პროფესიული გადაწვა BURNOUT - როგორ ამოვიცნოთ და გადავლახოთ
პირველად ტერმინი პროფესიული გადაწვა გამოიყენა კლინიკურმა ფსიქოლოგმა ჰერბერტ ფროიდენბერგერმა (Eng. Burnout) თავის პუბლიკაციაში (The Journal of Social Issues, 1974).
პროფესიული გადაწვა BURNOUT - ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური აშლილობა, რომელიც წარმოიქმნება სამსახურში მუდმივი სტრესის გამო, რაც იწვევს პროდუქტიულობის დაქვეითებას. ამ სინდრომის მქონე ადამიანი იმედგაცრუებულ მდგომარეობაშია და უკიდურესად დაღლილია.
ვის ემართება პროფესიული გადაწვა BURNOUT -ი ?
ეს სინდრომი - ყველაზე სახიფათო დაავადებაა იმ ადამიანებისთვის, რომელთა სამუშაო საქმიანობაც დაკავშირებულია სხვა ადამიანებთან რეგულარულ კომუნიკაციასთან, ემოციურ თანაგრძნობასთან და დიდ პასუხისმგებლობასთან
BURNOUT -ი ხშირად ემართება ოფისის თანამშრომლებს, ბიზნეს ლიდერებს, გაყიდვებს, დეკრეტულ შვებულებაში მყოფ დედებს, სტუდენტებს და მოზარდებსაც კი, რადგან ისინი ექვემდებარებიან მუდმივ ინტერაქციას და კომუნიკაციას ადამიანებთან. გადაწვა ასევე არის ერთგვარი პროფესიული კრიზისი, რომელიც დაკავშირებულია არა მხოლოდ ინტერპერსონალურ ურთიერთობებთან (სიტყვიერი და უსიტყვო ურთიერთობა ერთმანეთზე დამოკიდებულ ორ ადამიანს ან ადამიანთა მცირე ჯგუფის წევრებს შორის), არამედ ზოგადად სამუშაოსთან.
რა აპროვოცირებს პროფესიული გადაწვას?
ამ სინდრომის პროვოცირება შეუძლია ნებისმიერ სიტუაციას, რომლის დროსაც ხდება ადამიანის ჰარმონიული ან სტაბილურობის მდგომარეობიდან გამოყვანა. მაგრამ ამასთანავე არსებობს რამდენიმე კონკრეტული ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს აშლილობის განვითარებაზე:
- ბიოლოგიური - ეს არის გენეტიკური მიდრეკილება დარღვევების, თანდაყოლილი დაავადებების, შეძენილი ფიზიკური დეფექტების მიმართ. ეს ფაქტორები უცვლელია მთელი ცხოვრების განმავლობაში, ადამიანს არ შეუძლია მათი აღმოფხვრა;
- სოციალური - არის ჩვევები ან ქცევის თავისებურებები, რომლებიც ჩამოყალიბებულია საზოგადოებისა და უშუალო გარემოს გავლენის ქვეშ. ესენია: სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, აღზრდა, ცხოვრებისეული ჩვევები, ეთნიკური წარმომავლობა და ა.შ;
- ფსიქოლოგიური - ადამიანის ფსიქიკური პროცესების ერთობლიობა, რომელიც ვლინდება სხვადასხვა გზით. სინდრომი შეიძლება გამოწვეული იყოს ქცევითი ჩვევებით, გრძნობებით, ემოციებით და ამ პრობლემების დაძლევის არაეფექტური სტრატეგიებით.
რატომ არის საშიში BURNOUT -ი ?
სამსახურში ემოციურ გადაწვას ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე შეიძლება ბევრი უსიამოვნო შედეგი მოჰყვეს. ყველაფერი ცხოვრების ხარისხის დაქვეითებით იწყება – ადამიანი უფრო იღლება, უფრო ხშირად ბრაზდება, გაურბის პასუხისმგებლობას, გრძნობს დისკომფორტს.
