მარკეტინგი ჭადრაკივითაა - ერთი სვლით ვერ მოიგებ

“ჭადრაკი სიცოცხლეს ჰგავს - არ შეიძლება ყოველთვის მოიგო. მაგრამ უნდა ისწავლო როგორ ითამაშო თამაშის თითოეული სვლა, რომ არ დაკარგო პოზიცია“ - გარი კასპაროვი მარკეტინგიც სწორედ ასეთი თამაშია - მოთმინებას, სტრატეგიასა და გამჭრიახობას მოითხოვს. ის არ არის ერთჯერადი სვლა, ერთი ვიდეო, ერთი პოსტი ან კამპანია. მარკეტინგი სისტემური, დაგეგმილი სვლების ჯაჭვია, რომელთაგან თითოეულს თავისი როლი აქვს საერთო გამარჯვების მიღწევაში. ისევე როგორც ჭადრაკში, აქაც წარმატება მცირე სვლების დაგეგმვასა და მათი თანმიმდევრული შესრულების ხარისხზეა დამოკიდებული.

1. ჭადრაკისა და მარკეტინგის პარალელები

ჭადრაკში კარგი გახსნა თამაშის შემდგომ სტრატეგიას განსაზღვრავს. მარკეტინგშიც, სტრატეგიის დასაწყისი - იქნება ეს ბრენდინგი, ბაზრის კვლევა თუ მიზნობრივი აუდიტორიის განსაზღვრა - განსაზღვრავს ყველაფერს, რაც შემდგომ მოხდება. თუ თავდაპირველი გახსნა დაბნეულ და ემოციურ საფუძველზეა აგებული, მერე თამაში ძნელად დასამთავრებელია წარმატებით.

2. იფიქრე რამდენიმე სვლით წინ

კომპანიები, რომლებიც მხოლოდ ერთ კამპანიაზე ფიქრობენ, ბოლოს რჩებიან იმედგაცრუებულნი. 

ჭადრაკში ძლიერი მოთამაშეები წინასწარ გათვლიან არამარტო საკუთარ სვლებს, არამედ მოწინააღმდეგის შესაძლო პასუხებსაც. მარკეტინგში ეს ნიშნავს მომხმარებლის ქცევის წინასწარ ანალიზს, ტენდენციების გათვალისწინებასა და გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებას.

3. არ ჩაება ემოციურ თამაშში

ჭადრაკში ემოციური სვლა ხშირად ცდება ლოგიკას - იგივეს ვხედავთ მაშინ, როცა მარკეტინგში "დაჰპირდები ყველაფერს, ოღონდ იყიდონ". ეს გზავნილები, რომლებიც მხოლოდ სწრაფ გაყიდვებზეა ორიენტირებული, ხშირად აზიანებს ბრენდის იმიჯს. ჭეშმარიტი სტრატეგი ბოლომდე ითმენს და იცის, რომ ნდობა ერთ დღეში არ მოიპოვება.


4. ისწავლე წაგებული პარტიებიდან

როგორც დიდოსტატები სწავლობენ თავიანთი დამარცხების ანალიზით, ისე კარგი მარკეტინგული გუნდი სწავლობს წარუმატებელი კამპანიებისგან. რამ არ იმუშავა? რატომ არ იყიდა მომხმარებელმა? სწორი ანალიზი დაგეხმარება, მომდევნო სვლა უკეთესი იყოს.

წარმოიდგინე ბრენდი, რომელიც სოციალურ მედიაში იწყებს ახალი პროდუქტის მარკეტინგს.

პირველ კვირაში ავრცელებს ვიდეორგოლს ემოციური ისტორიით, მეორე კვირაში აწარმოებს გათამაშებას მომხმარებლებისთვის, მესამე კვირაში - უშვებს ბლოგს, სადაც ხსნის პროდუქტის გამოყენების პრაქტიკულ სარგებელს, ხოლო ბოლო კვირას აკეთებს შეზღუდულ ფასდაკლებას ერთდღიანი აქციით.

ეს ოთხსვლიანი კომბინაცია - გახსნა, განვითარება, ღირებულების გადაცემა და დასასრულის ბიძგი - ერთიან სტრატეგიულ თამაშს ქმნის, რომელიც ბევრად ეფექტურია, ვიდრე ერთი შემთხვევითი სვლა.

ჭადრაკი გვასწავლის მოთმინებას, სტრატეგიასა და პატივისცემას თამაშის წესების მიმართ. მარკეტინგშიც, ეს უნარები გადამწყვეტ როლს თამაშობენ. თუ გსურს, შენმა ბრენდმა იხმაუროს - მოემზადე წინასწარ, იმუშავე გუნდის სტრატეგიაზე და ითამაშე თანმიმდევრულად. მხოლოდ ასე მიაღწევ ნამდვილ გამარჯვებას, რომელსაც მოაქვს არა მხოლოდ გაყიდვები, არამედ გრძელვადიანი ერთგული მომხმარებლები.

მარკეტინგი ჭადრაკივითაა - ერთი სვლით ვერ მოიგებ

სხვა სიახლეები