საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია თქვენი საიტისთვის

საიტი არის თქვენი ვირტუალური ოფისი, სადაც ადამიანებს იწვევთ. ამიტომ თუ ის იქნება:მოუხერხებელი, რთულ სტრუქტურიანი, არარელევანტური კონტენტით და გაუგებარი ნავიგაციით, მაშინ თქვენ საიტზე შემოსული მომხმარებელი დატოვებს საიტს და აღარ დაბრუნდება.
მეორეს მხრივ, საიტი შეიძლება იყოს სასარგებლო, გასაგები და სწრაფადაც იტვირთებოდეს, მაგრამ იმდენად შორს იყოს საძიებო სისტემის შედეგების სიაში, რომ თქვენმა აუდიტორიამ ვერასოდეს იპოვოს ის.
ამიტომ, როგორც პირველ, ასევე მეორე შემთხვევაში საჭიროა საიტის ოპტიმიზაცია, რათა მან შეძლოს თავისი ამოცანების სრულყოფილად შესრულება. 
ჩვენ ვსაუბრობთ საძიებო სისტემის ოპტიმიზაციაზე (SEO, Search Engine Optimization)- რომელიც შედგება კომპლექსური ქმედებებისგან და მიზნად ისახავს საძიებო სისტემებში საიტის რეიტინგის გაუმჯობესებას. ანუ თქვენი ინტერნეტ რესურსის დაწინაურება ძიების შედეგებში, რაც ხორციელდება მაღალი ხარისხის კონტენტის შექმნით, მესამე მხარის რესურსებზე ბმულების გაზიარებით და სხვა კომპლექსური მეთოდებით, რომლებზეც ამ ბლოგში ვისაუბრებთ.

როგორ მუშაობს  საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO)?

ძიების შედეგების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი კონტენტის რელევანტურობაა (შესაბამისობა), ანუ რამდენად ზუსტად პასუხობს ის მომხმარებლის მოთხოვნებს. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ საიტს ჰქონდეს კომფორტული და ინტუიციური ინტერფეისი და ასევე სწრაფადაც იტვირთებოდეს.

ეს ყველაფერი არ არის, რადგან საძიებო სისტემები ადგენენ ოპტიმიზაციის ახალ წესებს და მუდმივად ანახლებენ რეიტინგის ალგორითმებს, მაგრამ არსებობს რამდენიმე უცვლელი რეკომენდაცია, რომელიც თქვენ ვებ საიტს საძიებო სისტემების ძიების შედეგების სათავეში მოაქცევს.

საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის  პოპულარიზაციის ორი ძირითადი გზა არსებობს: შიდა და გარე ოპტიმიზაცია (ქვემოთ მათ უფრო დეტალურად განვიხილავთ). ჩვენ გირჩევთ თქვენი საიტის სრულყოფილად ოპტიმიზაციას: შეცვალეთ და გააუმჯობესეთ კონტენტი, განაახლეთ ტექნიკური კომპონენტი, შეამოწმეთ რამდენად კარგად მუშაობს საიტი სხვადასხვა მოწყობილობაზე და ა.შ.

ერთი სიტყვით, გააკეთეთ ყველაფერი, რაც ნებადართულია წესებით, რათა თქვენი საიტი საძიებო სისტემების შედეგების სათავეში მიაქციოთ, შეეცადეთ შეინარჩუნოთ და გააუმჯობესოთ შედეგები, ამაში ქვემოთ მოცემული სქემა დაგეხმარებათ.

საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია

შიდა ოპტიმიზაცია
სწორედ შიდა ოპტიმიზაცია ითვლება ვებ გვერდის პოპულარიზაციაში წარმატების მიღწევის მთავარ ფაქტორად, სწორედ შიდა ოპტიმიზაციის წყალობით ხდება საიტი მოსახერხებელი და ხარისხიანი, სწრაფად ჩატვირთვადი და რელევანტური (მომხმარებლებს საიტზე ხვდებათ ის ინფორმაცია რაც სჭირდებათ).

ამისთვის საჭიროა:

  • სემანტიკური ბირთვის შექმნა, ანუ საკვანძო სიტყვებისა და მოთხოვნების სიების შედგენა და მათი გამოყენება;
  • პრაქტიკულობის გაუმჯობესება;
  • კონტენტის შესაბამისობის მონიტორინგი;
  • საიტის სტრუქტურის ოპტიმიზაცია;
  • გადალინკვის შემოწმება და გაუმჯობესება; 
  • ტექნიკური შეცდომების პოვნა და გამოსწორება: არარსებული ბმულების, გვერდის დიდხან ჩატვირთვა და ა.შ.

უკეთესი შედეგის მისაღებად ექსპერტები აანალიზებენ ქცევით ფაქტორებს - მეტრიკას, რომელიც აჩვენებს აუდიტორიის ურთიერთქმედებას რესურსთან: საიტზე ყოფნისას და მის რომელიმე კონკრეტულ გვერდზე დახარჯულ დროს და სხვა  მსგავს მონაცემებს.

ანალიტიკა

გარე ოპტიმიზაცია
გარე ოპტიმიზაცია არის მესამე მხარის საიტებზე თქვენი რესურსის ბმულების გამოქვეყნებით ტრაფიკის მიღება.
საიტის შერჩევის შემდეგ თქვენ ბმულისთვის უნდა შეარჩიოთ რელევანტური კონტენტი: სურათი, ტექსტი,"Keyword" და თქვენი საიტის კონკრეტული გვერდი, რომელზეც გსურთ მომხმარებლების გადმოსვლა.

მაღალი ხარისხის ბმულის შესაქმნელად თქვენ უნდა გააკეთოთ შემდეგი:

  • ატვირთოთ აუდიტორიისთვის საინტერესო და საჭირო კონტენტი, რათა მათ მოუნდეთ მისი გაზიარება;
  • ითანამშრომლეთ ხარისხიან და რეიტინგულ რესურსებთან;
  • შექმენით ბექლინკები სხვადასხვა რესურსებზე.

თუ უკვე ამოწურეთ კონტენტის გაზიარების ყველა შესაძლო ვარიანტი თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ გამოკითხოთ აუდიტორია:

  • ჩაატარეთ სიღრმისეული ინტერვიუები თქვენ აუდიტორიასთან - შეარჩიეთ საინტერესო თემები და მონაწილეები თქვენი მომხმარებლებიდან, დაუკავშირდით მათ პირადად, გაარკვიეთ მათი მკაფიო და გულწრფელი აზრი თქვენი პროდუქტებისა და სერვისების შესახებ;
  • ხოლო მცირე დროში საერთო სურათის დასანახად- შეგიძლიათ შექმნათ პატარა გამოკითხვები საიტზე, სოციალურ ქსელებში და სხვადასხვა რესურსებზე.

მომხმარებლების გარდა გააანალიზეთ თქვენი კონკუენტებიც : მათი კონტენტი, მათ პროდუქტსა და მომსახურებაზე არსებული გამოხმაურებები და ბიზნესის წარმოების პროცესი.

დღეს, ისე როგორც არასდროს საძიებო სისტემებში ოპტიმიზაცია ნებისმიერი ბიზნესისთვის მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს, რადგან საძიებო პლატფორმების პირველ გვერდზე  გამოჩენა ყველასთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია თქვენი საიტისთვის

სხვა სიახლეები

ტეგები: