საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის ტიპები
სპეციალისტები ოპტიმიზაციის მეთოდებს სამ კლასად ყოფენ
თეთრი - საიტის ოპტიმიზაცია ყველა იმ წესის დაცვით, რომელიც გავლენას არ მოახდენს ძიების ალოგრითმებზე. ეს მოიცავს საიტთან მუშაობას, მის შიდა ნავიგაციასთან და კონტენტთან, ასევე გარე სამუშაოებს, საიტის ოპტიმიზირება გამოკითხვების მეშვეობით, პრეს – რელიზების, სოციალურ ქსელებში რეგისტრირების, პარტნიორულ პროგრამებსა და ა.შ. მითითებული საიტის ბმულებით;
ნაცრისფერი - საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია მოიცავს საკვანძო სიტყვების დიდი რაოდენობით ჩასმას საიტის ტექსტში, ხშირად ადამიანებისთვის ყველაზე გამოსაჩენ ადგილებში, მაგალითად: „რძე რძის ნაწარმის საუკეთესო საჩუქარია, რადგანაც მას რძის ცხიმი გააჩნია„. ამასთან, ხშირად გამოიყენება HTML – ის სათაურის ტეგში, h1, საკვანძო სიტყვების ატრიბუტი.
ნაცრისფერი- SEO ოფიციალურად არ არის აკრძალული, მაგრამ მისი გამოყენება შესაძლოა შეფასებულ იქნას, როგორც საიტის პოპულარობის არაბუნებრივ მცდელობად და ამის გამო დაბლოკოს საიტი;
შავი - ოპტიმიზაციაში შედის მეთოდები, რომლებიც ეწინააღმდეგება საძიებო სისტემების ყველა წესს. შავი ოპტიმიზაციის მთავარი მიზანია სწრაფად დაიჭიროს პოზიციები ძიების შედეგების ზედა ნაწილში. ამისთვის ის იყენებს „Doorway“ - ს (გვერდები და რესურსები, სპეციალურად შექმნილი საძიებო სისტემების სამუშაოდ, ხშირად დიდი რაოდენობის საკვანძო სიტყვები საიტზე) გამოყენება, „Cloaking“ (მომხმარებელს მიეცემა ერთი გვერდი, საძიებო სისტემას – მეორე, ოპტიმიზირებული გარკვეული მოთხოვნით), საიტის დაფარული ტექსტის გამოყენება, „ერთ პიქსელიანი„ ლინკის გამოყენება.
ყველა SEO-მ უნდა გააცნობიეროს, რომ საიტისთვის შავი SEO სტრატეგიის არჩევით ის „ეხმარება“ რესურსს საძიებო ფილტრების ქვეშ მოხვედრაში, მაგრამ ამავდროულად აყენებს დიდი საფრთხის ქვეშ, რადგან უმეტეს შემთხვევაში საძიებო სისტემები ბლოკავენ მსგავს რესურსებს.
იმისათვის, რომ მიიღოთ სასურველი შედეგი და თან არ მოხვდეთ არც „ნაცრისფერ“ და არც „შავ“ ოპტიმიზაციაში, უნდა გაითვალისწინოთ საძიებო სისტემების რჩევები.
საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები
დადებითი:
- თქვენ არ იხდით რეფერალების თანხას. საძიებო სისტემები არ გადაგახდევინებენ ფულს ორგანულ შედეგებში (ანუ საძიებო სისტემის შედეგების ის ნაწილი, რომელიც არ არის სარეკლამო, არამედ არის ბუნებრივი, ანუ ის ნაჩვენებია საძიებო სისტემის მიერ მომხმარებლის მოთხოვნით შინაარსის შესაბამისად);
- ცხელი ტრაფიკი. მომხმარებლები თავად ირჩევენ საძიებო სისტემაში: პროდუქტს, მომსახურებას, მასალებს, კონტენტს.
- ისინი რეალურ დროში ეძებენ იმას, რაც მათ სჭირდებათ, ამიტომ თქვენ ინტერესებშია, რომ საიტი გახადოთ მოსახერხებელი, რომ მომხმარებლებმა მარტივად განახორციელოს მისთვის საჭირო ქმედება და არ წავიდეს კონკურენტებთან, რადგან თქვენი საიტის ჩატვირთვას ძალიან დიდ დროს ანდომებს;
- საიტის ჩვენება მოთხოვნის შესაბამისად. თქვენ თავად ქმნით სემანტიკურ ბირთვს და განსაზღვრავთ იმ მოთხოვნების ჩამონათვალს, რომლითაც საიტი საძიებო სისტემაში გამოჩნდება;
- საიტის ტექნიკური კომპონენტის გაუმჯობესება. რესურსის შიდა მხარის შემუშავებას და მისი მახასიათებლების მორგებას საძიებო სისტემების სტანდარტებთან (სხვა შემთხვევაში პოპულარიზაციას აზრი არ ექნება);
- რესურსის მოქნილობის გაუმჯობესება. გაიხსენეთ, როგორ დატოვეთ საიტი, რადგან ვერ გაიგეთ მისი ნავიგაცია ან ვერ იპოვეთ პროდუქტის საჭირო ფილტრი. შექმენით მომხმარებლისთვის კომფორტული გარემო, დაფიქრდით ღილაკების ფერებზეც კი, რათა მომხმარებლებისთვის სასიამოვნო და მარტივი იყოს თქვენი საიტის დათვალიერება და ნავიგაცია. საიტის მარტივი ნავიგაცია კარგია, როგორც რესურსის ვიზიტორებისთვის, ასევე საძიებო სისტემის რობოტებისთვისაც.
უარყოფითი:
- სჭირდება გარკვეული დრო შედეგის მისაღებად. რობოტებსაც კი გარკვეული დრო სჭირდებათ თქვენი საიტის ინდექსირებისთვი. საძიებო სისტემების ოპტიმიზირების დროს საძიებო მოთხოვნები დაიწყებენ რანჟირებას მანამ, სანამ არ აიყვანენ რესურსს მოწინავე პოზიციებზე. ამ პროცესს ჩვეულებრივ 2-დან 6 თვემდე სჭირდება. ანუ შესრულებული სამუშაოს შედეგს მეორე დღესვე ვერ ნახავთ;
- ხარჯები მაინც იქნება. ორგანული ტრაფიკისთვის გადასახადი არ არის, მაგრამ თქვენ უნდა გადაუხადოთ პროფესიონალებს, რომლებიც გამართავენ რესურს საძიებო სისტემების ოპტიმიზირების ყველა წესის დაცვის შესაბამისად. ამიტომ, ოპტიმიზაციას ვერ უწოდებთ ხელშეწყობის უფასო გზას;
- ძიების აქტუალობის შეზღუდვა. თუ თქვენ ბიზნესს აქვს ვიწრო მიმართულება, მაშინ მას საძიებო სისტემებში მცირე კონკურენცია ექნება, მაგრამ მონათესავე სფეროდან ვეღარ მიიღებთ ტრეფიკს.
საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია არის ეფექტური ინსტრუმენტი რესურსის პოპულარიზაციისთვის, საიტის ტრაფიკისა და გაყიდვების ზრდისთვის.
ბევრი ბიზნესისთვის, ჯერ კიდევ უცნობია საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის რეალური სარგებელი, რის გამოც ისინი ფიქრობენ რომ SEO - ოპტიმიზაციაში დახარჯული თანხა ბუნდოვანია, თუმცა სინამდვილეში SEO არ არის ხარჯი, ეს ინვესტიციაა.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01