მარკეტინგის მენეჯერი - ახალი შესაძლებლობები და მიზნები

მარკეტინგის მენეჯერის ძირითადი სამუშაო  კომპანიის პროდუქტის/მომსახურების აღქმული ღირებულების მართვა მდგომარეობს.  რისთვის არის ეს საჭირო?  პროდუქტის/მომსახურების  ფასეულობის აღქმა პირდაპირ ზეგავლენას ახდენს მისი საშუალებით მაღალი მოგების მიღებაში, რაც თავის მხრივ მარკეტინგის დეპარტამენტის ეფექტურობის შეფასების უმარტივესი ელემენტია.

მარკეტინგის მენეჯერის მთავარ  მიზანს და ამოცანას პროდუქტის/მომსახურების ფასეულობის ზრდა წარმოადგენს. მაღალი ფასეულობის მქონე პროდუქტი/მომსახურება  მომხმარებლებს აძლევთ საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობას, ხოლო  კომპანია კი მაქსიმალურ მოგებას  იღებს.

მარკეტინგის მენეჯერი – ეს არის ადამიანი, რომელიც ასრულებს დავალებების ფართო სპექტრს. იგი ეძებს სხვადასხვა გზებს, ტექნიკასა და ინსტრუმენტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს კომპანიის პროდუქციის/მომსახურების გაყიდვების ზრდას. ამავე დროს, იგი ითვალისწინებს ორგანიზაციის კონცეფციას, მის ფინანსურ შესაძლებლობებს, სამიზნე აუდიტორიის მახასიათებლებს და მის საჭიროებებს. მარკეტინგის მენეჯერის ძირითადი მოვალეობები:

  • ბაზრის და მისი ტენდენციების კვლევა
  • მომხმარებელთა ქცევის შესწავლა
  • სამიზნე ბაზრის შერჩევა
  • კონკურენტული უპირატესობის შემუშავება
  • პროდუქტის განვითარების სტრატეგიის დამტკიცება
  • კომპანიის პროდუქციის/მომსახურების ტაქტიკური მართვა
  • მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯმენტი
  • გაწეული სამუშაოს შედეგების კონტროლი და ანალიზი

ბაზრის საჭიროებების და ძირითადი ტენდენციების შესწავლა
ბაზრის ანალიზი  მარკეტინგის მენეჯერის პირდაპირი მოვალეობა. მას შეუძლია ეს გააკეთოს საკუთარი ძალებით  ან საჭიროების შემთხვევაში ამ პროცესში ჩართოს ანალიტიკური კვლევითი სააგენტო. ყველაფერი დამოკიდებულია ბიუჯეტზე და  და ჩასატარებელი კვლევის  მნიშვნელობაზე. მეორე შემთხვევაში, ის ადგენს გეგმას, განსაზღვრავს ბაზრის ანალიზის სიღრმეს და ადგენს სხვა მონაცემებს, რომელთა მიღებაც სჭირდება და უძღვება იმ სტრატეგიული გადაწყვეტილებების შესრულებას, რომლებიც ბაზრის შესწავლის  შემდეგ უნდა განხორციელდეს.

მარკეტინგის მენეჯერი - ახალი შესაძლებლობები და მიზნები

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ,  ბაზრის საერთო სურათის ფორმირება, მისი სეგმენტებად დაყოფა და თითოეული სეგმენტის სიცოცხლისუნარიანობის შეფასება  მარკეტინგის მენეჯერის უმთავრესი ამოცანაა. 

სამიზნე აუდიტორიის ქცევის შესწავლა
სწორედ მარკეტოლოგმა უნდა იცოდეს საკუთარი სამიზნე აუდიტორის ყველა განცდა, მოთხოვნა, მიზანი და ყველა ის ელემენტი, რომელიც მათ გადაწყვეტილებებზე მოქმედებს. სწორედ ეს ცოდნა ეხმარება მას შექმნას ძლიერი პროდუქტი/მომსახურება და გაყიდოს ის საჭირო დროს საჭირო ადგილას- ეფექტური კომუნიკაციით.

