კადრი, რომელიც ყველა კომპანიას სჭირდება 

ბიზნესის განვითარების მენეჯერი

XX საუკუნეში ტექნოლოგიების, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, მექანიკური ინჟინერიის და მედიის განვითარებამ გაამარტივა საერთაშორისო ვაჭრობა, რამაც ბიზნესი ავტომატურად ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა.

შრომის ბაზარზე გაჩნდა ახალი პროფესიების საჭიროება. გაიზარდა მოთხოვნა სხვადასხვა რგოლის მენეჯერებზე. ზუსტად ამ პერიოდში იწყებს ბიზნესის განვითარების მენეჯერის პროფესია ჩამოყალიბებას. ეს არის პროფესია, რომელზეც დამოკიდებულია კომპანის სტრატეგია და სამომავლო განვითარება.

უპირველეს ყოვლისა, ბიზნესის განვითარების მენეჯერი აყალიბებს მაღალი დონის ურთიერთობას, როგორც არსებულ, ასევე მომავალ მომხმარებლებთან, რადგან მან იცის, რომ სწორედ კმაყოფილი მომხმარებლები არიან კომპანიის წარმატების მთავარი გასაღები. ის ავითარებს და ნერგავს კლიენტებთან ურთიერთობის პოლიტიკას კომპანის თითოეულ განყოფილებაში. განვითარების მენეჯერი ასევე აქტიურად მუშაობს კომპანიის შიგნით სამუშაო პროცესსა და ატმოსფეროზე: ხშირად მისი მოვალეობები მოიცავს ოფისის მუშაობის ორგანიზებას.

ბიზნესის განვითარების მენეჯერი მონაწილეობს კომპანიის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში. აწყობს კომპანიის გაყიდვების ეფექტურ სისტემას, რომელიც გამოიყენება, როგორც არსებული, ასევე ახალი მომხმარებლების ბაზებთან სამუშაოდ. ატარებს ანალიზს და არჩევს სამიზნე აუდიტორიას მომსახურების და პროდუქციის ასორტიმენტის გასაფართოებლად. ატარებს გაყიდვების ანალიზს და მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით აკონტროლებს სარეკლამო წყაროების მუშაობას.

ამზადებს კომერციულ წინადადებებს. ; გაყიდვების ზრდის მიზნით მონაწილეობს მარკეტინგული კამპანიების შემუშავებაში. აკეთებს გაყიდვების პროგნოზირებას გრძელვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგიების განსაზღვრის მიზნით. აგროვებს ყველა არსებულ ინფორმაციას ბაზრის, მომხმარებლებისა და კონკურენტების შესახებ.

მოვალეობები და ვალდებულებები:

  • ბიზნესის განვითარების გრძელვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგიის განსაზღვრა, შემუშავება და განხორციელება;
  • სტრატეგიული ხედვიდან და ბიზნესის საერთო სურათიდან გამომდინარე მიზნებისა და ამოცანების დასახვა, განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით;
  • ბიზნესის განვითარებისა და ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე სტრატეგიაში შესაბამისი ოპერაციული ცვლილებების შეტანა;
  • ბაზრის პერიოდული ანალიზი, კონკურენტული უპირატესობის მოპოვებისა და შესაძლებლობის დადგენის მიზნით;
  • შედეგების მუდმივი მონიტორინგი, ბიზნეს მოდელთან პროდუქტის განვითარების შესაბამისობის დადგენის მიზნით;
  • საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი ფინანსური და ადამიანური რესურსების განსაზღვრა;
  • ბიუჯეტირება და ფინანსური მიზნების განსაზღვრა;
  • პროექტის განვითარებაში ჩართული ჯვარედინა ჯგუფების მართვა და მათთან მუდმივი კომუნიკაცია;
  • ახალი ინოვაციური სტრატეგიებისა და ტექნოლოგიების დანერგვისკენ მუდმივი სწრაფვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბიზნესის განვითარების, პროდუქტის განვითარებისა და პროექტების მართვის მენეჯერად მუშაობის გამოცდილება;
  • გუნდის მართვის გამოცდილება;
  • პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • მიღებული ინფორმაციის სწრაფი დამუშავება და დოკუმენტირების უნარი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
  • კარგი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
  • მოქნილობა და ტაქტიკური მიდგომა საქმისადმი;
  • კარგი ლიდერული უნარები;
  • პროექტის დედლაინებში მართვა და დროის მენეჯმენტის;
  • კომპლექსური დავალებების მართვა;
  • საქმისადმი ინოვაციური მიდგომა და მუდმივად სიახლეების ძიების უნარი;
  • დელეგირების უნარი.

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

კადრი, რომელიც ყველა კომპანიას სჭირდება 

სხვა სიახლეები