როგორ არის დაკავშირებული NFT და მარკეტინგი?

NFT (non-fungible token არა-ჩანაცვლებადი ტოკენი) არის უნიკალური ან შეუცვლელი ტოკენი, რომელიც ინახება ბლოკჩეინზე. Non-fungible ნიშნავს, რომ ის უნიკალურია და სხვა რამით ვერასდროს ჩანაცვლდება. 

NFT-ები ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტის, ეთერიუმის ბლოკჩეინის ნაწილია. ეთერიუმი ისეთივე კრიპტოვალუტაა, როგორიც ბიტკოინი ან DOGE კოინია, თუმცა მის ბლოკჩეინს NFT-ების მხარდაჭერაც აქვს, ანუ იქ შეგვიძლია დამატებითი ინფორმაციაც შევინახოთ, მაგალითად ისეთი, როგორიც ჭკვიანი კონტრაქტებია.

მაშ ასე, განვიხილოთ რა სახის ტექნოლოგიაა ეს, შეუძლია თუ არა მასზე ფულის გამომუშავება ყველას და რამდენად სასარგებლოა ეს ბაზარი მარკეტოლოგებისთვის.

NFT — უნიკალური ტოკენი. ჩანაწერი ბლოკჩეინში შეიცავს თავად NFT-ს და ინფორმაციას მისი მფლობელის შესახებ. ასე რომ, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია შეამოწმოს ტოკენის უნიკალურობა და გაყიდვების ისტორია.

რა არის NFT ფასი ? “Non-fungible” ნიშნავს უნიკალურობას, იმას, რომ რაღაცის ჩანაცვლება არის შეუძლებელი. მაგალითად ბიტკოინი ჩანაცვლებადია (fungible), რადგან თუ 1 ბიტკოინს მეორეში გაცვლი ამით არაფერი შეიცვლება - ეს არგახდის მას ნაკლებ ღირებულს.

მაგრამ NFT-ს შემთხვევაში საქმე სხვანაირადაა: ისინი უნიკალური და განუყოფელია, მათი ჩანაცვლება და ნაწილობრივ გაყიდვა შეუძლებელია. 

NFT-ები შეიძლება შევადაროთ კომპიუტერულ ფაილებს, რადგან მათი ტიპი და გამოყენება შეიძლება იყოს ძალიან მრავალფეროვანი. ისშეიძლება იყოს ყველაფერი, რაც ციფრულია, მაგალითად:

  • ციფრული ხელოვნების ნიმუშები,
  • ვირტუალური მიწები,
  • დომენური სახელები,
  • არტეფაქტები თამაშებში,
  • მუსიკა,
  • ფოტო,
  • პოსტები,
  • ვიდეო და სხვა.

2021 წელს საზოგადოების ყურადღება NFT-ებზე გაიზარდა და ბაზარი ინვესტორებსა და კოლექციონერებში  ძალზე პოპულარული გახდა. 

2019 წელს NFT-ს ბაზრის მოცულობა 24 500 000 დოლარს შეადგენდა, ხოლო 2021 წელს მისი მოცულობა 17 700 000 000 დოლარი შეადგინა.

სად შემიძლია ვიყიდო და გავყიდო NFT-ები?

ნებისმიერს შეუძლია შეიძინოს ან გაყიდოს NFT-ები სპეციალურ ბაზრებზე. მათგან ყველაზე პოპულარულია OpenSea, SuperRare, Foundation და Rarible.
პლატფორმებზე NFT-ები იყიდება ფიქსირებულ ფასად ან აუქციონის საფუძველზე. თითოეული ტოკენის განთავსებისთვის ყველაზე ხშირად გჭირდებათ საკომისიოს გადახდა - ფასმა შეიძლება 100 დოლარსაც კი მიაღწიოს.
არის პლატფორმები, სადაც არ გჭირდებათ განთავსების საკომისიოს გადახდა, მაგრამ ბაზარი მიიღებს მიიღებს საკომისიოს გარიგებიდან. ასეთი პლატფორმებია: NiftyGateway, SuperRare და Foundation.
ასევე, როდესაც NFT ნამუშევარი ხელახლა იყიდება, მისმა ავტორმა შეიძლება მიიღოს ჰონორარი - ჩვეულებრივ, ახალი ტრანზაქციის თანხის დაახლოებით 10%. ამ გზით შემქმნელებს შეუძლიათ მიიღონ პასიური შემოსავალი.

