რა არის ახალი მარკეტინგში - 2024 წელს? #1
2024 წელს მარკეტინგის სამყარო აგრძელებს განვითარებას მუდმივად ცვალებადი ციფრული ლანდშაფტისა და მომხმარებელთა ახალი საჭიროებების გამოწვევების დასაკმაყოფილებლად. გლობალური ცვლილებების ორი წლის შემდეგ, კომპანიები და ბრენდები ეძებენ ახალ გზებს აუდიტორიასთან ჩართვისთვის, მათ სარეკლამო აქტივობებში ტექნოლოგიებისა და კრეატიულობის ინტეგრირებით.
ამ ბლოგში ვსაუბრობ მომავალი წლის ყველაზე შესამჩნევ ტენდენციებზე, რომლებიც გავლენას მოახდენენ კომპანიების და ბიზნესის წარმატებაზე.
ხელოვნური ინტელექტი და ნეიროქსელები
ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი ტენდენცია, რომლის შესახებაც ჯერ მხოლოდ ზარმაცებს არ დაუწერიათ.
AI- ტექნოლოგიების მარკეტინგში ინტეგრირება მთლიანად ცვლის მონაცემთა ანალიზს, მომხმარებელთა გამოცდილების პერსონალიზირებას და კამპანიების ოპტიმიზაციას.
მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩეთბოტები და შეტყობინებების აპლიკაციები რევოლუციას ახდენენ მომხმარებლებთან ურთიერთქმედებაში პერსონალიზებული გამოცდილების და მყისიერი გადაწყვეტილებების მიწოდებით, რაც ხელს უწყობს მათთან უფრო ავთენტური კავშირების დამყარებას.
2024 წელს, ხელოვნური ინტელექტის მქონე მარკეტინგული ინსტრუმენტები, როგორიცაა ჩეთბოტები, ხმოვანი ძიების ოპტიმიზაცია და პროგნოზირებადი ანალიტიკა, კიდევ უფრო გავრცელებული გახდება.
დამატებითი რეალობა (AR) და ვირტუალური რეალობა (VR)
იმერსიული ტექნოლოგიები, როგორიცაა AR და VR, დაგეხმარებათ შექმნათ ბრენდის იმერსიული ისტორია და დანერგოთ მომხმარებელთა ჩართულობის გასაზრდელი ახალი და უფრო მიმზიდველი გზები.
2024 წელს ეს ტექნოლოგიები უფრო ღრმად იქნება ინტეგრირებული სტრატეგიულ მარკეტინგულ აქტივობებში. ვირტუალური გამოცდილების შეთავაზებით E-tailers შეუძლიათ გააუმჯობესონ თავიანთი ბრენდის ღირებულება და მომხმარებლის გამოცდილება.
ჰიპერპერსონალიზაცია
ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების მეშვეობით, გაყიდვებისა და მარკეტინგის გუნდს შეუძლია ძალიან მოკლე დროში დაამუშაოს უამრავი მონაცემი, რაც მათ საშუალებას მისცემთ შექმნან რელევანტური პროდუქტი და შეთავაზება თავიანთი მომხმარებლებისთვის.
წარმოიდგინეთ, მომხმარებელი სახელად ანა ათვალიერებს ონლაინ ტანსაცმლის მაღაზიას. ვებსაიტის ხელოვნური ინტელექტის ძრავა აანალიზებს მის წარსულ შესყიდვებს, ათვალიერებს მომხმარებლის საიტთან ურთიერთქმედებს ისტორიას. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, პლატფორმა ანას სთავაზობს პროდუქტს, რომელიც შეესაბამება მის სასურველ სტილს, ზომასა და ფერს, ასევე პერსონალიზებულ რეკომენდაციებს დამატებითი აქსესუარების შესახებ.
მონაცემების დამუშავებისას ბიზნეს ეკისრება გარკვეული პასუხისმგებლობა, ამიტომ მან მომხმარებლებს უნდა აუხსნას ის, თუ როგორ აგროვებს აღნიშნულ მონაცემებს და მიიღოს მათგან დასტური მათ გამოსაყენებლად.
ინფლუენსერ მარკეტინგი
დღევანდელ მომხმარებლებს სურთ ნამდვილი და ავთენტური ურთიერთობები გავლენიან, ცნობად ადამიანებთან.
ინფლუენსერ მარკეტინგი უკვე ბევრი ბრენდის მარკეტინგის გეგმის ნაწილია და სიახლეს აღარ წარმოადგენს. 2024 წელს მათ მიმართ ნდობა უფრო მეტად გაიზრდება და ყურადღების ცენტრში მოექცევიან მიკრო-ინფლუენსერები - ადამიანები, რომლებსაც ჰყავთ უფრო მცირე, მაგრამ ძალიან ჩართული მიმდევრები. დახლოებით 1000-100,000 ფარგლებში. ისინი ნიშურ თემატიკაზე საუბრობენ და საკმაოდ დიდი ნდობით სარგებლობენ.
ამის გათვალისწინებით, განიხილეთ თანამშრომლობა ინფლუენსერებთან, რომლებსაც ჰყავთ უფრო მცირე მაგრამ ერთგული აუდიტორია და რომლებიც აფასებენ ავთენტურობას.
რა არის ახალი მარკეტინგში - 2024 წელს? #2
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01