User flow: როგორ შევქმნათ მომხმარებლებზე ორიენტირებული აპლიკაცია და საიტი

რა არის user flow?

წარმოვიდგინოთ სიტუაცია: თქვენ იპოვეთ ახალი აპლიკაცია, რომელიც გპირდებათ ზუსტად იმას, რაც დიდი ხანია გსურთ და მოუთმენლად აჭერთ ჩამოტვირთვის ღილაკს. მალე აპი იხსნება და თქვენ მზად ხართ მის გამოსაყენებლად,  მაგრამ ჯერ უნდა დაარეგისტრიროთ ანგარიში, შემდეგ უნდა მისცეთ აპს თქვენ  მდებარეობაზე წვდომის ნებართვა და გამოგიგზავნოთ push- შეტყობინება, შემდეგ თქვენ უნდა გაიაროთ აპლიკაციის გამოყენების მთელი სახელმძღვანელო, კონფიდენციალურობის პოლიტიკა და ა.შ. საბოლოოდ მწარე სიმართლე არის ის, რომ ასეთი ურთიერთქმედებისას მომხმარებლების უმეტესობა რაც არ უნდა ფუნქციონალური იყოს იგი მაინც წაშლის აღნიშნულ აპლიკაციას. აი რატომ არის მნიშვნელოვანი აპლიკაციაში და ვებ გვერდზე მომხმარებლის მოგზაურობის user flow-ს მეშვეობით მპტიმიზირება.

User flow – ეს არის მოქმედებების თანამიმდევრობის ვიზუალური წარმოდგენა, რომელსაც მომხმარებელი ასრულებს თქვენს რესურსზე თავისი მიზნის მისაღწევად. მას შეუძლია დაფაროს როგორც ერთი ფუნქცია, ასევე მთელი პროდუქტი.

თანამიმდევრობის შესადგენად, თქვენ უნდა გააკეთოთ კვლევა და უპასუხოთ სამ ძირითად კითხვას:

  • ვინ არის მომხმარებელი?
  • რა არის მისი მიზანი?
  • რა ნაბიჯები უნდა გადადგას მან ამ მიზნის მისაღწევად?

ეს არის ძირითადი კითხვები, რომლებზეც ზოგჯერ რთულია მკაფიო პასუხების გაცემა, ამიტომ საქმის გამარტივებაში დამხმარე კითხვები დაგეხმარებათ:

  • რისთვის გამოიყენებს მომხმარებელი აპს?
  • რა უბიძგებს მომხმარებელს ამ მიზნის მიღწევისკენ?
  • როგორ დაგეხმარებათ აპლიკაცია თქვენი მიზნის მიღწევაში?
  • რამ შეიძლება შეუშალოს ხელი მომხმარებელს აპლიკაციის გამოყენებაში?
  • პროდუქტის ან მომსახურების რომელი თვისებებია ყველაზე მნიშვნელოვანი მწარმოებლისთვის და მომხმარებლებისთვის? რა იწვევს კითხვებს, ეჭვებს და ყოყმანს?
  • აპლიკაციის რომელი ფუნქციებია ყველაზე მნიშვნელოვანი მომხმარებლისთვის?
  • რა ინფორმაცია სჭირდებათ მომხმარებლებს მოქმედების შესასრულებლად?
  • რა ემოციური ტრიგერი უბიძგებს მათ მოქმედებისკენ?

დიზაინის პროცესში ყოველთვის ბევრი კითხვა უნდა იყოს. მათზე პასუხების ძიება შესაძლებელს ხდის ყველა წვრილმანის გათვალისწინებას. სწორედ ამ კითხვების და მათზე პასუხების მეშვეობით იქმნება მომხმარებლებზე ორიენტირებული პროდუქტი. 

User flow – ეს არის ისტორია მომხმარებლის შესახებ

User flow – საშუალებას გაძლევთ შეხედოთ მომხმარებლისა და აპლიკაციას შორის ურთიერთქმედებას მომხმარებლის თვალით.

თუ სრულფასოვანი საიტები გაძლევენ კრეატიულობის მაქსიმალურად გამოვლენის საშუალებას, მობილური აპლიკაციების შემუშავება ყოველთვის მოითხოვს ბალანსს ფუნქციურობასა და გამოყენებადობას შორის.  ერთის მხრივ, მომხმარებლებმა ადვილად უნდა მიიღონ წვდომა ყველაზე მნიშვნელოვან ფუნქციებზე აპლიკაციის მთავარი გვერდიდან, ზედმეტი ნაბიჯების გარეშე, დიდი ღილაკების ადვილად დაჭერით. მეორეს მხრივ, როდესაც ვსაუბრობთ აპლიკაციაზე,  საქმე არ ეხება მხოლოდ ღილაკებს. 

ყველაზე ფუნქციონალური აპლიკაციის შექმნა არც ისე რთულია, მაგრამ ამ ყველაფრის ერთად ყველაზე მიმზიდველი და მოსახერხებელი გზით გაერთიანება გაცილებით რთული ამოცანაა. 

თუ დეველოპერული კომპანი ვერ გაუმკლავდა გამოწვევას და ვერ შექმნა ინტუიციური აპლიკაცია, მაშინ აღნიშნული პროექტი განწირულია ჩავარდნისთვის, რადგან მომხმარებლისთვის ყოველთვის უფრო მოსახერხებელია გასაგები და მარტივი აპლიკაციის ჩამოტვირთვა, ვიდრე დროის ინსტრუქციების და გაკვეთილების კითხვაში დახარჯვა ან რთულ აპლიკაციებში უსასრულოდ ხეტიალი და რამის ცდების და შეცდომების საშუალებით გარკვევა. 

