ის რაც ყველა კომპანიას სჭირდება- რა არის ბრენდი და ბრენდინგი? 

ადამიანების უმრავლესობისთვის ბრენდინგი არის მხოლოდ ბრენდის ვიზუალური მხარე. ხოლო მათთვის, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს და თავად ქმნის ამ პროდუქტს ბრენდინგი არის მომხმარებელთა ლოიალობის, დამოკიდებულების, ბრენდის ღირებულებების და ფასეულობების გაზიარების მთავარი მამოძრავებელი ძალა. 

რაც შეეხება ბრენდს ის არ არის ლოგო, ბრენდბუქი, ქაღალდზე ან რაიმე სხვა ზედაპირზე დაბეჭდილი  გამოსახულება ან ინტერნეტ რესურსი. ბრენდი არის ემოცია, რომელსაც თქვენ ადამიანებში იწვევთ. 
​ბრენდი არის ფორმულა, რომლის საშუალებითაც ადამიანს შეუძლია აღწეროს თქვენი პროდუქტი  ან მომსახურება , როცა მას ამის შესახებ ჰკითხავენ. 

რამდენი ფულიც არ უნდა დახარჯოთ ძვირადღირებულ მარკეტინგულ კამპანიებში და რამდენად მიმზიდველი შეფუთვაც არ უნდა გაუკეთოთ თქვენ ბიზნესს, თუ მას არ აქვს კარგი მომსახურება, კარგი დამოკიდებულება, როგორც მომხმარებლებთან ასევე  თანამშრომლებთან ის ვერ შეძლებს წინ სვლას და ბრენდად ქცევას, რადგან  ბრენდი სხვა არაფერია თუ არა იდეების კრებული კომპანიის ან პროდუქტის შესახებ.

ბრენდი აქვს ყველაფერს - ბიზნესს, ქალაქს და ადამიანსაც. თუ ადამიანები გიცნობენ მათ გარკვეული წარმოდგენა და აზრები აქვთ თქვენ შესახებ. ადამიანი ყველაფერს აფასებს, რადგან ეს აადვილებს ინფორმაციის სეგმენტირებას. 

ამიტომ, მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ თქვენ  სახელოსნოს არ აქვს ბრენდი, რადგან არც სახელი გაქვთ და არც რაიმე სხვებისგან განმასხვავებელი გამოკვეთილი ნიშანი (ლოგო, აბრა). ამ შემთხვევაშიც კი თქვენ გაქვთ ბრენდი, რომელსაც ხალხი თავიანთი მოფიქრებული სახელით იცნობენ- მაგალითად: სახელოსნო სადგურის უკან, წითელ კარიანი შენობა და სხვა. თქვენ მას მხოლოდ იმიტომ ვერ აღიქვავთ ბრენდად, რომ უბრალოდ არანაირად არ მონაწილეობდით მის ჩამოყალიბებაში. 
აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია გესმოდეთ, თუ როგორ უნდა იმუშაოთ ბრენდთან, რადგან ყოველთვის უკეთესია, თუ ადამიანები ფიქრობენ შენზე, იმას, რაც შენ გსურს და არა იმას რისკენაც მას კონკურენტები ან თავიანთი მცდარი შეხედულებები უბიძგებენ. 
არსებული რეალობის გაგების შემდეგ მივდივართ ერთ დასკვნამდე, რომ ჩვენ დღეს ყველას გვჭირდება ბრენდზე მუშაობა. 
იმისთვის, რომ ადამიანებს (პოტენციურ მომხმარებლებს) შეუქმნათ სწორი ასოციაციები  და ფორმულირებები საჭიროა ვიცოდეთ რა არის მათთვის გადამწყვეტი კონკრეტული პროდუქტის  შერჩევისას. 
ვიღაცისთვის მნიშვნელოვანია სწრაფი მიწოდების სერვისი, ვიღაცისთვის  ხელმისაწვდომი ფასი,  ვიღაცისთვის კი ექსკლუზიური შეთავაზებები.  
იმის გაგებით, თუ ვისთვის ვმუშაობთ, ან ვისთვისაც გვინდა მუშაობა, ჩვენ შევძლებთ ვიპოვოთ სწორი ფორმულირებები და ასოციაციები, რომლებსაც  ბრენდში ჩავდებთ. 

როდესაც რაიმე ახლის შექმნას გადაწყვეტთ მთავარი პრინციპი, რაც არ უნდა დაგავიწყდეთ არის თქვენი პროდუქტის/მომსახურების რელევანტურობა. რას ნიშნავს ეს -  ახალი პროდუქტი/მომსახურება უნდა პასუხობდეს თქვენი მომხმარებლების მოთხოვნებს და მოლოდინებს, ის უნდა წყვეტდეს მათ პრობლემას და აკმაყოფილებდეს მათ საჭიროებებს. თუ თქვენი ახალი პროდუქტი/მომსახურება არ აკეთებს ამას მარტო მისი განსხვავებულობით ვერაფერს გახდებით. 

