ვებ-დიზაინის 2019 წლის ტენდენციები
მიუხედავად იმისა, რომ ვებ-დიზაინში ყველაზე მთავავარი მომხმარებლის გამოცდილებაა, ეს არ გიშლით ხელს შემატოთ საიტს სიახლეები სამომავლო ტენდენციების შესაბამისად.
სტატისტიკის მიხედვით, მომხმარებელს სჭირდება 0,05 წამი იმის გადასაწყვეტად დარჩეს თუ დატოვოს საიტი. ამიტომ კარგი იქნება თუ მცირე დეტალებსაც გაითვალისწინებთ.
სპეციალისტებმა დაასახელეს 9 მთავარი ტენდენცია ვებ-დიზაინში 2019 წლისთვის.
1. სიჩქარე მნიშვნელოვანია.
საიტზე შესვლისას მისი ჩატვირთვის სიჩქარეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შთაბეჭდილების მოსახდენად თქვენ დაახლოებით 3 წამი გაქვთ და თუ საიტი ამ დროის განმავლობაში არ ჩაიტვირთება დიდია იმის ალბათობა, რომ თქვენი ვიზიტორები გადავლენ სხვა საიტზე.
ამიტომაც ჩატვირთვის სიჩქარე— ეს არის პირველი რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ საიტის შექმნისას და გაშვებისას.
2. საიტები ხდება პერსონალიზირებული.
2019 წელს უფრო წარმატებული იქნებიან საიტები, რომლებიც აკმაყოფილებენ მომხმარებლის გამოცდილებას, საიტები,რომლებიც მომხარებელს აწოდებენ ინფორმაციას მისი სქესის, ასაკისა და პერსონალური შეხედულების საფუძველზე.
3. პირველ რიგში — სმარტფონები.
მომხმარებლების 85% დარწმუნებულია, რომ საიტი სმარტფონზე ისევე კარგად უნდა გამოიყურებოდეს, როგორც პერსონალურ კომპიუტერზე. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ინტერნეტ მომხმარებლების უმრავლესობა სმარტფონით სარგებლობს. ამიტომ თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გაქვთ საიტის მობილური ვერსია მაშინ დროა ამ საქმეს მიხედოთ.
4. დიზაინი ხდება «ბრუტალური».
ამ შემთხვევაში «ბრუტალური» დიზაინი გთავაზობთ ფერად ან თეთრ ბლოკებად დაყოფას, ბევრ თავისუფალ სივრცეს, რომლებიც ადეკვატურად აისახება, როგორც ყველა ბრაუზერში ასევე ყველა მოწყობილობაში.
5. სტატიკურობა
თუ საიტი გაწვდით მხოლოდ რამე სახის ინფორმაციას (საინფორმაციო ტიპის საიტი), ალბათ უმჯობესია შემოიფარგლოთ საბაზისო დიზაინით და HTML -ით და არ გადატვირთოთ საიტი დინამიკური ელემენტებით. ეს ასევა საგრძნობლად შეამცირებს საიტის ჩატვირთვის სისწრაფეს.
6. იზრდება ტიპოგრაფიკის მნიშვნელობა.
დღეს აქტუალურია — არაორდინალური შრიფტი, განსხვავებული მხატვრული ელემენტები, კრეატიული გადაწყვეტილებები. იმისთვის,რომ სხვებისგან გამორჩეულები იყვნენ ბრენდების უმრავლესობა ქმნიან საკუთარ შრიფტებს. ამიტომ 2019 წელს დიდი ყურადღება მიექცევა ორიგინალურობას.
7. ხელოვნური ინტელექტის გამოყენება.
ხელოვნური ინტელექტი უკვე რაღაც დოზით გამოიყენება Amazon, Netflix -ის და სხვა კომპანიების მიერ. ეს ტენდენცია კვლავ აქტუალური იქნება 2019 წლისთვის ხელოვნური ინტელექტი გამოყენებული იქნება საიტებზე ძირითადად ჩატბოტების სახით .
8. ვიდეო კონტენტი პრიორიტეტშია.
2017 წელს Facebook -მა დააფიქსირა დაახლოებით 8 მილიარდი ვიდეოს ნახვა ყოველდღიურად. 2018 წლის შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანები YouTube- ს ყოველდღიურად უყურებენ დახლოებით 500 მილონი საათი. ამასთან ერთად ვარაუდობენ, რომ 2019 წელს ინტერნეტ კონტენტის 80%-ს დაიკავებს ვიდეო. ამიტომ შეემზადეთ იმისთვის, რომ ვიდეოების რაოდენობა გაიზრდება, როგორც სოციალურ ქსელებში ასევე საიტებზეც.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: (+995) 032 2 45 01 01