ლოგოს შექმნა - დიზაინი, რომელიც ყურადღებას იქცევს
ეფექტური ბრენდინგისა და ბაზარზე დომინირებისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი ფაქტორია ლოგოს შექმნა.
ლოგოს დიზაინის პროცესი არ არის მარტივი პროცესი. ეს არის წამოწყება, რომელსაც დრო, ფიქრი, კრეატიულობა და გუნდურობა სჭირდება, რათა შექმნათ ლოგო, რომელსაც აუდიტორია ვერ დაივიწყებს.
ლოგო არის ბრენდირებული დიზაინი, რომელიც ფუნქციონირებს როგორც სიმბოლო კონკრეტული ბიზნესისთვის და წარმოადგენს მისი მიზნისა და პიროვნების არსს. ლოგო არის კომპანიის, უფრო სწორად კი ბრენდის უნიკალური გრაფიკული ნიშანი.
ისევე, როგორც ყველგან გავრცელებული Nike swoosh ან მაკდონალდსის ოქროს თაღები, თქვენი ლოგო გახდება თქვენი ბრენდის სახე, იმოქმედებს როგორც საიდენტიფიკაციო ფაქტორი, რომელსაც აუდიტორია დროთა განმავლობაში ამოიცნობს და საბოლოოდ ასოცირდება თქვენი სერვისების, კონტენტის ან პროდუქტების ნდობასთან.
თუ თქვენ ხართ სტრატაპ კომპანია და გსურთ შექმნათ ლოგოს დიზაინი, შეგიძლიათ გამოიყენოთ Wix Logo Maker და დააკონფიგურიროთ დიზაინის დეტალები გამარტივებულ რეჟიმში.
არ აქვს მნიშვნელობა ლოგოს გამკეთებელ აპლიკაციაში ქმნით ლოგოს თუ გრაფიკული დიზაინერი გიხატავთ მას, აუცილებელია მიჰყევით შემდეგ პროცესებს:
1. განსაზღვრეთ თქვენი ბრენდის იდენტობა და მიზნები - რამდენადაც მნიშვნელოვანია თქვენი ლოგო თქვენი ბიზნესისთვის, ეს არ არის სარკე თქვენი კომპანიისა. ბრენდი, გარდა ლოგოსა მრავალი კომპონენტისგან შედგება: სახელი, სლოგანი, ვებსაიტი, მარკეტინგული მასალები. ყველა ამ ელემენტს აქვს ერთი საერთო მიზანი: ისინი ქმნიან სრულ ბრენდის იდენტობას, რათა წარმატებით წარმოაჩინონ და გაარკვიონ ბიზნესი.
შეიძლება ითქვას, რომ თქვენი ბრენდის იდენტობა არის ბიზნესის სული და ის უნდა აისახოს ვიზუალური და წერილობითი ელემენტებით. მნიშვნელოვანია იფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება იყოს წარმოჩენილი ბრენდის ღირებულებები ლოგოში.
2. ეძებეთ შთაგონება - დაათვალიერეთ სხვადასხვა ლოგოს ვერსიები ინტერნეტში. ყურადღება მიაქციეთ საუკეთესო, ცნობილ ლოგოებს, რომლებსაც ყოველდღიურად ხვდებით. აუცილებლად მოიძიეთ შესაბამისი ლოგოს ტენდეციები და საინტერესო ლოგოს იდეები. კონკურენტების კვლევა მნიშვნელოვანია ახალი იდეების მოსაფიქრებლად და ინდუსტრიის გასაანალიზებლად.
3. განსაზღვრეთ ლოგოს სტილი - არსებობს სხვადსხვა ესთეტიური სტილი, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს ლოგოს სტილი. მისი არჩევა ინტუიციას არ ექვემდებარება, ეს უნდა მოხდეს თქვენი ბრენდის იდენტურობის მიხედვით.
- ბრენდი კლასიკურია? - მაშინ ლოგოს დიზაინი დახვეწილი შრიფტებითა და ძირითადი ფერების სქემით უნდა შეიქმნას.
- მინიმალისტურია? - ამ შემთხვევაში აირჩიეთ თანამედროვე დიზაინი.
