2019 წლის ბრენდინგის 10 ყველაზე კრეატიული მიმართულება. ნაწილი 3

8. 3D - გამოსახულება

ტექნოლოგიას ძლიერი გავლენა აქვს ბრენდინგის ტენდენციებზე, როდესაც  ერთი კომპანია ნერგავს  თანამედროვე, ინოვაციურ  ვიზუალურ  ეფექტებს ადამიანებს ეზრდებათ სტანდარტები და ისინი იწყებენ საყვარელი ბრენდებისგან იმავე და უკეთესი ინოვაციების მოთხოვნას.

დღეს  სამგანზომილებიანი  გამოსახულებების მიმართ ზუსტად ეს ხდება.  დიზაინერები მაქსიმალურად იყენებენ თანამედროვე პროგრამების  შესაძლებლობებს  დიზაინის დახვეწისთვის, ქმნიან  შთამბეჭდავ  ფოტორეალისტურ 3D გამოსახულებებს, რითაც  აქრობენ ზღვარს რეალურ და  კომპიუტერულ ვიზუალიზაციას შორის.

ყველაფერ ამასთან ერთად, დეკორატიული დეტალების მეშვეობით  ჩვენ ვიღებთ  3D გამოსახულებას  შესანიშნავი ვიზუალური ეფექტებით და დეტალიზაციის მაღალი დონით, რომელთა მიზანიც   მომხმარებლების  გაოცებაა.  ეს ტენდენცია ერთნაირად კარგია , როგორც  ლოგოების ისე საიტის და ტიპოგრაფიის დიზაინისთვის. მისი ბრენდინგში გამოყენებით, თქვენ  სიტყვების გარეშე უხსნით  პოტენციურ მომხმარებელს, თუ რამდენად თანამედროვე და შემოქმედებითია თქვენი კომპანია.

Netbee logo
ლოგოს დიზაინი  Katt Phatt™
3D Art
დიზაინი - Pinch Studio- სგან
LearnVibrant logo
ლოგოს დიზაინი **Faith**

 

9. პროაქტიული უარყოფითი სივრცე

ყველა ტენდენცია არ არის მაღალტექნოლოგიური და არ  ასახავს საზოგადოების მდგომარეობას. ზოგიერთი მათგანი —არის უბრალოდ ის რაც ხალხს  ეხლა მოსწონს. ბოლო დროს ეს არის  ნეგატიური სივრცე (Negative Space): დღეს უფრო მეტი და მეტი  დიზაინერი  იყენებს   ნეგატიურ სივრცეს დიზაინში. რა იგულისხმება «პროაქტიულ  უარყოფით  სივრცეში»? ეს არის - უარყოფითი სივრცის გამოყენება, როგორც  დიზაინის დეტალის - გზავნილის ან ფარული აზრის  გადმოსაცემად. დღეს დიზაინერებმა კიდევ ერთი საფეხურით წაიწიეს წინ: ისინი ქმნიან დასამახსოვრებელ, კრეატიულ ნამუშევრებს,რომელიც მთლიანად ეფუძნება  უარყოფითი სივრცის გამოყენებას. ეს ტენდენცია იდეალური გადაწყვეტილებაა იმ შემთხვევაში თუ თქვენ გსურთ  შესძინოთ ბრენდს ორაზროვანი იერი ან  უბრალოდ გადმოსცეთ თქვენი მიზნები ფარულად და ორიგინალურად, მისი საშუალებით თქვენ შეგიძლიათ — გამოიყენოთ ორი გამოსახულება ერთის ნაცვლად.  ნეგატიური სივრცის გამოსახულებად გარდაქმნით  თქვენი ტექსტური ლოგო გახდება უფრო დინამიური  და ასევე გექნებათ იმის გარანტია, რომ ის არასდროს არ იქნება მოსაწყენი.

NextGen Professional logo
ლოგოს დიზაინი  cucuque design- სგან
Дизайн лого от Artvin
ლოგოს დიზაინი Artvin- სგან
Bowties Kitchen logo
ლოგოს დიზაინი  Smeg! -სგან
Piano Panda logo
ლოგოს დიზაინი  m∾ns™  -სგან

10. ნეომინიმალიზმი

ამ განშტოებას შეგვიძლია ვუწოდოთ  «ნეომინიმალიზმი», მინიმალიზმის ქვე კატეგორია,  ის  წარმოადგენს   სტილისადმი ახალი ეპოქის  შეხედულებებს.   ნეომინიმალიზმი არის მინიმალიზმის    ჩაღმავებული ან  გადამეტებული ვერსია: მასში უფრო მცირე დეტალები და უფრო დიდი უარყოფითი სივრცეა, ამ ყველაფრის ღია ფერებთან და თამამ ტიპოგრაფიასთან ნაზავი კი ქმნის ორიგინალურ, თანამედროვე ნამუშევრებს. ნეომინიმალისტური დიზაინის  მქონე  ვებ გვერდებზე  ხშირად შეხვდებით ცარიელ გვერდებს,რომელზეც მხოლოდ რამოდენიმე  სიტყვაა. სიტყვები  ნაცვლდება  ფერებით და შრიფტებით. ლოგოს დიზაინი შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ რამდენიმე  ხაზების ან მარტივი ფორმებისგან, მაგრამ ამასთან ერთად  ისინი გადმოსცემენ უფრო მეტ ინფორმაციას  ვიდრე გადატვირტული ნამუშევრები. ამ ტენდენციას გვერდს გულგრილად  ვერც შეფუთვის დიზაინი ჩაუვლის: ცარიელ სივრცეს   აკავშირებს მსხვილ შრიფტიანი წარწერა ან რამე გამოსახულება,  რომელიც  გიამბობთ  პროდუქტის შესახებ ინფორმაციას.

Taharah product packaging
 MMX -ის  შეფუთვის დიზაინი
minimalist label design
 MihaiJ- დიზაინი
Vibrant green Branding
goopanic - დიზაინი

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

2019 წლის ბრენდინგის 10 ყველაზე კრეატიული მიმართულება. ნაწილი 3

სხვა სიახლეები