როგორ აკეთებს ის ამას?
მარკეტინგის მენეჯერი ესაუბრება მომხმარებლებს. სხვადასხვა კვლევების და გამოკითხვების საშუალებით ის ეცნობა სამიზნე აუდიტორის პრობლემებს, საჭიროებებს და შეხედულებებს. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ის ჰქმნის  იდეალურ პროდუქტს/მომსახურებას, რომელიც პასუხობს მომხმარებლების მოთხოვნებს. მარკეტოლოგი ახდენს მომხმარებლის ყიდვის მთავარი მოტივების განსაზღვრას  და სწორად მათზე დაყრდნობით ახდენს გაყიდვების სტიმულირებას.

წინასწარ მარკეტინგული პერსონის შექმნა 
ბიზნესის წარმატებულად მართვა და ზრდა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად იცნობთ მომხმარებლებს. ხოლო მათ კარგად გასაცნობათ თქვენ დაგჭირდებათ  მარკეტინგული კვლევის ჩატარება, რომელიც საშუალებას მოგცემთ შექმნათ მომხმარებლის ვირტუალური სახე- მარკეტინგული პერსონა, რომელსაც ექნება თქვენი მომავალი მომხმარებლების: გემოვნება,  ღირებულებები,  საჭიროებები, მოთხოვნები და პრიორიტეტები. 

სამიზნე ბაზრისა და სამიზნე აუდიტორიის არჩევა
ბაზრისა და სამიზნე აუდიტორიის კარგი ცოდნით, მარკეტინგის მენეჯერმა უკვე იცის,  რომელ სეგმენტზე მუშაობა მოუტანს მას მეტ მოგებას- გრძელვადიან პერიოდში, ასევე ამ დროს ის ახდენს კომპანის ძლიერი და სუსტი მხარეების შეფასებას.  

სწორედ საბაზრო სეგმენტის პოტენციალის, კონკურენციის დონის და მომავალში დამატებითი ინვესტირების განხორციელების შესაძლებლობებზე დაყრდნობით- მარკეტინგის მენეჯერი  ირჩევს ბაზარს და სამიზნე აუდიტორიას. 

მარკეტინგის მენეჯერი - ახალი შესაძლებლობები და მიზნები

კონკურენტული უპირატესობის შექმნა
სწორედ მარკეტინგის მენეჯერი სძენს პროდუქტს/მომსახურებას სასურველ იერს, ხასიათს, იმიჯს, რისი მეშვეობითაც გამოყოფს მას ბაზარზე სხვა მსგავსი მომსახურებების/პროდუქტებისგან. მარკეტინგის მენეჯერი უზრუნველყოფს პროდუქტის/მომსახურების  კონკურენტუნარიანობას- ამისთვის  ის იყენებს კონკურენტების ანალიზსა და საბოლოო პროდუქტის შეძენისგან დიფერენცირებული სარგებლის შექმნით. მან იცის კონკურენტების სისუსტეები და ესმის, თუ რომელი მეთოდების და ინსტრუმენტების  გამოყენება იქნება ეფექტური კონკრეტულ ბაზარზე. 

გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება
კომპანიის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში მარკეტინგის მენეჯერის  ჩართულობა აუცილებელია. პირველ რიგში იმის გამო, რომ  მან  იცის ბაზრის ტენდენციები- შეუძლია თავისუფალი  და  დაბალ კონკურენტული ნიშის პოვნა  პერსპექტიული სეგმენტის შერჩევა. მეორე: მას აქვს სტრატეგიული აზროვნება- შეუძლია აღმოაჩინოს ზრდის საკვანძო ელემენტები, შესაძლო საფრთხეები  და მათზე დაყრდნობით შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა- რისკების შესამცირებლად. 