- თანამედროვეა? - მიმართეთ აბსტრაქტულ დიზაინს.
4. აირჩიეთ ლოგოს ტიპი - არსებობს სხვადასხვა ტიპის ლოგოები. პირველ რიგში იფიქრეთ იმაზე, თუ რომელი შეესაბამება ბრენდის იდენტობასა და აუდიტორიას. განვიხილოთ თითოეული მათგანი:
- A wordmark - შედგება მხოლოდ ასოებისგან, რომელიც ნაჩვენებია კონკრეტული შრიფტით. უმეტესად შეიცავს ბრენდის სახელს.
- Logo symbol - იყენებენ ერთ აიქონს ბრენდის წარმოსადგენად (ტექსტის გარეშე). სწორად შესრულებულ ბრენდს აქვს პოტენციალი გახდეს ვირუსული.
- Abstract logo - იყენებენ გეომეტრიულ ფორმებს, რათა შექმნას გამოსახულება, რომელიც მართლაც უნიკალურია. ეს ტიპი მნიშვნელოვანია, რადგან უცხოური კომპანიებისთვისაც მარტივად აღსაქმელია მისი მნიშვნელობა.
- Emblems - კლასიკური სტილი, რომელიც შექმნილია სამკერდე ნიშნებისა და ბეჭდებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ის არის ტრადიციული სტილი, მაინც წარმატებით იქნა მოდერნიზებული და გამოყენებული ბრენდინგში მე-20 საუკუნიდან დღემდე.
- Combination - სახელის მიხედვითაც ჩანს, რომ ამ ტიპის ლოგო მოიცავს როგორც ტექსტს, ასევე გამოსახულებებს. ეს შეიძლება იყოს: ასო თილისმით, სიტყვის ნიშანი ლოგოს სიმბოლოთი ან აბსტრაქტული დიზაინი. დასაწყისისთვის ეს ყველაზე ეფექტური ვარიანტია, რადგან გამოსახულება და ტექსტი ერთად იმუშავებენ თქვენი ბრენდის გასაძლიერებლად.
- Dynamic - ადაპტირებადი და მოქნილი ლოგოს სტილი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს მისი ფერი, ფორმა და ტექსტი კონტექსტიდან გამომდინარე. დინამიური ლოგოები ყოველთვის იცვლება. მაგალითად: Google-ს ლოგო მუდმივად ცვალებადია, რათა ასახოს მიმდინარე მოვლენები. ასევე MTV-ის ლოგო, რომელიც ხაზს უსვამს პოპ კულტურას, კულტურულ ცვლილებებსა და ტენდეციებს და განასახიერებს მისი ბრენდის ღირებულებებს.
5. გადაწყვიტეთ ფერის სქემა - ფერებს ძალიან დიდი ძალა აქვს მომხმარებლისთვის. ფერების ფსიქოლოგია გვეუბნება, რომ სხვადასხვა ფერებსა და ტონებს შეუძლიათ აუდიტორიის ემოციების აღძვრა, რაც გავლენას მათ ქცევაზე ახდენს. თქვენი დიზაინისთვის ლოგოს ფერის სქემის არჩევა ემსახურება ორ მიზანს:
1. მიიღოთ თქვენთვის სასურველი რეაქცია მომხმარებლებისგან;
2. გააძლიეროს თქვენი ბრენდის ცნობადობა.
ვებ ფერები არის სხვადასხვა ფერის ციფრული წარმოდგენები, რომლებიც გამოიყენება ვებსაიტებისა და სხვა ციფრული დიზაინის პროექტების შესაქმნელად. ეს ფერები შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა შეტყობინებების გადასაცემად, ენერგიისა და ენთუზიაზმიდან დაწყებული, დახვეწილობამდე და სანდოობამდე. ვებ ფერები ჩვეულებრივ განისაზღვრება, როგორც 16 მილიონი ელფერიდან ერთ-ერთი, მათ შორის წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი, იასამნისფერი და ვარდისფერი.