ვის აქვს უფლება NFT-ებზე?

როდესაც ვინმე ყიდულობს NFT-ს, ისინი იღებენ მასზე უფლებებს და ამის ჩანაწერი გამოჩნდება ბლოკჩეინზე.
მაგალითად, თქვენ იყიდეთ GIF ლეკვთან ერთად და გახდით მისი მფლობელი. ამავდროულად, სხვა ადამიანებს მაინც შეუძლიათ ნახატის დათვალიერება და მისი ჩამოტვირთვაც კი. მაგრამ თქვენ მაინც რჩებით მისი ორიგინალის მფლობელად.
ის ჰგავს სურათს გალერეაში – ეკუთვნის კოლექციონერს, მაგრამ ყველა ვიზიტორი ხედავს მას. მათ შეუძლიათ იყიდონ ამ ნახატის რეპროდუქცია და ჩამოკიდონ სახლში, დაბეჭდონ მაისური, ან დააყენონ დესკტოპზე - მაგრამ ის მაინც ასლი იქნება. ნახატის პოპულარობიდან გამომდინარე, ორიგინალის ღირებულება სწრაფად იზრდება.

რა იყიდება NFT-ებით?

ნებისმიერი ციფრული ობიექტი შეიძლება გახდეს NFT. მოდით შევხედოთ რამდენიმე მაგალითს.

ხელოვნების ნიმუში

ხელოვნების ნიმუში 

2021 წლის სექტემბერში ერმიტაჟის მუზეუმმა Binance-ის პლატფორმაზე NFT კოლექციის „თქვენი ნიშანი ინახება ერმიტაჟში“ აუქციონი გამართა. გასაყიდად გამოიტანეს და ვინჩის, ჯორჯონის, ვან გოგის, კანდინსკის და მონეს ციფრული ნახატები. აუქციონი ერთი კვირა გაგრძელდა, მუზეუმმა 444 500 დოლარის შეგროვება მოახერხა.

მემები

NFT ბაზრებზე ასევე იყიდება მემები. მაგალითად, OpenSea-ზე შეგიძლიათ შეიძინოთ GIF- ები Nyan Cat-ით, მფრინავი კატა, რომელიც ტოვებს ცისარტყელას კვალს.
პერსონაჟი პირველად 2011 წელს გამოჩნდა და ათი წლის შემდეგ შემქმნელმა კრისტოფერ ტორესმა GIF- ი 580 000 დოლარად გაყიდა.  მისი NFT კოლექცია კვლავ აგრძელებს ზრდას.

ციფრული ტანსაცმელი

24-27 მარტს ვირტუალურმა პლატფორმა - Decentraland-მა პირველი ციფრული მოდის კვირეული გამართა. სპეციალურად მისთვის, PUMA-მ და ARTISANT-მა გამოუშვეს საქორწილო კოლექცია ოთხი ციფრული სამოსისგან. ისინი გაიცემა როგორც NFT და იყიდება Rarible ბაზარზე.

ვირტუალური უძრავი ქონება

პირველი ვირტუალური NFT სახლი SuperRare-ის ბაზარზე 500 000 დოლარად გაიყიდა. 

ყველაფერი, რაც მოგინდებათ

მაგალითად: სტუდენტმა ინდონეზიიდან თავისი ფოტოების (სელფის) გაყიდვით 1 000 000 დოლარი (კრიპტოვალუტაში) გამოიმუშავა. ის ფოტოებს ყოველ დღე 5 წლის განმავლობაში იღებდა. მან 1000 ფოტო მოაგროვა , რომლებიც NFT პლატფორმაზე ატვირთა. 
თავიდან ფოტოების ღირებულება დაახლოებით $3 იყო, მაგრამ პოპულარობის პიკზე ფასი $3000-მდე გაიზარდა.