პროდუქტის/მომსახურების მენეჯმენტი 
მარკეტინგის მენეჯერმა იცის, როგორი უნდა იყოს და რა მახასიათებლები უნდა ჰქონდეს  პროდუქტს/მომსახურებას, ზუსტად იცის გაყიდვების სტიმულირებისთვის რა უნდა  მოუყვეს მომხმარებლებს პროდუქტის/მომსახურების შესახებ, ის თუ რა ფასს გადაიხდის მოხმარებელი კონკრეტულ პროდუქტში/მომსახურებაში და იცის ის,  თუ რომელ სეგმენტზე გასვლა  მოუტანს კომპანიას უფრო მეტ სარგებელს.

მარკეტინგის მენეჯერი - ახალი შესაძლებლობები და მიზნები

მომხმარებლებთან ურთიერთობის ფორმირება
მარკეტინგის მენეჯერი პასუხისმგებელია კომპანიის მომხმარებელთა ბაზის ზრდაზე. მის მოვალეობაში შედის სხვადასხვა სახის ღონისძიებების გატარება, რომლის შედეგადაც ხდება: ახალი მომხმარებლების მოზიდვა, არსებულის შენარჩუნება და წასული მომხმარებლების დაბრუნება. მომხმარებლების ლოიალურობის ზრდა მარკეტინგის მენეჯერის ერთ-ერთი ყველაზე  მნიშვნელოვანი ამოცანაა, რადგან მომხმარებლების ერთგულება კომპანიის სტაბილური განვითარების საკვანძო ელემენტია.  

კონტროლი და ანალიზი
იდეალური პროდუქტის/მომსახურების შესაქმნელად მარკეტინგის მენეჯერს ყველა ეტაპზე -ყველა დეპარტამენტის პროექტების  კურირება  და კოორდინაცია უწევს.

მარკეტოლოგი: აანალიზებს გაწეულ სამუშაოს, ადგენს მარკეტინგულ ნიშებს და აანალიზებს მიღწეულ შედეგებს, ავითარებს მაკორექტირებელ მოქმედებებს და მართავს შეზღუდულ რესურსებს მაქსიმალური შედეგების მისაღწევად.

კომპანიების მარკეტინგული საქმიანობის ბიუჯეტირება
მარკეტინგის ბიუჯეტი – ეს არის ბაზრის კვლევის, პროდუქტის/მომსახურების შემუშავების, მისი კონკურენტუნარიანობის, საფასო პოლიტიკის შემუშავების და ბაზარზე ჩაშვებისთვის საჭიროდ გაწეული ხარჯების ერთობლიობა.

მარკეტინგის მენეჯერს ევალება:  

  • ორგანიზაციაში არსებული პროდუქტის/მომსახურების მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა - ბიუჯეტირება;
  • მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება, კოორდინირება;

ბიუჯეტის განსაზღვრა გეხმარებათ გაიგოთ: რამდენი ჯდება ერთი მომხმარებლის მოზიდვა და შენარჩუნება და რა მოგება მოაქვს მას თქვენი კომპანიისთვის და ამ ინფორმაცის საფუძველზე დაადგინოთ რა განსხვავებაა ხარჯებსა და შემოსავალს შორის.

მარკეტინგის მენეჯერმა- ნებისმიერი ბიუჯეტის დაგეგმვამდე  უნდა განისაზღვროს ჩასატარებელი ღონისძიების მიზანი და ფუნქცია, რათა თავიდანვე ცხადი გახდეს- თუ რა მიზანს ემსახურება ის. 

  • განსაზღვრავს პრიორიტეტებს;
  • აფასებს მოსალოდნელ რისკებს;

ამ ინფორმაცის საფუძველზე მარკეტინგის მენეჯერი ადგენს ჩასატარებელი ღონისძიებების რაოდენობას, ტიპს (ირჩევს რეკლამის სახეობებს) და ადგენს საბოლოო ბიუჯეტს. 

მასალის გამოყენების პირობები

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მარკეტინგის მენეჯერი - ახალი შესაძლებლობები და მიზნები

სხვა სიახლეები