UX ქოფირაითინგი - ტექსტი, რომელიც სასარგებლოა მომხმარებლისთვისაც და ბიზნესისთვისაც
UX ტექსტები ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს მომხმარებლების მოზიდვასა და შენარჩუნებაში. დღეს უკვე ყველა კომპანიამ იცის, რომ ერთ სიტყვასაც კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც გაყიდვებისთვის ასევე კომპანიის რეპუტაციისათვისაც.
UX იშიფრება, როგორც User Experience - მომხმარებლის გამოცდილება. UX ქოფირაითინგი მჭიდრო კავშირშია UX დიზაინთან. UX ქოფირაითინგი მუშაობს მხოლოდ DIGITAL მიმართულებით. მისი მთავარი მიზანია, მომხმარებელს მისცეს გეზი და გაუმარტივოს საიტსა თუ აპლიკაციაში ნავიგაცია.
რა არის UX ქოფირაითინგი
UX (user experience) ან "მომხმარებლის გამოცდილება" არის შთაბეჭდილება, რომელსაც ადამიანი იღებს მობილური აპლიკაციის, ონლაინ სერვისის ინტერფეისთან მუშაობისას. რაც უფრო მარტივი და ნათელია ინტერფეისი, მით უფრო ადვილია მომხმარებლისთვის მიზნობრივი მოქმედების შესრულება: პროდუქტის შეძენა, ტაქსის გამოძახება, სესხის განაცხადის შევსება. ამ თვალსაზრისით, ინტერფეისი შეიძლება შევადაროთ მანძილს, რომელსაც კლიენტი გადის A წერტილიდან - პროდუქტის გაცნობა - B წერტილამდე - გარიგების დადება.
იმისათვის, რომ ინტერფეისი ადაპტირებადი იყოს, თქვენ უნდა შეავსოთ იგი მარტივი და გასაგები ტექსტით, რომელიც აუხსნის ადამიანს სად დააწკაპუნოს, რა შეიყვანოს და რას გამოიწვევს ესა თუ ის მისის მოქმედება. მარტივად რომ ვთქვათ, UX მწერალი განმარტავს, თუ რა არის ნაჩვენები ეკრანზე სიტყვებით.
UX ქოფირაითინგი არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. სრულყოფილი პროდუქტის მიღების მიზნით, ასეთი სპეციალისტები ჩვეულებრივ მუშაობენ UX დიზაინერებთან ერთად. რადგან პროდუქტის მთლიანობის აღსაქმელად, ტექსტის გარდა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს გრაფიკული დიზაინი.
რა განსხვავებაა UX და ჩვეულებრივ ქოფირაითინგი შორის
- დანიშნულება. ჩვეულებრივი ქოფირაითინგის ამოცანა პროდუქტის ან სერვისის გაყიდვაა, ამიტომ ის ქმნის მარკეტინგულ ტექსტებს: ეს შეიძლება იყოს სოციალური მედიის პოსტები, ბლოგი, სარეკლამო სცენრი და სხვა . საბოლოო მიზანი ყოველთვის ერთია - გაყიდვა. UX ქოფირაითინგის მუშაობს მხოლოდ დიჯითალ სივრცეში, უშუალოდ საიტსა და აპლიკაციაში. UX ქოფირაითინგის მთავარი მიზანი საიტზე შემოსული მომხმარებლებისთვის ნავიგაციის გაუმჯობესებაა. თითოეულმა ვიზიტორმა მარტივად უნდა შეძლოს მისთვის საჭირო ქმედების მარტივად განხორციელება.
- ტექსტის ფორმატი. ჩვეულებრივი კოპირაიტერი ქმნის განსხვავებულ კონტენტს, დაწყებული პროდუქტის აღწერით, დამთავრებული ვიდეო კონტენტით. UX ქოფირაითერები ძირითადად მუშაობენ მიკროტექსტებით, რომლებიც ზოგჯერ ერთი სიტყვისგან შედგება.
- გუნდური მუშაობა. ქოფირაითერი ხელმძღვანელობს მარკეტერების, SEO სპეციალისტების, რედაქტორების დავალებით (მიზნებიდან და ბიუჯეტიდან გამომდინარე). ამავდროულად, მას შეუძლია დამოუკიდებლად მუშაობაც. UX ქოფირაითერი არის გუნდური მოთამაშე. ის მუდმივად უნდა დაუკავშირდეს დიზაინერს, დეველოპერს, ანალიტიკოსს, რათა ნათლად გაიგოს რას წერს. ეს განსაკუთრებით ეხება რთულ ტექნიკურ პროგრამებს, სადაც ყოველდღიურად ათობით კითხვა ჩნდება.
- ეფექტურობის შეფასება. ჩვეულებრივი ქოფირაითერის შესრულებული სამუშაო ფასდება შემდეგი მეტრიკებით – გვერდის ნახვის ხანგრძლივობა, საიტის დატოვების სიჩქარე, სქროლის რუკა, კონვერტაცია, პოზიცია- ძიების შედეგებში. UX ქოფირაითერის მუშაობა კი იზომება – ყოველდღიური ვიზიტებით, დასრულებული გარიგებების რაოდენობით, მიმოხილვებით, განმეორებითი ვიზიტებით და დავალებების შესრულებაზე დახარჯული დროით.
