რა უნდა იცოდეთ ეპატაჟურ მარკეტინგზე
06. 09. 2016
ძალიან ხშირად კომპანია კრიზისიდან გამოსასვლელად მიმართავს ინვესტიციებს ან ეპატაჟურ მარკეტინგს, მაგრამ სამწუხაროდ ინვესტორების მოძიება არც ისე მარტივია, ხოლო ეპატაჟური მარკეტინგის გამოყენებას კი ხელს არაფერი უშლის. მას შეიძლება სარეზერვო ვარიანტიც ვუწოდოთ, რომელსაც ყველა შესაძლო ვარიანტის გამოყენების შემდეგ მიმართავთ, მაშინ როცა უკვე დასაკარგი არაფერი გაქვთ. რა არის ეპატაჟური მარკეტინგი? დავიწყოთ ეპატაჟიდან – ეს არის იგივე სკანდალი, მიზანმიმართული შოკისმომგვრელი მოვლენა, რომელიც არ შეესაბამება კანონის, მორალის ნორმებს და რომელიც მიმართულია ყურადღების მისაქცევად. უხეშად რომ ვთქვათ ეს არის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების დარღვევა. როდესაც მომხმარებლები ხედავენ ეპატაჟურ რეკალამას ავტომატურად უმძაფრდებათ ინტერესი, რადგან უმეტეს შემთხვევაში ესეთი რეკლამის შინაარსი არ შეესაბამება მორალურ ნორმებს. ამ დროს უკვე მნიშვნელობა არ აქვს რას გრძნობს მომხმარებელი მის მიმართ მოსწონს თუ ეზიზღება. საჭირო ეფექტი უკვე მიღებულია.
შესაბამისად, ეპატაჟური მარკეტინგი– ეს სკანდალური (უხამსი) რეკლამაა. ეპატაჟურ მარკეტინგს ხანდახან პარტიზანული მარკეტინგის ერთ-ერთ სახეობად მიიჩნევენ - მისი მცირე ბიუჯეტის გამო, მაგრამ ეს ესე არ არის. ხშირად ეპატაჟურობა ძალიან დიდ დანახარჯებს მოითხოვს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ვიდეო რეკლამას ეხება.
რისკები. ეპატაჟური მარკეტინგის გამოყენებისას პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ მასთან დაკავშირებული რისკები. პარტიზანული და ფარული მარკეტინგი ხანდახან იწვევს მომხმარებლების გაღიზიანებას, ხოლო ეპატაჟურმა მარკეტინგმა შეიძლება გამოიწვიოს სიძულვილი, რომლის გამოც კლიენტებმა შესაძლოა საერთოდ შეწყვიტონ აღნიშნული პროდუქციის ყიდვა. მაგალითად, იმ შემთხვაში, თუ რეკლამა შეიცავს რასობრივ, სქესობრივ, ასაკობრივ ან სხვა სახის დისკრიმინაციულ შინაარსს. უფრო მეტიც , ხშირად იკრძალება ეპატაჟური რეკლამის ტელევიზიით გაშვება. რათქმაუნდა ინტერნეტის ეპოქაში ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ მიუხედავად ამისა აუდიტორიის ნაწილი მაინც იკარგება. ამიტომ მწარმოებლები ხშირად დგებიან დილემის წინაშე, მათ მიერ გაშვებულმა ეპატაჟურმა რეკლამამ შეიძლება ძალიან ბევრი მომხმარებელი მოიზიდოს ან პირიქით ძალიან ბევრი დააფრთხოს. მეორე მხრივ არსებობს კანონმდებლობა, რომელმაც შეიძლება რეკლამა არაკანონიერად მიიჩნიოს და საერთოდ აკრძალოს. სწორედ ამიტომ დღეს ძალიან იშვიათად შეხვდებით მსგავს რეკლამებს, ან თუ შეხვდებით მხოლოდ ძალიან შემოკლებულ ვერსიებს.
მსგავსი რეკლამების ნახვა შეგიძლიათ იუთუბზე. საძიებო სიტყვებად უნდა ჩაწეროთ- აკრძალული რეკლამა (ინგლისურად ან რუსულად) სარგებელი. რა თქმა უნდა, ესეთი რისკების გამო ეპატაჟურ მარკეტინგს არავინ გამოიყენებდა, რომ არა მისი დიდი სარგებელი_ რაში მდგომარეობს ის? მის დიდ ეფექტურობაში.
მეტაფორულად რომ ვთქვათ, ჩვეულებრივი რეკლამა ეს არის –ყუმბარის აფეთქება, ხოლო ეპატაჟური რეკლამა – ატომური ბომბი, რაც უფრო იშვიათია ის, მით უფრო დიდი ეფექტი აქვს, განსაკუთრებით სხვა რეკლამების ფონზე.ეპატაჟური მარკეტინგის კიდევ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხარე არის – მახსოვრობა. მაგალითად, ცნობილი კომპანია ბაზარზე ეპატაჟური რეკლამით გამოჩნდა, მოგვიანებით კი ტრადიციული მარკეტინგული მეთოდების გამოყენება დაიწყო. თუმცა მომხმარებლები მას სწორედ იმ პირველი ეპატაჟური რეკლამით ცნობენ. ესეთი რეკლამები აქტუალობას წლების მერეც კი არ კარგავენ. რისთვის? ახლა, როცა თქვენ იცით ეპატაჟური მარკეტინგის პლიუსები და მინუსები მოდით გავიგოთ რისთვის არის ის საჭირო...
პატარა ბიზნესს ის სჭირდება სხვა კომპანიების დასაჩრდილად და მათგან გამოსაყოფად . ამით ის ძალიან დიდ რისკზე მიდის. მაგრამ წარმატების შემთხვევაში ის სწრაფად შეძლებს გაზრდას. მსხვილ ბიზნეს ის მომხმარებლების რიცხვის გასაზდელად ესაჭიროება. წარმოიდგინეთ,რა მოხდება თუ უკვე წარმატებული,დიდი ფირმა ეპატაჟურ რეკლამას გამოუშვებს, რომელიც ეწინააღმდება არსებულ პრინციპებს... შედეგი მალევე ცხადი გახდება - ატყდება დიდი სკანდალი, რაც საბოლოოდ ძალიან გაიზრდის ფირმის მიმართ ინტერესს. ირგვლივ ყველა მასზე ილაპარაკებს....
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01