რა ღირს საიტი და რა განაპირობებს მის ფასს?
ალბათ უკვე ყველამ იცის, რომ საიტის ზუსტი ფასის დადგენა მხოლოდ ტექნიკური დეტალური ამოცანის შედგენის შემდეგ არის შესაძლებელი. საიტის ფასები განსხვავებულია. კითხვაზე «რა ღირს საიტი?» მარტო ერთი პასუხი არსებობს - ჯერ უნდა გავარკვიოთ რა სახის საიტი სჭირდება თქვენ ბიზნეს ან პროდუქტს/მომსახურებას, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მისი შეფასება დროშიც და ფასშიც. მოდი შევადაროთ საიტის შექმნა და ავტომობილის შეძენა. ავტომობილის ფასი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული ისევე როგორც საიტის, შესაბამისად ავტომობილის შეძენა საიტის შეძენას ჰგავს, რადგან თუ ჩვენ ავირჩევთ ერთი ფირმის, ერთ კონკრეტულ მოდელს მისი ფასი მაინც დამოკიდებილი იქნება მის კომპლექტაციაზე. სპეციალისტებს, რომლებიც ამ სფეროში მუშაობენ, აქვთ გამონათქვამი: «დამკვეთს შეუძლია მიიღოს ის რაც სურს, ან სწრაფად, ან კარგად, ან მინიმალურ ფასად, მაგრამ ის ვერ შეძლებს ამ ყველაფრის ერთად მიღებას». დამკვეთმა უნდა აირჩიოს ამ ჩამონათვალიდან მხოლოდ ორი. მინიმალური საფასური განისაზღვრება საიტის თვითღირებულებით, ხოლო მაქსიმალური -პროდუქტის (საიტის) ხარისხით, შესრულების დროით, შემსრულებლის იმიჯით და ა.შ. განფასების დროს უნდა გაითვალისწინოთ, როგორც ეკონომიკური ასევე ფსიქოლოგიური ფაქტორიც, რადგან ზოგიერთი დამკვეთისთვის ფასი ხარისხის და სტატუსის მაჩვენებელია. საიტის ღირებულება დამოკიდებულია სამუშაოების მოცულობაზე, დროზე და შემსრულების (კომპანიის) კომპეტენციასა და გამოცდილებაზე.
1. პროექტის მომზადება
1.1. კვლევის ეტაპი: პროექტის გაცნობა, მიზნებისა და ამოცანების დაზუსტება. დამკვეთის ბიზნესის შესწავლა, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და მათი ანალიზი. ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტების ანალიზი, შემდგომ ამისა კი სამუშაოს დეტალების განსაზღვრა, რის შემდეგაც შესაძლებელია დაახლოებითი ბიუჯეტის და შესასრულებელი სამუშაოების ვადის შეფასება. 1.2. ტექნიკური დავალების შესრულება ტექნიკური დავალების საბოლოო სახის შემუშავება და დამტკიცება, რომელიც მოიცავს დიზაინს და ტექნიკურ მახასიათებლებს. საიტის სტრუქტურის შემუშავება (საიტის რუკა).
2. დიზაინის შემუშავება და დამკვეთთან შეთანხმება
2.1. საიტი დიზაინის კონცეფცია (კრეატიული დიზაინი) კრეატიული იდეები გაზიარება, დიზაინის ძირითადი კონცეფციის შემუშავება, რისი მიხედვითაც პირველ რიგში უნდა აიგოს საიტის მთავარი გვერდის დიზაინი, რომელიც დამკვეთის საფირმო სტილითან უნდა იყოს ადაპტირებული, მთავარი გვერდის დიზაინის დამტკიცება საქმის 50% -ია, სხვა გვერდების სტილს განსაზღვრავს მთავარი გვერდის დიზაინი. არ იქნება ზედმეტი თუ კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ნებისმიერი პროდუქტისთვის ვიზუალური კომპონენტი მნიშვნელოვანია, პირველი შთაბეჭდილება ზუსტად ვიზუალური დათვალიერებისას იქმნება. ამიტომ ამ დროს მთავარია არა მარტო კარგი იდეა არამედ ამ იდეის სწორი განხორციელება.
2.2. ტექნიკური დიზაინი დიზაინის კონცეფციის მიხედვით საიტის შიდა გვერდების გრაფიკული შაბლონების შექმნა და შეთანხმება.
3. html
საბოლოოდ დამტკიცებული დიზაინის მიხედვით უნდა აეწყოს HTML , რომელიც პასუხს აგებს ვიზუალურ ეფექტებზე, მის გამართულობაზე, ვებგვერდის ყველა მოწყობილობასთან ინტეგრაციაზე (Responsive Web Site).