ბრენდი არის ადამიანის განცდა, ემოცია პროდუქტის/სერვისის მიმართ.  ბიზნესის  მთავარი ამოცანაა მიაღწიოს იმას, რომ მომხმარებლებს მოუნდეთ  მის პროდუქტზე/მომსახურებაზე ერთმანეთში საუბარი, ამისთვის კი  საჭიროა აკეთოთ ის რასაც ამბობთ. 

შექმენით პროდუქტი/მომსახურება, რომელიც იწვევს კომუნიკაციის სურვილს.
ეს არის საფუძველი, რომლის გარშემოც სხვა ყველაფერი აშენდება. ამ თეზისების ფორმულირების შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ მუშაობა ვიზუალური სახე:

კომპანიის სახელწოდებაზე
ზოგადად სახელი შეიძლება ნებისმიერი ტიპის იყოს:აღწერითი, ასოციაციური და ნეოლოგიზმი. არ შეიძლება დაზუსტებით იმის თქმა, რომ რომელიმე ტიპის სახელი უფრო მეტი უპირატესობა გააჩნია ვიდრე მეორეს. 
სახელში ყველაზე მნიშვნელოვანი მის მიერ გამოწვეული ასოციაციებია. საბოლოო არჩევანის გაკეთებამდე დარწმუნდით, რომ შერჩეული სახელი გადმოსცემს იმ შეტყობინებას და აღძრავს იმ ასოციაციებს, რომლებიც თქვენ გსურთ. 
[მაგალითად: მომენტი- აწებებს მომენტალურად. სახელიდან გამომდინარე არასასურველი ასოციაციების გაჩენა გამორიცხულია].
ფაქტია, რომ კომპანიები,რომელთა სახელებიც არ იწვევენ სწორ ასოციაციებს მეტ სირთულეებს ხვდებიან ვიდრე ის კომპანიები, რომლებმაც ცოტათი მეტი იფიქრეს და შექმნეს სახელი, რომელიც იწვევს სწორ, საჭირო და რელევანტურ ასოციაციებს. 
დაიმახსოვრეთ: სახელის შერჩევის შემთხვევაში მთავარი თავიდან აიცილოთ ნეგატიური ასოციაციები.

ლოგო
ვემორჩილებით იმავე წესებს. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ლოგო იდეის გარეშე, თქვენ შეგიძლიათ აისახოს კომპანიის იდეა ლოგოში და სხვა. ლოგოს შექმნა მრავალი წვრილმანი ფაქტორის გათვალისწინებას მოითხოვს, მაგრამ გლობალურ მასშტაბში ყველაფერი მაინც ასოციაციების გარშემოა აგებული.
დიზაინერმა ლოგოს შექმნის დროს უკვე იცის რა ფორმები,ფერები და ელემენტები უნდა გამოიყენოს მისთვის საჭირო ასოციაციების გამოსაწვევად. აქ არის დაახლოებით იგივე მიდგომა, რაც სახელთან დაკავშირებით.  
აირჩიეთ სწორი გზა- ჩადეთ ლოგოს დიზაინში თქვენი მთავარი იდეა. 
[მაგალითად: YouTube, WhatsApp - ამ ლოგოების დანახვისთანავე ჩვენ ვხვდებით რა პროდუქტთან გვაქვს საქმე]

სლოგანი
სლოგანი თავისთავად კარგია, რადგან ეს არის ყველაზე მარტივი გზა ასახოს ის იდეა, რომელსაც თქვენი კომპანიის ატარებს.

მაგალითად:

  • Gillette  – “the best a man“  საუკეთესო მამაკაცისთვის
  • NIKE - “Just do it “ უბრალოდ გააკეთე!
  • McDonald's - “I’m lovin’ it “ აი, რა მიყვარს!
  • Apple - "Think different " იფიქრეთ სხვაგვარად. 

კარგი სლოგანი ასახავს ჩვენთვის სასურველ იდეას, ცუდი კი ვერა- ეს არის სლოგანის შერჩევის ძირითადი და მთავარი კრიტერიუმი. 
რეკლამაში ლოზუნგის გამოყენებით, ჩვენ, ასე თუ ისე, ადამიანში  გონებაში ვდებთ  საჭირო ინფორმაციას.