ხოლო, რაც შეეხება ლოგოს ფერის ვარიანტებს, ჩვენ შეგვიძლია დავყოთ ისინი სამ კატეგორიად: შავი და თეთრი ლოგოები, მონოქრომული ლოგოები ან ფერების კომბინაციის ლოგოები. შავი და თეთრი თემა შეიძლება მოერგოს თქვენს ლოგოს, თუ თქვენ აპირებთ გლუვ მინიმალისტურ სტილს ან კლასიკურ დიზაინს. მონოქრომული ლოგოები (ლოგოები, რომლებიც მოიცავს ერთ ფერს) კარგად მუშაობს სიტყვიერ და ასოთა ნიშნებთან და შეუძლია ძლიერი გავლენა მოახდინოს ინდივიდუალური ფერის შემდგომი ასოცირებით თქვენს ბრენდთან. ამის წარმატებული მაგალითია Coca-Cola ან Tiffany's Robin Egg Blue, რადგან სწორედ ამ ორ ბრენდთან ასოცირდება წითელი.
6. აირჩიეთ ფონტი - თქვენი ფერის არჩევანის მსგავსად, ტიპოგრაფიის არჩევამ უნდა გააძლიეროს თქვენი ლოგოს ცნობადობა და ხილვადობა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უსასრულო ტიპის ფონტები, შეგიძლიათ დაიწყოთ რამდენიმე ძირითადი ფონტის ოჯახების გამორიცხვით: serif, sans-serif ან ძალიან სტილიზებული ფონტები.
ლოგოს შექმნისას უმჯობესია აირჩიოთ ვებ უსაფრთხო ფონტები. ვებ-უსაფრთხო ფონტები არის ის, რაც ფართოდ არის ხელმისაწვდომი ყველა ოპერაციულ სისტემაში და მოწყობილობაში, რაც მათ იდეალურ არჩევანს აქცევს დიზაინერებისთვის, რომელთაც სურთ უზრუნველყონ, რომ მათი მზა პროდუქტი გამოიყურებოდეს თანმიმდევრულად სხვადასხვა პლატფორმაზე. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ვებ უსაფრთხო ფონტების ერთი საბოლოო სია, რამდენიმე პოპულარული არჩევანია: Arial, Verdana, Georgia, Times New Roman და Courier New.
თქვენი ფონტი შეიძლება გამოყენებულ იქნას ლოგოს დიზაინში სხვადასხვა გზით. მინიმალისტურმა დიზაინმა შეიძლება მოგთხოვოთ მარტივი serif ან sans serif ფონტი - სუფთა, წასაკითხი და მარტივი. კომბინირებულ ლოგოსთან მუშაობისას შეიძლება იგივე საჭირო გახდეს მარტივი და წასაკითხი ფონტი, მაგრამ თქვენ ასევე უნდა გაითვალისწინოთ გამოსახულების გასწორება და ბალანსი თქვენს ტექსტთან.
ფონტზე აქცენტით, დიზაინერებს შეუძლიათ ყურადღება მიიპყრონ კონკრეტულ სიტყვებზე და გამოირჩეოდნენ ისინი დანარჩენი ტექსტისგან.
7. გამოკვეთეთ ლოგოს ფორმა - როდესაც ლოგო იკვრება, იფიქრეთ იმაზე, თუ რომელ ფორმებს გააერთიანებთ დიზაინში. ფორმები დიდ როლს ასრულებენ აღქმასა და ლოგოს მყისიერად ამოცნობაში.
ლოგოს ფსიქოლოგიისა და ემოციებზე ზემოქმედების გააზრება საშუალებას მოგცემთ შექმნათ მიზანმიმართული ლოგო, რომელიც ავთენტურად გადმოსცემს ბრენდის შეტყობინებას.
ყველა ფორმა შეიძლება დაიყოს სამ კატეგორიად:
გეომეტრიული ფორმები - ყველა იქმნება ხაზების, წერტილებისა და მრუდების უნიკალური კონფიგურაციით და ყველაზე ხშირად სიმეტრიულია. მათ შორისაა წრეები, სამკუთხედები, მართკუთხედები, კვადრატები და ხაზები.
