როგორ გამოვიყენოთ იტენის ფერების წრე
იტენის ფერების წრე არის ერთ-ერთი უმარტივესი გრაფიკული სქემა, რომელიც შედგება სხვადასხვა ფერის გეომეტრიული ფორმებისგან. ბრენდები მას იყენებენ ფერების სწორი კომბინაციების მოსაძებნად და სამიზნე აუდიტორიის მოსაზიდად.
გამოცდილმა მარკეტოლოგებმა იციან, რომ ტვინი ქმნის ასოციაციებს გარკვეულ ფერებთან მიმართებაში და სწორედ ამიტომ ისინი იყენებენ სპეციალურად შერჩეულ ფერებს სამიზნე აუდიტორიის მოსაზიდად. თუ დააკვირდებით ამა თუ იმ რეკლამაში არსებულ ფერთა კომბინაციებს, შეამჩნევთ, რომ ბევრი მათგანი ისევ და ისევ ჩნდება.
კომპანიები ამას მიზანმიმართულად აკეთებენ, რათა ფერებმა ადამიანებში გარკვეული გრძნობების გამოწვევა და ბრენდებთან ასოცირება მოახდინონ.
ამ ბლოგში ჩვენ გეტყვით, თუ როგორ მოქმედებენ სხვადასხვა ფერები ადამიანების აღქმაზე და ასევე როგორ გავაერთიანოთ ისინი ისე, რომ მათ შეავსონ ერთმანეთი და ამასთან გამოიწვიონ მხოლოდ დადებითი ემოციები.
მოდით ჯერ გავიგოთ რა არის იტენის ფერების წრეზე?
აი, როგორ გამოიყურება ის:
- ცენტრში არის სამი ძირითადი ფერი - ყვითელი, ლურჯი, წითელი. ამ ფერებს პირველადი ეწოდება, რადგან მათი მიღება შეუძლებელია სხვადასხვა ფერის შერევით;
- შემდეგ მოდის მეორადი ფერები - ნარინჯისფერი, მწვანე, მეწამული. ისინი შედგება ორი ძირითადი ფერისგან, რომლებიც შერეულია თანაბარი პროპორციებით;
- ხოლო გარე 12 ფერისგან შემდგარი წრე მიღებულია სამი ძირითადი და სამი მეორადი ფერების კომბინაციით, რომლებიც ერთმანეთში შერეულია სხვადასხვა პროპორციით - ასე მიიღება მესამეული ფერები.
იტენის ფერების წრის სწორად გამოსაყენებლად, ჯერ უნდა გადაწყვიტოთ რომელი ფერი იქნება თქვენთვის მთავარი.
პირველი 1 : აირჩიეთ აქცენტური ფერი იმის მიხედვით, თუ რა ემოციების გაღვიძება გსურთ სამიზნე აუდიტორიაში
მარკეტოლოგებმა იციან რომ, ყიდვის სურვილზე უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას. სწორედ ამიტომ ბრძოლაში ნებისმიერი იარაღი იღებს მონაწილეობას. იმის გამო, რომ ადამიანების უმრავლესობას "უყვართ თვალებით პროდუქტის ფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება -ის ან ძალიან იზიდავს ან აფრთხობს მომხმარებელს.
- ადამიანებს ვინმეს ან რამის მიმართ განაჩენი გაცნობიდან 90 წამში გამოაქვთ.
როდესაც კომპანია ახლა იხსნება საჭირო ხდება მისთვის შესაბამისი ფერი შერჩევა. უნდა შეიქმნას ლოგო, საიტი, აპლიკაცია ბრენდბუქი და სხვა. ამ ეტაპზე ნებისმიერ კომპანიას სჭირდება საფირმო ფერი, რომელიც დროთა განმავლობაში ბრენდის განუყოფელი ნაწილი გახდება.