ემოციური გადაწვა თანდათან ჩნდება, ხშირად ის შეუმჩნეველია როგორც პიროვნებისთვის ასევე სხვებისთვისაც, რადგან ის აირია სხვა დაავადებებთან და უფრო ძნელი შესამჩნევი გახდა.
მაგალითად, ემოციური გადაწვის შედეგად გამოწვეული ფიზიკური დაღლილობა შეიძლება ადვილად აირიოს უბრალო ზედმეტი მუშაობით გამოწვეულ სიმპტომთან. განსხვავება ისაა, რომ ჩვეულებრივი დაღლილობა ქრება დასვენების შემდეგ.
BURNOUT -ის მთავარი საფრთხე არის ის, რომ ამ სენის თავის დროზე არ აღმოჩენა იწვევს სიმპტომის აშლილობის მძიმე კლინიკურ ფორმაში გადასვლას. ამ ეტაპზე შეუძლებელი ხდება პრობლემის სპეციალისტის დახმარების გარეშე გამკლავება - ადამიანს შეიძლება განუვითარდეს დეპრესიული აშლილობა, შფოთვა ან აპათია.
დეპრესიის დროს ადამიანი კარგავს ინტერესს ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს მიმართ. ის, რასაც ადრე სიხარული მოჰქონდა, უაზრობად გეჩვენებათ.
ემოციური აშლილობა და სტრესი: განსხვავებები
ემოციური აშლილობა არის ხანგრძლივი სტრესის შედეგი.
სტრესი არის ფიზიკური რეაქცია გარე ან შიდა ცვლილებებზე. სტრესი ეხმარება ადამიანს ცვლილებებთან ადაპტაციაში.
სტრესი შეიძლება იყოს კარგი, როცა ის ასტიმულირებს ადამიანის განვითარების და ადაპტაციის უნარს, ან ცუდი – როცა ადამიანს არ გააჩნია საკმარისი გარეგანი და შინაგანი რესურსები. მას აკლია სოციალური მხარდაჭერა, დრო და სივრცე, რომ გაუმკლავდეს და ადაპტირდეს ახალ გარემოსთან. ასეთი სტრესი უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმზე.
ერთჯერადი სტრესი სასარგებლოა, მაგრამ თუ ის მუდმივია და თან ინტენსივობის მატებასთან ერთად გავლენას ახდენს ცხოვრების ერთსა და იმავე სფეროზე, სტრესი ქრონიკული ხდება და აზიანებს ადამიანს როგორც ფსიქიკურად ასევე ფიზიკურადაც.
მაგალითად, თუ ცუდი ამბები ერთმანეთის მიყოლებით მოდის მრავალი კვირის განმავლობაში, ამან შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს ადამიანის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე.
როდესაც ადამიანი მუდმივად სტრესის ქვეშ იმყოფება, ის შეიძლება დაიწვას. მაშინ იქნება უიმედობის განცდა, ემოციები დუნდება.
როგორ ვლინდება ემოციური გადაწვა?
ემოციური გადაწვის სიმპტომები სხვადასხვანაირად ვლინდება. ისინი დამოკიდებულია ადამიანის ცხოვრებისადმი დამოკიდებულებაზე, მისი ინფორმირებულობის დონესა და ემოციური გადაწვის სიმძიმეზე.
BURNOUT -ის ფსიქო-ფიზიკურ სიმპტომები:
- მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, არა მხოლოდ საღამოობით, არამედ დილიდანვე, ძილის შემდეგ (ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება);
- სისუსტე, აქტიურობისა და ენერგიის შენელება, სისხლის ბიოქიმიისა და ჰორმონალური მაჩვენებლების გაუარესება;
- ხშირი, უმიზეზო თავის ტკივილები;
- წონაში მკვეთრი დაკლება ან მომატება;
- მუდმივი მოდუნება, მთველმარე მდგომარეობა.
