ადაპტური ვებ-დიზაინი

რა არის ადაპტური დიზაინი?
ორი სიტყვით ადაპტური ვებ-დიზაინი (RWD) — ეს არის მიდგომა, რომელიც საშუალებას აძლევს დიზაინსა და კოდს, შეესაბამებოდეს  სხვადასხვა მოწყობილობის ეკრანის ზომას.  მისი საშუალებით  თქვენ  მიუხედავად მოწყობილობებისა  საიტს მაინც აქვს ოპტიმალური ხილვადობა. ნახეთ როგორ  გამოიყურება საიტის დიზაინი   სხვადასხვა მოწყობილობებზე:

რატომ არის ადაპტური დიზაინი ასე მნიშვნელოვანი?

თუ ჩვენ მოგვიწევს ყველა მოწყობილობისთვის  დიზაინის ცალკე ხატვა ეს წაიღებს ძალიან ბევრ დროს და  ფინანსურ სახსრებს, ეს ასევე ხელს შეუშლის მომავალში  ცვლილებების განხორციელებას, ამიტომ ადაფტური დიზაინი  — საუკეთესო გადაწყვეტილებაა თქვენი საიტის მომავალისთვის.


ადაფტური დიზაინის არჩევამდე  უნდა გადახედოთ თქვენ აუდიტორიას და  გაარკვიოთ, თუ რომელი
მოწყობილობებს იყენებენ  თქვენი საიტის დასათვალიერებლად.  გაარკვიეთ მიმდინარე ტრაფიკიდან  რამდენი შემოდის თქვენ საიტზე - პერსონალური კომპიუტერით, პლანშეტით და მობილური მოწყობილობით. მაგალითად ამერიკაში საიტზე  ვიზიტორების  56 %  მობილური მოწყობილობებით შედის. დღეს მსოფლიოში  დაახლოებით  2,6  მილიარდი  სმარტფონია, ხოლო 2020 წელს მათი რაოდენობა  6 მილიარდამდე გაიზრდება. ძალიან მნიშვნელოვანია  საიტის სხვადასხვა მოწყობილობებზე და ბრაუზერებზე  ოპტიმიზირება.  ყველა დიდ ბრაუზერს აქვს  საკუთარი  მობილური ვერსია და შესაბამისად საიტებსაც სხვადასხვაგვარად ხსნის.
ის რაც უნდა გაითვალისწინოთ:
  • მომხმარებლის გამოცდილება დგას პირველ ადგილას: ადაპტური დიზაინი  უნდა იყოს  უფრო მეტი, ვიდრე მობულურ ვერსიაზე მორგებული  საიტი. უნდა გავითვალისწინოთ მომხმარებლების გამოცდილება , მათი საქმიანობა და მათთვის საჭირო კონტენტი, რომელსაც ისინი ეძებენ მობილური მოწყობილობის საშუალებით.
  • არ შეიმუშაოთ დიზაინი მხოლოდ  ახალი ტენდენციების მიხედვით, აუცილებლად გაითვალისწინეთ  კონტენტი.
  • მოქმედება: ძალიან მნიშვნელოვანია  კონტენტის იერარქია განსაკუთრებით  როცა საქმე მობილურ ვერსიას ეხება. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ცოტა ნიშნავს ბევრს!  მობილური ვერსია  პერსონალურ კომპიუტერთან შედარებით  შეზღუდულია  სივრცეში, ამიტომ მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად გასაგები  და მარტივად უნდა იყოს  მობილურ ვერსიაში საიტის კონტენტის კითხვა და საჭირო ინფორმაციის მოძებნა.  ასევე დაფიქრდით მთავარი გვერდის მოქმედებებზე- თუ თქვენ გსურთ, რომ მომხმარებლებმა მარტივად შეძლონ თქვენთან დაკავშირება, მაშინ არ დამალოთ საკონტაქტო ინფორმაცია სხვადასხვა ტექსტებით.
მოქნილი გამოსახულებები - ძალიან მნიშვნელოვანია  ადაპტური ვებ-საიტისთვის.  თქვენ უნდა იფიქროთ იმაზე, თუ როგორ დაპატარავდება გამოსახულება სხვადასხვა ეკრანისთვის.  სწორი კოდი საშუალებას მისცემს გამოსახულებას  შემცირდეს და გაიზარდოს  მოწყობილობის მასშტაბის მიხედვით. ადაფტური ვებ დიზაინისთვის კიდევ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი  არის საიტის ნავიგაცია. არსებობს რამდენიმე  გავრცელებული მეთოდი  დიდი მენიუს და კონტენტის მობილურ მოწყობილობაზე მოსარგებად. ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივი - სენდვრიჩ -მენიუ, ჩამოსაშლელი  ჰორიზონტალური მენიუ.


დაიმახსოვრეთ:

ადაფტური ვებ-დიზაინი უნდა იყოს მოქნილი-ყველა სახის მოწყობილობისთვის; დიზაინის შემუშავებისას გაითვალისწინეთ   თქვენი კონტენტი;და რაც ყველაზე მთავარია გაითვალისწინეთ  თქვენი მომხმარებლების ჩვევები.

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ  გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: (+995) 032 2 45 01 01
ადაპტური ვებ-დიზაინი

სხვა სიახლეები