UX- ქოფირაითერის ამოცანა
დიდი დამსაქმებლებისთვის - Google, Amazon და Microsoft - UX ქოფირაითერი გუნდის განუყოფელი წევრია, ხოლო მცირე კომპანიები ქოფირაითერებს ფინალურ ეტაპზე იწვევენ, როდესაც მხოლოდ კონტენტი აკლია. ზოგჯერ ტექსტებს წერს დიზაინერი ან მარკეტერი. ამ მიდგომის უარყოფითი მხარე ის არის, რომ ტექსტები შეიძლება აღიქმებოდეს პროდუქტისგან განცალკევებით და არ იყოს საკმარისად სასარგებლო.
როგორც წესი, კომპანიებში, UX ქოფირაითერი ასრულებს შემდეგ დავალებებს:
- წერს ტექსტებს ინტერფეისისთვის, ვებ გვერდისთვის, აპლიკაციისთვის;
- ატარებს შინაარსის A/B ტესტირებას;
- ადგენს კომპანიის სარედაქციო პოლიტიკას;
- მონაწილეობს აუდიტორიის კვლევაში ქცევითი ფსიქოლოგიის გასაგებად;
- აანალიზებს ტექსტის ეფექტურობას;
- წერს სიახლეებს პროდუქტზე.
პროექტზე მუშაობის დასაწყისშივე, UX ქოფირაითერი ჩართულია „ბრენდის ხმის“ (tone of voice) - კომპანიის მომხმარებლებთან კომუნიკაციის საკუთარი სტილის შემუშავების პროცესში. ეს საჭიროა კონკურენტებისგან გამოსარჩევად, პროდუქტის ღირებულების გადმოსაცემად და ნდობის მოპოვებლად.
როგორ ვიმუშაოთ მიკროტექსტებთან
UX ქოფირაითერის ერთ-ერთი სირთულე არის მიკროტექსტებთან მუშაობის უნარი - რაც შეიძლება მოკლედ და მნიშვნელობის დაკარგვის გარეშე წერა. მაგალითად, მენიუს ელემენტი, რომელიც ასახავს პროგრამის ფუნქციონირებას, უნდა შედგებოდეს 2-3 სიტყვისგან. UX დამწერს მუდმივად უწევს წინადადებების ჩასმა ინტერფეისის შეზღუდულ სივრცეში. ერთი ფრაზის შედგენას შეიძლება რამდენიმე საათი დასჭირდეს და ეს ნორმალურია.
გასაგებად წერა
UX ტექსტი გასაგები უნდა იყოს ყველასთვის, ვინც სტუმრობს საიტს: დიასახლისი, ინჟინერი, სანტექნიკოსი. წერისას მოერიდეთ რთულ ტერმინებსა და ჟარგონებს, რომლებიც მხოლოდ კომპანიის თანამშრომლებმა იციან. კრეატიულობა და ორიგინალური აზროვნება UX ტექსტებში უფრო მინუსია, რადგან მათ შეუძლიათ მომხმარებლის დაბნევა. ინტერფეისში სინონიმების ხშირი გამოყენება მისაღებია.
UX ტექსტებისთვის ჩაანაცვლეთ აბსტრაქტული გამონათქვამები უფრო კონკრეტულით.
დაწერე მოკლედ
არ არის საჭირო მომხმარებლის დროის დაკარგვა ზედმეტი ან აშკარა ინფორმაციის მქონე გრძელი ტექსტების წაკითხვით. უფრო მეტიც, ადამიანების უმეტესობა ტექსტს სიტყვა-სიტყვით კი არ კითხულობს, არამედ თვალს ავლებს – ასკანირებს. არ გამოიყენოთ რთული წინადადებები მრავალი კავშირებით, რომლებიც აფერხებს კითხვის პროცესს. არ შეხვიდეთ სისტემის დიზაინის ტექნიკურ დეტალებში.
დაწერე იმავე სტილში
ინტერფეისის ყველა ტექსტი უნდა შეესაბამებოდეს „ბრენდის ხმას“, რომელიც შეიცავს საერთო ტერმინების მონაცემთა ბაზას, კორპორატიულ ჟარგონს, სახუმარო თემებს, კონტენტის სტილს, გამოსახულების ფორმატს და სხვა. ეს არის საერთო სტანდარტი ბლოგებისთვის, საინფორმაციო ბიულეტენებისთვის, კონტექსტური რეკლამებისთვის, ბანერებისთვის და სხვა სახის კონტენტისთვის.
ეს დოკუმენტი პასუხს სცემს UX ქოფირაითერის ბევრ რუტინულ კითხვას: როგორ მივმართო მომხმარებლებს, რა ციტატები გამოვიყენოთ, როგორ დავწერო უცხო სიტყვები და სხვა. გარდა ამისა, ის ეხმარება ახალ ქოფირაითერს სწრაფად გაიგოს ყველაფერი და შეუდგეს სამუშაოს.
UX ქოფირაითინგი ეხმარება მომხმარებელს. კარგი UX ტექსტი სასარგებლოა, როგორც მომხმარებლისთვის ასევე ბიზნესისთვისაც. UX კონტენტი უფრო ტექნიკურია, ვიდრე კრეატიული
UX- ქოფირაითერი კარგად უნდა იცნობდნენ ტექნიკურ საკითხებს, რათა ის მომხმარებლისთვის გასაგებ ენაზე გადმოსცეს. ისინი წერენ ისე, რომ მომხმარებელმა კარგად გაიგოს რესურსის სწორად გამოყენების ნიუანსები. UX ქოფირაითინგის დაწერას პლატფორმის დიზაინის გათვალისწინება და დიზაინერთან, დეველოპერებთან ერთად მუშაობა სჭირდება.
კარგმა ქოფირაითერმა იცის, როგორ იმოქმედოს მკითხველზე ემოციურად და როგორ დაეხმაროს მას პრობლემების მოგვარებაში.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: (+995) 032 2 45 01 01