ორგანული ფორმები, ასევე ცნობილი როგორც თავისუფალი ფორმები - ეხება ნებისმიერ ბუნებრივ ფიგურას. ეს ფორმები ყველაზე ხშირად არარეგულარული და ასიმეტრიულია. ორგანული ფორმები მოიცავს ფოთლებს, ყვავილებს, წყლის წვეთებს ან ბუნებაში ნაპოვნი სხვა ფორმებს. მათში ასევე შედის სპირალები, მომრგვალებული კიდეები და მოხრილი ფორმები.
აბსტრაქტული ფორმები - არ იცავენ რაიმე წესს და შეუძლიათ მიიღონ მრავალი განსხვავებული ფორმა. ზოგჯერ შექმნილი სხვა არსებული ელემენტების შერწყმით ან რაიმე სრულიად ახლის შექმნით, აბსტრაქტული ფორმები შესანიშნავია მოთხრობისთვის ან ემოციების აღძვრისთვის. აბსტრაქტული ლოგოები შეიძლება იყოს დამაფიქრებელი და მიმზიდველი.
8. დახვეწეთ შედეგები - ეს არის ეტაპი, როდესაც გადახედავთ ლოგოს საწყისი ეტაპიდან ბოლომდე და კიდევ ერთხელ განსაზღვრავთ თუ რას გსურთ, რომ მიაღწიოთ. არ დაგავიწყდეთ თქვენი ლოგოს გადახედვა ყველა სხვადასხვა ფაილის ფორმატში, რომელშიც ის საბოლოოდ იქნება ნაჩვენები. ფაილის ფორმატები განსაზღვრავს, თუ როგორ იქნება საბოლოო სურათი წარმოდგენილი ონლაინ და ბეჭდვით.
9. მიიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება - შეგიძლიათ აუდიტორიას გაუზიაროთ მიღებული შედეგები გამოკითხვის სახით და მიიღოთ გადაწყვეტილება. ეს არა მხოლოდ შესანიშნავი გზაა იმის დასანახად, თუ როგორ რეაგირებს საზოგადოება, ეს არის ჭკვიანი მარკეტინგული ტაქტიკა, რომელიც აუცილებლად ააშენებს ბრენდის ცნობადობას თქვენი ახალი ვიზუალური იდენტობის გარშემო. მნიშვნელოვანია რამდენიმე განსხვავებული აზრის შეგროვება.
10. განათავსეთ თქვენი ლოგო და დაამახსოვრეთ თავი ადამიანებს - დაიწყეთ თქვენი ლოგოს მაღალი ხარისხის გამოსახულების ფაილების ჩამოტვირთვით. PNG და JPG ფაილები კარგად იმუშავებს თქვენს ვებ საიტზე და სოციალური მედიის პლატფორმებზე. ვექტორული ფაილი (SVG ან PDF) უფრო მასშტაბურობის საშუალებას მოგცემთ - უზრუნველყოფს თქვენი ლოგოს გამოსახულების ხარისხს ნებისმიერი ზომისა და დაბეჭდილი მასალების მიხედვით.
დააფიქსირეთ იგი თქვენი ბრენდის ყველა მარკეტინგულ აქტივზე. ეს მოიცავს თქვენს ვებსაიტს, სავიზიტო ბარათებს, შესაფუთ მასალას, პოსტერებს და სხვა ყველაფერს, რისი ბრენდირებაც გსურთ. თუ თქვენი ლოგო რთულია ზოგიერთი მდებარეობისთვის, შეგიძლიათ შექმნათ უფრო მარტივი ცვლადი ლოგო მასთან ერთად.
"ნამდვილად წარმატებული ლოგო სცილდება მხოლოდ გამოსახულებას. ის მოგვითხრობს ისტორიას, რომელიც ღრმად აკავშირებს მასთან აუდიტორიას. ასეთი ლოგოს შექმნა მოიცავს ელემენტების შერწყმას, რომლებიც ასახავს ბრენდის იდენტობას, მიმართავს მას სამიზნე აუდიტორიასთან და მოიცავს თანამედროვე დიზაინის ტენდენციებს."
კონსულტაციისა და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: (+995) 032 2 45 01 01