BURNOUT -ის სოციალურ-ფსიქოლოგიურ სიმპტომები:
- გულგრილობა, მოწყენილობა, პასიურობა და დეპრესია;
- ხშირი ნერვიული ჩავარდნები;
- ნეგატიური ემოციურობის მუდმივი განცდა, რომელთათვის არავითარი გარეგნული მიზეზი არ არსებობს(დანაშაულის გრძნობა, წყენა, ეჭვი);
- ჰიპერ პასუხისმგებლობისა და მუდმივი შიშის შეგრძნება, რომ რაღაც „არ გამოვა“ ან ადამიანი „ვერ გაუმკლავდება“;
- ზოგადი ნეგატიური განწყობა ცხოვრებისეული და პროფესიული პერსპექტივების მიმართ.
ემოციური გადაწვის საფეხურები
BURNOUT -ი ისევე როგორც ნებისმიერი დარღვევა, გადის სამ ეტაპს:
- დაძაბულობა. ფსიქიკა წინააღმდეგობას უწევს — ადამიანი, რომელიც ცდილობს გაუმკლავდეს სტრესულ სიტუაციას. ის მწვავედ განიცდის პრობლემებს ან კონფლიქტებს, უკმაყოფილოა საკუთარი თავით, შეშფოთებულია. ამ დროს ხდება ენერგიის დაკარგვა და განწყობის დაქვეითება;
- წინააღმდეგობის პერიოდი. ფსიქიკა ვერ უმკლავდება დაგროვილ პრობლემებს, იწყებს დანებებას. ადამიანი ემოციურად რეაგირებს გარე სტიმულებზე:მას შეუძლია ყვირილი, ტირილი და აგრესიის გამოხატვა. ან ჩნდება გულგრილობა, იკარგება ინტერესი სამუშაოს მიმართ, ადამიანი უფრო ცუდად ასრულებს მოვალეობებს, უგულებელყოფს დავალებებს;
- დაღლილობა. ფსიქიკა ნებდება, იწყება ემოციური ამოწურვა . ადამიანი მოწყვეტილია, ცინიკურია, ვერ ხედავს თავისი ქმედებების სარგებლიანობას. შეიძლება გამოვლინდეს დარღვევის ფიზიკური სიმპტომებიც.
როგორ ამოვიცნოთ გადაწვა?
სპეციალისტის დახმარების გარეშე ემოციური ფონის კონტროლისთვის - თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ კითხვარი. მაგალითად, ყოველდღიურად ერთი თვის განმავლობაში აღწერეთ ემოციები, რომლებსაც დღის განმავლობაში განიცდით.
სოციალური ფაქტორების შესაფასებლად შეგიძლიათ უპასუხოთ შემდეგ კითხვებს:
- ვგრძნობ თავს დაცულად იმ გარემოში, სადაც ვარ? ვარ ის, ვინც მგონია, რომ ვარ, აღნიშნული საქმის კეთების პროცესში?
- ფასდება თუ არა ჩემი შესრულებული სამუშაო? არის ის სოციალურად აღიარებული?
ინდივიდუალური მახასიათებლების პიროვნულ დონეზე შეფასება:
- რას ვაკეთებდი ბოლო საათში? რა მოხდა კარგი ამ დროს?
- რა გააკეთა დღეს სხვამ ჩემთვის, რისთვისაც შემიძლია მადლობელი ვიყო?
- რისთვის შემიძლია დღეს მადლობელი ვიყო მსოფლიოსგან, ჩემი სხეულისგან, ჩემი კოლეგებისგან, საყვარელი ადამიანებისგან?
- რა მოხდა კარგი დღეს? 3–5 პუნქტი, უმნიშვნელოც კი
- რატომ მოხდა ეს?
- ჩემმა რომელმა პიროვნულმა თვისებებმა, ქმედებებმა იმოქმედა ამ მოვლენაზე?
- როგორ ვგრძნობ თავს ზემოთ მოცემულ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ? რა ვისწავლე ჩემს შესახებ?
ინდივიდუალური მახასიათებლების შესაფასებლად კორპორატიულ დონეზე:
- როგორ ვმუშაობ, როგორ ვანაწილებ დატვირთვას?
- რა პირობებში ვმუშაობ? რის შეცვლას ისურვებდით?