4. პროექტის პროგრამული ნაწილი
4.1. მართვის სისტემასთან საიტის ინტეგრაცია დღეს ვერ შეხვდებით თანამედროვე საიტს, მართვის სისტემის (CMS) გარეშე. რადგან მნიშვნელოვანია, როგორც საიტის ვიზუალური მხარე ასევე მისი მარტივად და სწრაფად მართვის საშუალებაც. CMS - უნდა იყოს დახვეწილი, მარტივად სამართავი და მრავალფუნქციონალური. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი საიტებისთვის, რომლებსაც აქვთ რთული, მრავალმხრივი სტრუქტურა და დიდი მოცულობის ინფორმაცია. ეს ეტაპი მოიცავს: მართვის სისტემასთან (CMS) ინტეგრაციას, პროგრამირებას, სერვერის კონფიგურაციას, პროექტის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ხარისხის კონტროლს.
4.2. პროგრამირება, პროექტის ჩაშვება ამ ეტაპზე მუშავდება ფუნქციონალურობა, რომელიც არ შედის სტანდარტული მართვის სისტემაში.
5. საიტის კონტენტი
მნიშვნელოვანია დამკვეთის მხრიდან მომზადდეს საიტზე განსათავსებელი ინფორმაცია (ტექსტი, ფოტო, ვიდეო და სხვა სახის კონტენტი). კონტენტის გამართულობა და ხარისხი ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს ვებგვერდის საბოლოო სახეს, ხშირად დამკვეთებისთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება კონტენტის მომზადება უფრო რთული იყოს და უფრო მეტ დროს საჭიროებდეს, ვიდრე მისი ტექნიკური შესრულება. თუმცა საბოლოოდ ერთხმად უნდა შევთანხმდეთ რომ კონტენტის მომზადება მნიშვნელოვანი პროცესია და სწორედ მისი ხარისხი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ვებგვერდის ეფექტიანობისთვის.
6.საიტის ტესტირება
საიტის ტესტირება და ხარვეზების არსებობის შემთხვევაში მათი აღმოფხვრა. უმჯობესია საიტი გაიტესტოს რეალური კონტენტით, რადგან საბოლოოდ დარწმუნდეთ, რომ არცერთი დეტალი არ არის გამორჩენილი და ვებგვერდი გამართულად და სრულფასოვნად ფუნქციონირებს ყველა სახის ბრაუზერსა და ყველა ტიპის მოწყობილობაზე.
7. საიტის გაშვება
საიტის დამკვეთის მიერ შეძენილ დომეინზე გადატანა. პროექტის ფინალური ტესტირება. დამკვეთის საიტის მართვის სისტემის სწავლება.
8. საიტის წინწაწევა
დღეს საკმარისი არ არის მარტო კარგი საიტის შექმნა, დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რამდენად კარგად იძებნება ის საძიებო სისტემებში, რამდენი ადამიანი სტუმრობს მას. ამ მიზნების მისაღწევად თქვენ შეგიძლიათ საიტის რეკლამირება მედია საშუალებებით და სოციალური ქსელებით. საიტის წინწაწევის სამუშაოების უმეტესი ნაწილი შესრულებული უნდა იყოს მისი შემუშავებისას, ამიტომ საიტის დაკვეთის დროს უნდა აირჩიოთ პროფესიონალი შემსრულებელი, რომელიც ერკვევა საიტის ოპტიმიზაცის (SEO) საკითხებში.
საიტების ტიპები:
დამკვეთბი ძირითადად ცდილობენ საიტის ტიპს გამხელის შემდეგ მიიღონ სრული ინფორმაცია შესრულების პირობებზე (ფასი და ვადა). სწორედ ამ თემიდან გამომდინარე შემოგთავაზეთ ეს სტატია. ვიმედოვნებთ, მეტნაკლებად თვალსაჩინო გახდება რა ეტაპების გავლაა საჭირო საიტის დამზადებისთვის და მისი სწორი განფასებისთვის. რამდენიმე საიტის ტიპის ჩამონათვალს გთავაზობთ, რასაც ხშირად გვეკითხებიან მომხმარებლები:
• საიტი სავიზიტო ბარათი;
• ბიზნეს საიტი;
• კორპორატიული საიტი;
• ბიზნეს - საინფორმაციო;
• პორტფოლიო;
• კატალოგი;
• საინფორმაციო პორტალი;
• ექსკლუზიური საიტი;
მიუხედავად საიტის ტიპის ცოდნისა ზუსტი ფასის დადგენა ტექნიკური ამოცანის გარეშე შეუძლებელია.
გისურვებთ წარმატებებს <3
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01