ნაბიჯი 2 : შეადარეთ მეორადი ფერები
ფერების შერწყმის მრავალი განსხვავებული მხატვრული ტექნიკა არსებობს, მაგრამ ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ სამ ყველაზე გავრცელებულზე.
Diadic
ფერთა წრეში ორი საპირისპირო ფერი ერთმანეთს ავსებს - ამას Diadic- ჰქვია.
ფერების მსგავს კომბინაციას ხშირად იყენებენ ფილმების პოსტერებში.
ახალი წლის ან შობის ასოციაციურ ფერებად იქცა საპირისპირო ფერები გახდა - მწვანე და წითელი.
ტრიადები
სამი ფერის შერწყმის რამდენიმე გზა:
1. წრეზე დახაზეთ სამკუთხედი. კუთხეებში გამოჩნდება ის ფერები, რომლებიც შეიძლება ერთმანეთს შეერწყას. ამ შემთხვევაში, წრე შეიძლება დატრიალდეს ნებისმიერი მიმართულებით და მიიღოთ რამდენიმე კომბინაცია.
2. წრეზე აირჩიეთ ორი საპირისპირო ფერი და ჩაანაცვლეთ მეზობელი ფერით. ანუ, თუ ავიღებთ წითელ და მწვანე ფერებს, მაშინ ისინი უნდა შეიცვალოს მეზობლებით - მწვანე ჩავანაცვლოთ ყვითლით და წითელი ნარინჯისფრით. ეს მეთოდი პირიქითაც მუშაობს. ყვითელი და მწვანეს ნაცვლად შეგიძლიათ აიღოთ ლურჯი და მწვანე, ხოლო წითელი და ნარინჯისფერის ნაცვლად წითელი და იისფერი.
მნიშვნელოვანი მომენტები:
- თუ თქვენ იღებთ ფერის შემცვლელი მარჯვენა მხრიდან მაშინ საპირისპირო ფერიც აირჩიეთ , ასევე მარჯვენა მხრიდან;
- თუ ფერის შეცვლისას გადადიხართ ორი ფერით მარჯვნივ მაშინ, მეორე ფერის ჩანაცვლების დროსაც იგივე უნდა გააკეთოთ.
ტეტრადა
წრის დახმარებით შესაძლებელია ოთხი ფერის შერწყმაც. ამისათვის დახაზეთ კვადრატი სამკუთხედის ნაცვლად (ან მართკუთხედი) და შეარჩიეთ ფერების კომბინაციები მარტივად.
ნაბიჯი 3: გამოიყენეს იტენის წრე და ფერების ფსიქოლოგია ბიზნესისთვის
პირველ რიგში აირჩიეთ ორი ძირითადი ფერი ბიზნესისთვის - პოტენციური მომხმარებლისთვის ისინი მარტივად დასამახსოვრებელი იქნება.
ახლა კი განვიხილოთ სად შეუძლია კომპანიას ფერის ფსიქოლოგიის და იტენის წრის გამოყენება:
საიტის ან აპლიკაციის დიზაინში
საიტის დიზაინი გადაწყვეტილი უნდა იყოს თქვენ მიერ წინასწარ შერჩეულ ძირითად ფერებში. არ არის აუცილებელი გამოყენებული იყოს მხოლოდ კონკრეტულად ეს ორი ფერი, მაგრამ საიტზე შესვლისას მომხმარებელი მარტივად უნდა ახდენდეს თქვენ იდენტიფიცირებას ამიტომ დიზაინში უნდა დომინირებდეს ძირითადი ფერები და არა დამხმარე.
რა თქმა უნდა, ფერის არჩევანი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლოგოთი: ეს ასევე ეხება კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქტებსა და სერვისებს. თუთქვენ ყიდით სათამაშოებს, მაშინ ფერების საბაზისო თეორიით თქვენ უნდა გამოიყენოთ ნათელი და მკვეთრი ფერები, ხოლო თუ თქვენ მართავთ IT კომპანიას მაშინ უფრო მშვიდი და სოლიდური ფერები გჭირდებათ- მაგალითად ლურჯი, შავი და ნაცრისფერი.