- ვეხმარები თუ არა სამსახურში თანამშრომლებს და პირიქით მეხმარებიან თუ არა ისინი? შემიძლია თუ არა სირთულეების შემთხვევაში კოლეგებისთვის დახმარების ვთხოვნა?
- რისი შეცვლა მინდა?
- როგორ წყდება ჯგუფური კონფლიქტები გუნდში? რის შეცვლას ისურვებდით?
- მაქვს მკაფიო სამუშაო გრაფიკი? რის შეცვლას ისურვებდით?
- იციან თუ არა ჩემმა კოლეგებმა პროფესიული გადაწვის, მისი სიმპტომების, რისკ-ფაქტორების და მისი თავიდან აცილების შესახებ? რას აკეთებს ხელმძღვანელობა ამ პრობლემების პროფილაქტიკისთვის ? რის შეცვლას ისურვებდით?
- არის ჩემს გარემოცვაში ადამიანი რომელმაც შეძლო ამ "სენის" დაძლევა? ვიცი ის, თუ როგორ მოახერხეს მათ ეს?
მსგავსი ღია კითხვების მეთოდი ხელს უწყობს ადამიანს აკონტროლოს ემოციური მდგომარეობა და გააანალიზოს შედეგები.
რა დაგეხმარებათ BURNOUT -ის დაძლევაში?
ამ "სენის" სინდრომის პრევენცია შესაძლებელია, თუ გესმით თქვენი ქმედებების მიზნები. BURNOUT -ის მთავარი გზავნილია: „ვაკეთებ, ვაკეთებ, მაგრამ ყველაფერი უაზროა“. სწორედ მასთან გჭირდებათ ბრძოლა.
- მოტივაცია — არის ძრავა, რომელიც უბიძგებს ადამიანს პროფესიული და პირადი მიზნების მიღწევისკენ. მოტივირებული ადამიანი გრძნობს კმაყოფილებას თავისი შედეგებით, ორგანიზებულია, მიდრეკილია თვითრეფლექსიისკენ, თვალყურს ადევნებს თავის დღის განრიგს და ცდილობს გაიუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი.
- თვითორგანიზაციისა და დროის მართვის უნარები — ხელს უწყობს დროის სწორად განაწილებას, ძილისა და დასვენების მონიტორინგს, მიმდინარე საქმეებზე კონცენტრირებას და მომავლის დაგეგმვას.
- რეფლექსია — გეხმარებათ საკუთარი თავის გაგებაში - მიუკერძოებლად გააანალიზოთ საკუთარი ქმედებები, გრძნობები, ემოციები, გამოიტანოს დასკვნები და კონსტრუქციულად განიცადოთ ცხოვრებისეული სიტუაციები. თვითრეფლექსიის უნარის მქონე ადამიანი აკონტროლებს თავის აზრებს და მოქმედებებს.
თუ ადამიანი არ არის თვითორგანიზებული, არ სძინავს საკმარისად, ჭამს ცუდად და არ აკონტროლებს ჯანმრთელობას, მას მხოლოდ მოტივაცია ვერ დაეხმარება. თქვენ უნდა იკვებოთ სწორად, დაისვენოთ ხარისხიანად და დაეუფლოთ დროის მართვის უნარებს.
მაქსიმალური შედეგის მისაღწევად, შეგიძლიათ გამოიყენოთ რამდენიმე ტექნიკა ერთდროულად:
გამარჯვებების დაფიქსირება
იზეიმეთ თქვენი ყველა მიღწევა, თუნდაც ყველაზე პატარა. შეაქეთ და დააჯილდოვეთ საკუთარი თავი. ეს ტექნიკა ხელს უწყობს ისეთი აზრების აღმოფხვრას, როგორიცაა: „არაფრის გაკეთება არ შემიძლია, ჯოჯოხეთივით ვმუშაობ, მაგრამ შედეგი არ მაქვს“ და სხვა.
თუ ფიქრობთ, რომ მიღწევები არ არის, გააანალიზეთ თქვენი დღე.
