მინიმალისტური დიზაინის პლიუსები და მინუსები
მინიმალისტური დიზაინის პლიუსები
მოდით ვაღიაროთ, რომ ეს ძალიან მოდურია. ვიყოთ გულწრფელები, პირველი და ძირითადი მიზეზი, რის გამოც დიზაინერებს მოსწონთ მინიმალიზმი დიზაინში – ესთეტიკაა. ჩვენ გვიზიდავს ის, რაც კარგად გამოიყურება ხოლო ფინქციონალზე მხოოლოდ მერე ვფიქრობთ.
სიმარტივე ქმნის მინიმუმ ყურადღების გამფანტავ ფაქტორს მინიმალისტური დიზაინის ლაკონურობა საშუალებას აძლევს მკითხველს მიაქციოს ყურადღება ზუსტად იმას, რისი ჩვენებაც გინდათ მისთვის. ყურადღების გამფანტველი ელემენტების არ არსებობა მოგცემთ იმის გარანტიას,რომ მომხმარებელი მალე მიაგნებს მისთვის საინტერესო კონტენტს.
აქცენტები უფრო თვალსაჩინო იქნება თუ გსურთ რამეს გამოყოფა ანუ ის, რომ მომხმარებელმა საიტზე შესვლისთანავე დაინახონ ის ინფორმაცია, რომელიც თქვენ გსურთ ეს მინიმალისტური დიზაინისთვის პრობლემას არ წარმოადგენს , ყველაფერი კი მინიმალისტური დიზაინის კონტრასტულობის დამსახურებაა. ეს გავს თოვლიან თეთრ ოთახში წითელი ხის დადგმას -თქვენ აუცილებლად შეამჩნევთ მას.
უნივერსალურობა ყველაზე პრაქტიკული არჩევანი - მინიმალიზმი თქვენი დიზაინისთვის. მარტივი გასაგები, და ადვილად გამოსაყენებელი დიზიანი.
მინიმალისტური დიზაინის მინუსები.ის ყველგანაა შედით ნებისმიერ მარკეტინგულ ბლოგზე და თქვენ დაგხვდებათ მინიმალისტური დიზაინის უამრავი ნიმუში: ბრენდების ლოგოები, საიტები, ჟურნალების გარეკანი და სხვა. დაასახელეთ რა სფეროც გინდათ და თქვენ მალევე იპოვნით ტოპ-10 მინიმალისტურ იდეას დიზაინისთვის.
ვერ გამოიყენებთ დიდი კონტენტის შემთხვევაში წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ძალიან ბევრი კონტენტი გაქვთ. მინიმალისტური დიზაინის თქვენ ვერ შეძლებთ მთელი მასალის ისე განაწილებას, რომ არ გამოქრჩეთ რაიმე მნიშვნელოვანი დეტალი. ზოგიერთი ვიზიტორი მიჩვეულია ძველიებური სტილით ძიებს, ამიტომ შეიძლება ბევრმა მათგანმა ვერ მიაგნოს მათთვის სასურველ კონტენტს თქვენ საიტზე.
ამ ყველაფერს მივყავართ ერთ დასკვნამდე… მინიმალისტური დიზაინი ყველაზე კარგად მუშაობს კრეატიულ ბრენდებთან დაფიქრდით, სად ნახეთ მისი ყველაზე ეფექტური გამოყენება ? ალბათ ეს კრეატიული სააგენტოებია, მხატვრების პორთფოლიო, მოდის და კულტურული რესურსები.
თქვენ რისკავთ ამ თემასთან დაკავშირებით თუ დაათვალიერებთ Pinterest თქვენ აღმოაჩენთ,რომ მინიმალისტური დიზაინების უმრავლესობა ძალიან გვანან ერთმანეთს. ნაცრისფერი-თეთრი-შავი ფერთა გამა ძალიან მოსაწყენად გამოიყურება. მინიმალიზმი იმდენად პოპულარული გახდა, რომ უკვე ძნელია რამე ორიგინალურის მოფიქრება სხვებისგან გამოსარჩევად.
დასკვნა მინიმალიზმი –ეს არ არის ის, რაც მოუხდება ყველა სფეროს და მოეწონება ყველა დამკვეთს. სანამ მის გამოყენებას გადაწყვეტთ გადახედეთ თქვენ კონტენტს და აუდიტორიას, გადახედეთ ყველა პლიუსს და მინუსს - დაფიქრდით კარგად მოუხდება თუ არა თქვენს საიტს მინიმალისტური დიზაინი.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.g
ოფისი: (+995) 032 2 45 01 01