როგორ არის დაკავშირებული NFT და მარკეტინგი?
ზოგჯერ NFT-ები მიბმულია რეალურ ფიზიკურ ობიექტებთან, როგორიცაა ღონისძიების ბილეთები. ეს შესაძლებლობა აქტიურად გამოიყენება მარკეტოლოგების მიერო პროდუქტის პოპულარიზაციისთვის.

ღონისძიების პოპულარიზაცია
შეერთებულ შტატებში AMC Theaters - მა უმსხვილესი კინოთეატრების ქსელმა - პირველი 86,000 მომხმარებელს უფასო NFT შესთავაზეს.  გულშემატკივრებს შორის ენთუზიაზმი იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ AMC- ის მთელ ისტორიაში მეორედ დაფიქსირდა ერთ დღეში გაყიდული ბილეთების რეკორდული  მაჩვენებელი.
წესების მიხედვით, ფილმის საყურებლად კინოთეატრში პირადად მისვლა იყო საჭირო. 

მარკეტინგი

საქონლის ასორტიმენტის გაფართოება

დღეს უკვე ბრენდი აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკური პროდუქტებით ან სერვისებით, არამედ გთავაზობთ ვირტუალურ საქონელს. NFT ამცირებს ტრანსპორტირებისა და შენახვის ხარჯებს. ის ასევე ამცირებს პროდუქტის დეფექტების ალბათობას.
გაჩნდა კომპანიები, რომლებიც მხოლოდ NFT სივრცეში მუშაობენ. მაგალითად: ძვირადღირებული ბრენდი RTFKT. ის  თავის პროდუქტს მხოლოდ ვირტუალურ სივრცეში უშვებს.

პროდუქტის ავთენტიფიკაცია 

NFT ხელს უწყობს პროდუქტის ორიგინალურობის დადასტურებას, ამიტომ მწარმოებლები, რომელთა პროდუქციასაც ხშირად აყალბებენ დღითიდღე უფრო მეტ დაინტერესებას გამოხატავენ ამ ტექნოლოგიის მიმართ. 
მეღვინეობა Robert Mondavi გამოუშვა სასმელების შეზღუდული რაოდენობა და გაყალბების შესაძლებლობის აღმოსაფხვრელად, თითოეულ ბოთლს მხოლოდ NFT -ის საშუალებით იყიდის. 
NFT კარგად მუშაობს დიდი ბრენდების პოპულარიზაციის სტრატეგიაში, მაგრამ ძნელი სათქმელია, რამდენად პოპულარული იქნება ეს მიმართულება მომავალში.
სანამ NFT-ის საშუალებით პოპულარიზაციას დაიწყებთ, უნდა დარწმუნდეთ, რომ კომპანია მაქსიმალურად იყენებს პოპულარიზაციის ტრადიციულ მეთოდებს - SEO და კონტენტ მარკეტინგი.

მარკეტინგული

რატომ ყიდულობენ ადამიანები NFT-ებს და რა ახდენს გავლენას  NFT-ს ფასზე?