ფერის არჩევანი ასევე დამოკიდებულია სამიზნე აუდიტორიაზე. ღია და მკვეთრი მოეწონება თინეიჯებს და ბავშვებს, ხოლო შავი, თეთრი, ლურჯი და ნაცრისფერი კი ფინანსურ სფეროში მომუშავე ადამიანებს.
მოქმედებისკენ მოწოდების (CTA) ღილაკისთვის
ითვლება, რომ CTA- ღილაკისთვის ყველაზე წარმატებული ფერები "მყვირალა" ფერებია.
მოდი განვიხილოთ რამდენიმე ფერი, რომელიც ადამიანის უმრავლესობაში ერთნაირ რეაქციას იწვევს:
წითელი ფერი მომენტალურად იქცევს ადამიანის ყურადღებას. ყვითელი ფერი კი თითქოს რაღაცის შესახებ გაფრთხილებთ, ხოლო მწვანე ფერი ეკოლოგიასთან და აქტიურ დასვენებასთან ასოცირდება.
მაგრამ აქ ფრთხილად უნდა იყოთ. წითელი შეიძლება ასოცირებული იყოს აგრესიასთან. ამიტომ, კომპანიები სულ უფრო ხშირად იყენებენ უფრო ნეიტრალურ ფერებს. ნებისმიერ შემთხვევაში, არჩევანი კომპანიაზე.
კონტექსტურ რეკლამაში
იგივე ფერის თეორია, რომელიც ვრცელდება ვებსაიტზე, ასევე მუშაობს ბანერებზე. განსხვავება ისაა, რომ აქ კომპანია კიდევ უფრო მეტს ეჯიბრება ყურადღებისთვის. ასე რომ, შესაძლოა თქვენთვის სასარგებლო იყოს ფერების გამოყენება, რომლებიც მკვეთრად გამოგარჩევთ სხვებისგან.
სოციალური ქსელებისთვის
როდესაც კომპანია ხსნის ანგარიშს სოციალურ ქსელებში, მას სჭირდება გვერდის ვიზუალური კომპონენტის მონიტორინგი. ჩვენ გირჩევთ გამოიყენოთ ბრენდის ფერები, რადგან ის აძლიერებს იმიჯს და გამოიყურება ვიზუალურად უფრო ლამაზად, ასევე ეხმარება ბრენდს იდენტობის გამყარებაში.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ორ ძირითად ფერს უნდა მიჰყვეთ. გამოიყენეთ სხვადასხვა ჩრდილები და ტონალობა, რათა შექმნათ ერთიანი იმიჯი, რომელიც დროთა განმავლობაში ასოციაციას გამოიწვევს მთლიან კომპანიასთან.
პროდუქტის შემუშავებისას
თქვენ პროდუქტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს კომპანიის ლოგო და ფერები. კომპანიის მიერ წარმოებული ნებისმიერი პროდუქტი უნდა ასახავდეს კომპანიის იმიჯს.
თუ აირჩიეთ ლურჯი და წითელი ბრენდისთვის, მაშინ გამოიყენეთ ეს ფერები თქვენ პროდუქციაშიც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხი უბრალოდ არ დააკავშირებს ამ პროდუქტს თქვენ კომპანიასთან.
მარკეტინგული გადაწყვეტილებების გასაუმჯობესებლად შეარჩიეთ ფერები თქვენი კომპანიისთვის დიდი დაკვირვებით. გააანალიზეთ თითოეული ფერი და ფერთა კომბინაციები რათა შეარჩიოთ ყველაზე კარგი და თქვენზე მორგებული ვარიანტი.
ასევე შეეცადეთ მკაცრად დაიცვათ ამ ფერებით შექმნილი საფირმო სტილი, რათა ხალხმა დროთა განმავლობაში ეს ფერები გააიგივოს თქვენ ბრენდთან.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01