მილიონი ნახვა თუ რეალური გაყიდვა? რატომ არ მუშაობს ტრადიციული კონტენტი
დღეს ციფრულ სივრცეში ყველა რაღაცას ქმნის: იწერება პოსტები, იტვირთება ვიდეოები, ეშვება რეკლამები... თუმცა, ერთი კრიტიკული კითხვა ხშირად უპასუხოდ რჩება: რა ხდება მას შემდეგ, რაც მომხმარებელი თქვენს კონტენტს ნახავს?
მხოლოდ ვიდეოზე ბევრი ნახვა ბიზნესისთვის საკმარისი არ არის. ეს მხოლოდ ილუზიაა, რომ საქმე კარგად მიდის. რეალურად, კარგი კონტენტი უნდა აღძრავდეს ინტერესს, აშენებდეს ნდობას და, რაც მთავარია, მომხმარებელს კონკრეტული მოქმედებისკენ უბიძგებდეს.
თანამედროვე კონტენტის მთავარი მისია ყურადღების მოპოვება კი არა, ამ ყურადღების კონვერსიად (ქმედებად) ქცევაა.

დაიწყეთ ფინიშიდან: რას ელით მომხმარებლისგან?
კონტენტის შექმნამდე, პირველი ნაბიჯი მიზნის განსაზღვრაა. კონტენტი მიზნის გარეშე უბრალოდ ხმაურია. გსურთ, რომ მომხმარებელმა პირველად გაიგოს თქვენი ბრენდის შესახებ? ვებგვერდზე გადავიდეს? დაგიტოვოთ საკონტაქტო ინფორმაცია (Lead) თუ პირდაპირ პროდუქტი შეიძინოს?
თუ თქვენ თავად არ იცით, რა მოქმედებას ელით მომხმარებლისგან, ის ამ მოქმედებას მით უმეტეს ვერ გამოიცნობს.
მახასიათებლიდან სარგებლამდე: რას ყიდულობს მომხმარებელი რეალურად?
ყველაზე გავრცელებული მარკეტინგული შეცდომა საკუთარი პროდუქტის შეყვარება და მხოლოდ მის მახასიათებლებზე საუბარია. მომხმარებელს არ აინტერესებს თქვენი პროდუქტი მას საკუთარი პრობლემის მოგვარება აინტერესებს.
დაივიწყეთ მშრალი ფრაზები და გადააქციეთ მახასიათებელი სარგებლად:
-
შეცდომა: „ჩვენ გვაქვს უახლესი დანადგარები და მაღალი ხარისხი.“
-
სწორი მიდგომა: „ჩვენი ტექნოლოგია დაგიზოგავთ დღეში 2 საათს და 20%-ით შეამცირებს თქვენს ხარჯებს.“
კარგი კონტენტი პირველ რიგში პასუხობს მომხმარებლის გონებაში არსებულ მთავარ კითხვას: „რა სარგებელი მოაქვს ამას პირადად ჩემთვის?“
დაპირებას ყველა გასცემს, ნდობას კი მტკიცებულება ქმნის
დღეს ინტერნეტში ყველა ბრენდი იჩემებს, რომ „საუკეთესოა“. მომხმარებელს ამ სიტყვების აღარ სჯერა. ნდობა სიტყვებით კი არა, ფაქტებით შენდება.
თუ ამბობთ, რომ ხარისხიანი ხართ აჩვენეთ რეალური შედეგი. თუ ამბობთ, რომ მომხმარებლები კმაყოფილები არიან გააზიარეთ მათი გულწრფელი შეფასებები. გამოიყენეთ კონკრეტული ციფრები, კვლევები და რეალური მაგალითები. რაც უფრო ხელშესახებია ინფორმაცია, მით უფრო დამაჯერებელია ის.
ყველა ნახვა ერთნაირად ღირებული არ არის
შეიძლება ერთმა ვიდეომ მილიონი ნახვა დააგროვოს, მაგრამ ბიზნესს ნული თეთრი მოუტანოს. მეორე ვიდეომ კი მხოლოდ 5,000 ადამიანამდე მიაღწიოს, მაგრამ 50 რეალური მყიდველი დააგენერიროს.
სწორედ ამიტომ, კონტენტის შეფასებისას უნდა უყუროთ არა მოწონებებს, არამედ რეალურ ძაბრს:
-
რამდენმა ადამიანმა დააჭირა ბმულს?
-
რამდენმა შეავსო საკონტაქტო ფორმა (Lead)?
-
რამდენი მათგანი იქცა რეალურ მყიდველად?

იდეალური კონტენტი არ იწერება, ის იტესტება
არ არსებობს ერთი უნივერსალური ფორმულა. ამიტომ, შექმნით პროცესი არ სრულდება. გამოიყენეთ A/B ტესტირება: შეცვალეთ სათაურები, მოსინჯეთ განსხვავებული ვიზუალები, დააკვირდით, რომელი მოწოდება (Call to Action) მუშაობს უკეთ. კონტენტი მუდმივად უნდა გაიზომოს და გაუმჯობესდეს.
საბოლოოდ, კარგი კონტენტი ადამიანს ეხმარება, გაიაზროს პრობლემა, დაინახოს გამოსავალი, ენდოს ბრენდს და გადადგას ნაბიჯი. კონტენტის რეალური ფასი იმ მოქმედებაშია, რომელსაც ის მომხმარებელში იწვევს.
იდეები ბევრს აქვს, მაგრამ გადაწყვეტილებები - მხოლოდ Lemons Development-ს!
Lemons Development-ის გუნდი ყოველთვის თქვენ გვერდით არის, როცა გჭირდებათ კრეატიული ხედვა და რეალური შედეგები.
მისამართი: წერეთლის გამზ. 117ა
კონტაქტი: ( 995) 032 2 45 01 01