  • ბოლო წლებია ხალხი NFT-ებზე მილიონებს ხარჯავს. ძნელია ზუსტად იმის თქმა, თუ რით ხელმძღვანელობენ მყიდველები, მაგრამ აქ არის რამდენიმე შესაძლო მიზეზი:
  • საზოგადოება. როდესაც ადამიანი ყიდულობს NFT-ს, ის ხდება საერთო ინტერესთა კლუბის ნაწილი. ზოგიერთი კოლექციიდან NFT-ების შეძენამ შესაძლოა მოგცეთ წვდომა დახურულ მიმოწერებსა და არხებზე; 
  • სტატუსი. უნიკალური ტოკენების ფლობა არის თქვენი სტატუსის დემონსტრირების შესაძლებლობა. NFT-ის შეძენით ადამიანი აჩვენებს, რომ აქვს შესაძლებლობა დახარჯოს ფული ციფრულ აქტივზე და არ ჩამორჩება ტენდენციებს; 
  • შეგროვების სული. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ NFT-ის ყიდვა შეიძლება შევადაროთ ნამდვილი ნახატის შეძენას. კოლექციონერებს შეუძლიათ გადაიხადონ ბევრი ფული უნიკალური ტოკენი ქონის შესაძლებლობისთვის, განსაკუთრებით თუ ის შექმნილია ვინმე ცნობილის მიერ;
  • ბრენდის მხარდაჭერისა და მისგან ბონუსების მიღების სურვილი. ბრენდის მიერ გაცემული NFT-ების მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ ფასდაკლება, დახურულ გაყიდვებში მონაწილეობის შესაძლებლობა, შეიძინონ ექსკლუზიური ნივთები და დაესწრონ დახურულ ღონისძიებებს;
  • ინვესტიცია. NFT-ები, აქციების მსგავსად, მატი ფასი დროთა განმავლობაში შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს. ხელსაყრელი პირობებში, ისინი შეიძლება მომგებიანად გაიყიდოს. მაგალითად, NFT ხელოვნების მეორადი ბაზრის მოცულობა უფრო მაღალია, ვიდრე პირველადის.

NFT-ის ღირებულება დამოკიდებულია მოთხოვნაზე. ამაზე გავლენას ახდენს მისი ასაკი, იშვიათობა და კოლექციის ღირებულება, რომელიც მოიცავს უნიკალურ ტოკენს. თუ კოლექციის ერთ-ერთი ელემენტი იმატებს ღირებულებაში, ასევე იმატებენ სხვებიც.

ეს მოხდა ზემოთ მოყვანილ მაგალითში - ინდონეზიელ სტუდენტს, რომელიც თავის სურათებს ყიდდა. თავდაპირველად მისი ფოტოები 3 დოლარი ღირდა, მაგრამ პოპულარობის ზრდასთან ერთად მათი ფასი 1000-ჯერ გაიზარდა.

კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ინვესტორებს უნიკალური ტოკენები უფრო მეტად აინტერესებთ მაშინ, როცა ბიტკოინის ან ეთერიუმის ღირებულება იზრდება. სწორედ  ამიტომ 2021 წელს კრიპტოვალუტების  ფასების რეკორდულმა ზრდამ გამოიწვია NFT-ების პოპულარობის პროპორციული მატება. 

ძნელი სათქმელია, შეუძლია თუ არა ჩვეულებრივ ადამიანებს ფულის გამომუშავება უნიკალურ ტოკენებზე. ახლა NFT ბაზარი სავსეა ცნობილი მუსიკოსებით, მხატვრებით და სხვა შემოქმედებითი ადამიანებით. მათ ნამუშევრებზე მოთხოვნა დიდია, რადგან მსოფლიო მათ უკვე დიდი ხანია იცნობს - ასეთ პირობებში კონკურენცია საკმაოდ რთულია.

მეორეს მხრივ, ძნელია იმის პროგნოზირება, თუ კონკრეტულად რაზე იქნება მოთხოვნა NFT ბაზარზე, ამიტომ ეს ადგილს  ენთუზიასტებს მაინც უტოვებს იმედებს.

მარკეტერებისთვის NFT კომპანიის პოპულარიზაციის კიდევ ერთი ინსტრუმენტია. ამავდროულად უნდა გახსოვდეთ, რომ არ არის აუცილებელი მთელი ძალისხმევის NFT კოლექციების შექმნაზე დახარჯვა, მითუმეტეს მაშინ თუ უფრო ტრადიციულ სარეკლამო მეთოდებს ჯერ კიდევ არ ამუშავებთ 100% ით.

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

როგორ არის დაკავშირებული NFT და მარკეტინგი?

სხვა სიახლეები