რეკლამა
რეკლამა ასევე უნდა გაიაროს პრიზმაში, რათ გაირკვეს ასახავს თუ არა ის საჭირო ღირებულებებს და იდეებს. როგორც ყველა დანარჩენი პუნქტი რეკლამაც უნდა გადმოსცემდეს სიმართლეს პროდუქტის/მომსახურების შესახებ. რეკლამაში ასახული უნდა იყოს პროდუქტის თეზისი. კარგი რეკლამა არ ნიშნავს იმას, რომ მისი ნახვის შემდეგ მომხმარებლები დაუყოვნებლივ გაიქცევიან და თქვენს პროდუქტს/მომსახურებას შეიძენენ. კარგი რეკლამის დროს მომხმარებლებს ამახსოვრდებათ ბრენდი და კონკრეტული პროდუქტის/მომსახურების საჭიროების შემთხვევაში მათ თქვენი ბრენდი გაახსენდებათ და არა სხვა. ეს იქნება ბრენდზე სწორი მუშაობის შედეგი. 

ადამიანებთან (მომხმარებლებთან) ურთიერთობა
სოციალურ მედიაში ურთიერთობის სტილი - შეესაბამება თუ არა ის თქვენი ბრენდის იდეებს?
მომხმარებლის გამოცდილება თქვენ ვებსაიტზე -  შეესაბამება თუ არა ის თქვენი ბრენდის იდეებს?
გაქვთ სწრაფი მიწოდების სერვისი , მაგრამ  რეგისტრაციას 50 ველი  შევსება სჭირდება? 
თვალის კლინიკა ხართ, მაგრამ  თქვენ  ვებსაიტზე არსებული ტექსტები ძალიან მცირეა? 
დაფიქრდით, რამდენად შეესაბამება თქვენი ნათქვამი რეალობას- ეს ბრენდისთვი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია!

ურთიერთქმედება თქვენ  კომპანიასთან 
თქვენ ყიდით პრემიუმ კლასის უძრავ ქონებას, მაგრამ თქვენი გაყიდვების ოფისი არ გამოიყურება შესაბამისად -რა შთაბეჭდილებას დატოვებთ  შეხვედრაზე მოსულ ადამიანებზე (მომხმარებელზე) ?
თქვენ  გაქვთ მასაჟის სალონი, მაგრამ  მოსაცდელში გიდგათ არაკომფორტული სკამები - რა შთაბეჭდილებას დატოვებთ თქვენთან კლინიკაში მოსულ ადამიანებზე? 
ეს ყველაფერი გავლენას ახდენს თქვენი ბრენდის საბოლოო რეპუტაციაზე.

[იმიჯი- ის რაც ჩანს შორიდან]

[რეპუტაცია- ურთიერთქმედებით მიღებული შთაბეჭდილებები]

ოველთვის გახსოვდეთ, რომ ბრენდი ეს არის ადამიანების წარმოდგენა თქვენ კომპანიაზე, ეს არის იდეა და არა ხელით შესახები საგანი ან თვალით დანახული ლამაზი შეფუთვა. 

მიმოხილვები- რას წერენ თქვენზე ინტერნეტში
შეესაბამება თუ არა ის თქვენ იდეებს, ღირებულებებს? თუ არა, მაშინ რატომ და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მიმოხილვას ასახავდეს ბრენდის იმ იდეას, რომელსაც ის სინამდვილეში ატარებს? 

PR
კარგი PR ხაზს უსვამს ბრენდის ძირითად შეტყობინებებს,  ის არ არის მხოლოდ კარგი კომუნიკაციის წყარო. 
კარგი და გააზრებული შავი PR ყოველთვის ურტყამს ბრენდის მთავარ იდეებს, ამიტომ ის კარგად მუშაობს მხოლოდ მაშინ, სანამ არ ეხება ამ მთავარ იდეებს. 
ბრენდი არის  კომპანიის შესახებ იდეებისა და თეზისების კრებული, რომელიც  უნდა ჩავდოთ ჩვენი პოტენციური მომხმარებლების გონებაში, მარკეტინგის ყველა შესაძლო წყაროს გამოყენებით. 

მკაფიო წარმოდგენა იმის შესახებ, თუ ვინ ხართ და რა არის თქვენი მთავარი უპირატესობა, საშუალებას აძლევს პოტენციურ მომხმარებლებს უკეთესად იხელმძღვანელოს შერჩევის პროცესში.

ბრენდზე მუშაობისას მთავარია მთლიანობა და თანამიმდევრულობა. 

​ბრენდი იქმნება მაშინ როდესაც იცით რას ქმნით, ვისთვის ქმნით და როგორ ქმნით! 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

ის რაც ყველა კომპანიას სჭირდება- რა არის ბრენდი და ბრენდინგი? 

სხვა სიახლეები

ტეგები: