწყობილობები,  დიზაინერმა და ვებ სტუდიებმა კი ფეხი უნდა აუწყოს,უნდა მოარგოს შინაარსი და უზრუნველყოს სათანადო ზომები ყველანაირი მოწყობილობისთვის.

2. "scroll" ნაცვლად "click" გვერდის დათვალიერებისას  ახალი ტენდენციის მიხედვით გამოიყენება "scroll"-ს ნაცვლად "click", რაც  ვიზუალურად უფრო ეფექტურია და ვებსაიტს უფრო მიმზიდველს ხდის მომხმარებლებისთვის. ვებ საიტის პარალაქს დიზანი არის უფრო მარტივი და ადვილად ასათვისებელი,იგი ასევე დინამიურია მომხმარებელთან ურთიერთქმედებაში.მიუხედავად იმისა, რომ მის ჩატვირთვას სჭირდება შედარებით დიდი დრო, მომხმარებელი პარალაქს დიზაინის მქონე საიტზე გაცილებით უფრო დიდი ხანი რჩება, ერთობა და მის ცნობიერებაში მეტი დადებითი ასოციაციები მოდის ამა თუ იმ ბრენდისა და კომპანიის შესახებ.

3.Storytelling (თხრობა) გრძელი და დინამიური გვერდების მეშვეობით მომხმარებელს უადვილდება ვებ საიტზე ლავირება, ნაკლები "click" სჭირდება საჭირო ინფორმაციის მისაღებად, რაც თავის მხრივ ადვილად ახდენს კავშირს  კომპანიასა და არსებულ ან  პოტენციურ კლიენტებს შორის. ,რისი საშუალებითაც მომხმარებელი უკეთ ეცნობა თქვენს ბრენდს.

4.Simplicity (სიმარტივე) Say more with less ორიენტირება დახვეწილ და სადა დიზაინზე უზრუნველყოფს მომხმარებლის კომფორტს. არაფერი ზედმეტი, ყოველგავრი "Icon" და გრადაციების გარეშე, აქცენტის გაკეთება ხდება მხოლოდ პროდუქციას/მომსახურებასა  და კონტენტზე, რაც მომხმარებელს უმარტივებს ვებ გვერდის გამოყენებას. ყოველთვის დიზაინის ახალი ტრენდები ითვალისწინებს მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებლის ინტერესებს და კომპანიებს უწევს მოერგონ და თავიანი ბიზნეს ინტერესები ისე გადაალაგონ, რომ ახალი ტენდენციებისგან არ იყვნენ შორს. სწორედ ამიტომ ხდება, რომ საკუთარ იმიჯზე მზრუნველი კომპანიები საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავენ 3-4 წელიწადში ერთხელ ვებსაიტის განახლებაზე.  

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 514 15 55 51

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge

2015 წლის  ტოპ ვებ-დიზანის ტრენდები

სხვა სიახლეები

ტეგები: