როგორ მივიქციოთ მაყურებლის ყურადღება ?
ვიდეო, აუდიტორიის ყურადღების მიქცევის ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა. როგორ დავარწმუნოთ ადამიანები , რომ არ დაენანოთ დრო და უყურონ ვიდეოებს? ამისთვის ჯერ უნდა გაარკვიოთ რა იქცევს მათ ყურადღებას ფსიქოლოგიურ დონეზე... უნდა შექმნათ რეკლამა, რომელიც თქვენი მომხმარებლების ტვინში გამოიწვევს ქიმიურ რეაქციას. უფრო ზუსტად,რომ ვთქვათ ვიდეომ უნდა გამოწვიოს რეალური ემოციები. სწორად შერჩეული "ემოციები" დაგეხმარებათ მომხმარებლების მოზიდვაში და მათ შენარჩუნებაში.
მიიქციეთ მათი ყურადღება ფერით
ყველა ფერი განსხვავებულ ემოციას იწვევს, ზოგიერი მათგანი დაგეხმარებათ მაყურებლის ყურადღების მიქცევაში. კვლევების თანახმად, ჩვენი ტვინის ვიზუალური მონაკვეთები წითელი ფერის მიმართ ძალიან მგრძნობიარეები არიან. როდესაც ჩვენ ვხედავთ წითელ ფერს ტვინის უჯრედები ირთვება და ჩვენი ყურადღებაც ავტომატურად ფოკუსირდება მასზე. წითელი ფერი ყველაზე კარგად ბუნების მწვანე ფონზე ჩანს და ბუნებაში ის გამაფრთხილებელ ნიშნად ითვლება . ამ ფერზე ჩვენი ქვეცნობიერი ავტომატურად რეაგირებს, რის გამოც ის წამებში იქცევს ყურადღებას.
სხვა ფერებსაც აქვს თავისი ეფექტი, მაგალითად: ცისფერი იწვევს ნდობის და უსაფრთხოების შეგრძნებას, წყითელი მოგვიწოდებს სიფრთხილისკენ, შავი მიუთითებს ფუფუნებაზე და ექსკლუზიურობაზე. მიუხედავად ყველაფრისა ეს ფერები ვერ იქცევენ ისეთივე ყურადღებას,როგორც წითელი ფერი. მაგალითად, წითელი ფერი Honda-ს რეკლამაში ქმნის ვიზუალურ კონტრასტს ნეიტრალურ ნაცრისფერ ფონთან, რისი მეშვეობითაც რეკლამის შემქმნელები ეფექტურად მართავენ თქვენ ყურადღებას.
კიდევ ერთი მაგალითი — Mulberry-ის საშობაო ვიდეო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კომპანია ვირუსული ვიდეოების გადაღების დროს ყოველთვის წითელი ფერის ჩანთებს ირჩევს.
გადმოიყვანეთ ისინი თქვენ ტალღაზე
ბუნებრივი ხმები დადებითად ზემოქმედებენ ადამიანის გრძნობებზე, რადგან ისინი იწვევენ ასოციაციებს, რომლებიც ჩვენ ევოლუციასთან განვითარდნენ. მაგალითად, ჩიტების გალობა დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან, რადგან ჩიტები მხოლოდ მტაცებლების არყოფნის დროს გალობენ. ეს უბრალო გრძნობა ისე ღრმად არის ჩვენში, რომ მისი სამსახურში მოსმენის დროს ჩვენ სამჯერ უფრო მეტად პროდუქტიულები ვიქნებით ვიდრე საოფისე საუბრების მოსმენისას. Apple-მა გამოიყენა ჩიტების ჭიკჭიკი iPhone 6-ის რეკლამაში. მისი ყურების შემდეგ თქვენ დიდხანს გემახსოვრებათ ეს მელოდია.
და კიდევ ერთხელ - ემოციები
ჩვენ გამუდმებით ვსაუბრობთ იმის შესახებ თუ როგორი მძლავრი იარაღია ემოციები რეკლამაში. ადამიანები თვლიან, რომ არჩევანს ლოგიკაზე დაყრდნობით აკეთებენ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში არჩევანის გაკეთების დროს ჩვენ ყოველთვის ემოციებით ვხელმძღვანელობთ. მაყურებელი ყურადღებას აქცევს იმას, თუ როგორ გადმოსცემთ ინფორმაციას და არა იმას თუ რას ამბობთ. ამას framing -ის ეფექტი ჰქვია. ის მოქმედებს ტვინის იმ ნაწილზე, რომელიც პასუხს აგებს ემოციებზე და გადაწყვეტილების მიღებაზე, ის გეხმარებათ გადაწყვეტილებების მიღებაში. უნდა შექმნათ ისტორია, რომელიც აჩვენებს მაყურებლებს, რომ თქვენ იცით თუ რას გრძნობენ ისინი და გადააჭარბოთ მათ მოლოდინებს. თუ მაყურებლები ემოციურად იქნებიან ჩართულები ისინი დიდი ალბათობით გადაწყვეტენ, რომ თქვენ გზავნილს დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად , Edeka -მ შექმნა ისტორია ადამიანის შესახებ, რომლის შვილები და შვილიშვილები ვერასდროს ვერ პოულობენ დროს მის მოსანახულებლად. მაყურებლები, რომელთათვისაც ცნობილია მსგავსი სიტუაცია ბრენდთან ემოციურ კავშირს აღმოაჩენენ.
აიძულეთ მაყურებელი განიცადოს ყველაფერი რეკლამის გმირთან ერთად. Purina- ის ვიდეო ამის კარგი მაგალითია. რეკლამაში ნაჩვენებია ისტორია, რომელშიც ადამიანი და მისი ახალი შინაური ცხოველი ეჩვევიან ერთად ცხოვრებას. ძაღლის საკვებიც კი საინტერესო ჩანს , როცა მას საყვარელი ლეკვი აბნევს , რომელიც თავის ახალ საუკეთესო მეგობარს მისდევს.
და ბოლოს, ადამიანებს სურთ ერთმანეთთან ურთიერთქმედება და ამისთვის ჩვენ ხშირად ვუზიარებთ გრძნობებს ერთმანეთს. ვიდეო, მაყურებელთან ემოციური კავშირის დამყარების ყველაზე კარგი საშუალებაა. მიეცით მაყურებლებს ერთმანეთთან ურთიერთქმედების და ისტორიების გაზიარების მიზეზი.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01