როგორ გამოიყურება ყველაფერი?

არ არსებობს ზუსტად ერთი-ერთში გაწერილი User flow – ს პროექტირების ინსტრუქცია, რადგან ის შეიძლება იყოს სხვადასხვა. User flow – ს  მახასიათებლები დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დეტალურად არის საჭირო ყველაფრის დამუშავება. მთავარია როგორც დიზაინერმა მიაღწიოთ მიზანს – რათა დამკვეთმა და პროდუქტის შემქმნელმა გუნდმა  გაიგოს, როგორ იღებს მომხმარებელი წვდომას ამა თუ იმ ფუნქციაზე, ასევე როგორ და რამდენ ხანს ანდომებს ის რესურსზე გადაადგილებას  და კონკრეტული დავალების შესრულებას. 

User flow – შეიძლება წარმოდგენილი იყოს კომბინაციით:

  • task flow
  • wire flow (lo-fi)
  • screen flow (hi-fi)

მოდით გადავხედოთ თითოეულ მათგანს და ვნახოთ, როგორი შეიძლება იყოს ის. მაგალითად, ავიღოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკის ონლაინ მაღაზია და განვსაზღვროთ მომხმარებელი, მისი მიზანი და მიზნის მისაღწევად გადასადგმელი ნაბიჯები.

მოდით, ჩვენი მომხმარებელი იყოს ახალგაზრდა დედა, რომლის მიზანია შეიძინოს სამზარეულოს მრავალფუნქციური  კომბაინი. ნაბიჯების თანამიმდევრობის ერთ-ერთი სცენარი შეიძლება ასე გამოიყურებოდეს:

  1. ონლაინ მაღაზიის ვებგვერდის გახსნა;
  2. ძიების ველში "სამზარეულოს კომბაინის" ჩაწერა;
  3. შედეგებში ნაჩვენები რამდენიმე პროდუქტის შედარება;
  4. სასურველი პროდუქტის კალათაში გადატანა;
  5. შენაძენის გაფორმება;
  6. გადახდა;
  7. საიტის დატოვება

Task flow - ეს არის მარტივი წარმოდგენა იმაზე, თუ რას აკეთებს მომხმარებელი კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად. არსებითად, ეს არის კლასიკური დიაგრამა, რომელიც განსაზღვრავს მომხმარებლების მოქმედებების თანამიმდევრობას. 

სქემა

ამ სქემაში არაა მოცემული სხვადასხვა გასათვალისწინებელი ნიუანსები. მაგალითად რა მოხდება თუ შედეგებში არაფერი მოიძებნა? რა იქნება თუ გადახდა არ მოხერხდა? აქ მოცემულია მხოლოდ ზოგადი ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს ბევრ მოქმედებას: მაგალითად, ძიება შეიძლება გაუმჯობესდეს ფილტრი დონეების დამატებით, ხოლო გადახდის სიმარტივე და გამართული მუშაობა კი დამოკიდებულია  ინსტრუმენტის სწორად შერჩევაზე და ა.შ.

Wire flow (lo-fi)

Wire flow – ეს არის ბლოკ-სქემებისა და wireframes- ის გაერთიანება. Wireframe – ეს არის ეკრანის დიზაინის დეტალური ჩანახატი, რომელიც ფოკუსირებულია არა ვიზუალურ კომპონენტზე, არამედ ელემენტების მოწყობაზე, ეკრანის სტრუქტურასა და შინაარსზე. 

wire flow - ში ბლოკ-სქემების ელემენტების ნაცვლად წარმოდგენილია ეკრანების სქემატური განლაგება, რომლებთანაც მომხმარებელი რაიმე კონკრეტული მიზნის მიღწევისას ურთიერთქმედებენ. არ არის საჭირო ვიზუალურ დეტალებზე  დიდი დროის დახარჯვა  და თითოეული ღილაკის და იკონკის დახატვა. უმეტესწილად აქცენტი კეთდება თითოეულ გვერდის დიზაინში ნავიგაციის ელემენტებზე. 

Wire flows – განსაკუთრებით მოსახერხებელია მობილური ეკრანების შექმნისას: მობილური ეკრანის შედარებით მცირე ზომები ადვილად გამოიყენება ბლოკ-სქემების აბსტრაქტული ელემენტების ჩასანაცვლებლად. Wire flows კომფორტულია ტექნიკური დავალების ფორმირების, დაზუსტებისთვის და არა ტესტირების ეტაპისთვის. 

ასეთი სქემის მაგალითი:

Wire flows

Screen flow (hi-fi) აქ ჩვეულებრივ აქცენტი კეთდება ნავიგაციის ელემენტებსა და ქცევის ზოგიერთ ნიუანსზე. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მარეგულირებელი დოკუმენტი მაკეტების დიზაინის დასამტკიცებლად.

Screen flow - ს არსებითად შეიძლება ეწოდოს პროტოტიპი, თუ მას ინტერაქტიულობას დაამატებთ. მისი მახასიათებელია მაღალი სიზუსტე: ის ითვალისწინებს ეკრანის ფიზიკურ ზომას და წარმოადგენს პროდუქტის ყველა ვიზუალურ და ტიპოგრაფიულ დეტალს.

screen flow ელემენტები – ეს არის ფაქტიურად დასრულებული აპლიკაციის ეკრანის მაკეტია.

Screen flow

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ  გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge 

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

User flow: როგორ შევქმნათ მომხმარებლებზე ორიენტირებული აპლიკაცია და საიტი

სხვა სიახლეები