მოგების დაფიქსირების ტექნიკა კარგად მუშაობს მაშინ, თუ არის ჯილდო. ადამიანი იღებს მტკიცებულებას ჯილდოს სახით, რის შედეგადაც გრძნობს ძალის მატებას. რამდენიმე დღიანი თვითდაკვირვება საკმარისია თქვენი ეფექტურობის დასანახად.
შეაფასეთ ყოველი დღე
ჩაწერეთ რისი მიღწევაც მოახერხეთ გასული დღის განმავლობაში - საკმარისია 3-5 ჩანაწერი. ახსენით როგორ მოახერხეთ ეს.
- მაგალითად: მე ჩავატარე 4 წარმატებული შეხვედრა, რაც გაზრდის ჩემს პროფესიონალიზმს. შევძლებ შემოსავლის დონის აწევას და კარიერულ კიბეზე ასვლას;
პარკში ერთი საათი სიარული კარგია ჯანმრთელობისთვის. კარგად ვარ, წონაში დაკლება შემიძლია.
პომიდვრის მეთოდი
ადამიანებს ეშინიათ დიდი და რთული ამოცანების. ამიტომ საჭიროა მათი ნაწილებად დაყოფა და პატარ-პატარა მიღწევების აღნიშვნა.
მაგალითად, პომიდვრის ტექნიკა გულისხმობს პროცესში მაქსიმალურ ჩართვას 25 წუთის განმავლობაში 5 წუთიანი შესვენებით და ბოლოს ჯილდოთი.
ამ ტექნიკაზე მუშაობისთვის შეგიძლიათ დააყენოთ სპეციალური წამმზომი.
პროფესიული გადაწვის პროფილაქტიკა საკუთარი ძალებით საკმაოდ რთულია, იმისთვის რომ მკურნალობა სწორად წარიმართოს საჭიროა დაღლილობა და სხვა დარღვევების გამორიცხვა. ამისთვის კი:
- პირველ რიგში საჭიროა ძილისა და დასვენების რეჟიმის მოწესრიგება, თუ ეს შესაძლებელია თავიდან აირიდეთ სტრესული სიტუაციები;
- დაიწყეთ ყოველდღიური ემოციების ჩაწერა;
- თუ 7-8 დღეში ვერ იგრძნობთ რაიმე უკეთესობას მაშინ მიმართეთ სპეციალისტს.
ფსიქოლოგი მკურნალობის კურსს დარღვევის გამომწვევი მიზეზის მიხედვით ნიშნავს.
და ბოლოს
ემოციური გადაწვის პრობლემა და, ზოგადად, ნებისმიერი ქრონიკული სტრესი, მჭიდროდ ებმის კრიზისს.
კრიზისი არის რთული ემოციური მდგომარეობა, რომელიც წარმოიქმნება გარე მიზეზების გამო: დაკარგვა, ტრავმული სიტუაცია და მოულოდნელი ცვლილებები. მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანები განიცდიან რიგ კრიზისებს.
მოტივირებულ ადამიანისთვის - კრიზისი არ ნიშნავს რაიმე ნეგატიურს.ის არის შესაძლებლობა შეცვალოთ თქვენი ცხოვრება, მოერგოთ ცვლილებებს და განავითაროთ თქვენი ძლიერი მხარეები.
თუ ადამიანი ვერ ხვდება რა ხდება მის თავს, ვერ აცნობიერებს სიტუაციას და ვერ ახერხებს რამის შეცვლას. ასეთ დროს ნებისმიერი კრიზისი საშიშია, რადგან ამ დროს იწყება ქცევითი შეცდომები და სტერეოტიპული აზროვნების გამწვავება. ადამიანი იწყებს ფიზიკურ და ემოციურ წვას, იკარგება ინტერესი ცხოვრებისადმი, ქრება მოტივაცია, იწურება ყველანაირი რესურსი.
იზრუნეთ საკუთარ თავზე, არ ჩაიკეტოთ გააუმჯობესეთ თქვენი ცხოვრების ხარისხი და გახსენით თქვენი პოტენციალი არ მოგერიდოთ დახმარების თხოვნა და პრობლემებზე ღიად საუბარი.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01