სიტყვის ძალა. ნაწილი-2

ნეგატიური ტრიგერული-სიტყვები

გაღიზიანება- მცირე პრობლემემასაც  კი შეუძლია  ადამიანში უარყოფითი  ემოციების გამოიწვევა. თქვენ  ტექსტში აუდიტორიის მცირე (ან დიდი) "ტკივილების" მოხსენიებით  შეგიძლიათ ხალხს  აგრძნობინოთ, რომ მათ გვერდით ხართ და რომ მათ დარდს იზიარებთ.

სინონიმები, რომლებთა გამოყენებაც შეგიძლიათ: გაცოფებული, წუხილი, შეწუხება, დარდი. 

მოტყუება- მოტყუების ან ღალატის თემა ხშირად გვხვდება ფილმებში, წიგნებში და ახალი ამბების სათაურებში. სიტყვები, რომლებიც ადამიანებში  შფოთვას და ნერვიულობას იწვევს:  

  • ღალატი
  • თაღლითობა
  • შეთქმულება
  • შეცდომაში შეყვანა
  • საკუთარი ნათქვამის უარყოფა
  • დაბნევა
  • თაღლითი

სიძულვილი
როდესაც ძლიერ ემოციებზე ფიქრობთ, პირველი, რაც გახსენდებათ არის —ბრაზი(რისხვა), ამიტომაც ისეთი ტრიგერული  სიტყვების გამოყენება  როგორიცაა «სიძულვილი» ან «მტერი» —  მკითხველების ყურადღების  მომენტალურად მიქცევაში  დაგეხმარებათ.  (რჩევა: თუ თქვენ ტექსტში იყენებთ ნეგატიურ სიტყვა ტრიგერებს, მაშინ იმისთვის, რომ მომხმარებლეში არ გამოიწვიოთ უარყოფითი ემოციები, შესთავაზეთ მათ მსგავსი ემოციებისგან  განთავისუფლების საშუალებები.)

  • რისხვა
  • სისასტიკე
  • ზიზღი
  • აღშფოთება
  • სბრაზე

აკრძალვა
ადამიანებს უნდათ ის, რისი ქონაც არ შეუძლიათ. მიუწვდომელი, ძნელად მისაღები ობიექტი ჩვენ ტვინს სურვილებით ანთებს. ტვინი რეაგირებს "აკრძალულ" ნივთებთან ასოცირებულ ტერმინებზე:

  • ურთიერთგამომრიცხავი
  • დაკეტილი
  • Მიუწვდომელი
  • შეურაცხმყოფელი
  • ტაბუდადებული
  • აკრძალული

ყველაზე ცუდი
ყველა ადამიანს სურს წინასწარ იცოდეს იმ უარყოფითი მოვლენის შესახებ, რაც შეიძლება მომავალში დაემართოს? მაგალითისთვის ავიღოთ ონლაინ მიმოხილვები: შენაძენის გაკეთებამდე  ჩვენ ვკითხულობთ მათ, რათა გავიგოთ შესაძენი პროდუქციის/მომსახურების უარყოფითი და დადებთი მხარები. მსგავსი ტიპის  ნეგატივი გეხმარება შეცდომების არიდებაში და უკვე არსებული უარყოფითი სიტუაციიდან თავის დაღწევაში. ამ თემასთან დაკავშირებული ტრიგერული სიტყვებია:

  • თავის არიდება
  • ცუდი
  • უარესი
  • მინიმუმი
  • მცირე
  • არასასიამოვნო

ტრიგერული სიტყვების გამოყენების მაგალითები

უფასო
ყველას უყვარს რაღაცის უფასოდ მიღება, არა? იქნება ეს ვებინარი, უფასო მიწოდების სერვისი თუ დიაგნოსტიკა. თქვენ  ტექსტში სიტყვის "უფასოს" გამოყენება მყისიერად იპყრობს ხალხის ყურადღებას.

დენ არიელი (Dan Ariely) თავის ბესტსელერში «პროგნოზირებადი ირაციონალურობა: დამალული ძალები, რომლებიც ჰქმნიან ჩვენ გადაწყვეტილებებს» (Predictably Irrational: The Hidden Forces That Shape Our Decisions) წერს: «სიტყვა "უფასო" ... ისეთ ემოციურ მუხტს გვაძლევს, რომ გაკეთებულ შემოთავაზებას ჩვენთ აღვიქვავთ ბევრად უფრო ფასეულად, ვიდრე ის სინამდვილეშია».

ამ სიტყვას შეუძლია თქვენი შეთავაზება ბევრად უფრო მიმზიდველი გახადოს. ადამიანებს ისე უყვართ  უფასო ნივთების, შეთავაზებების მიღება, რომ თქვენ შეგიძლიათ გადაიყვანოთ ისინი იმ ლინკზე რომელიც გინდათ და  გააკეთებინოთ ის მოქმედება, რომელიც გინდათ.  სიტყვა "უფასო" -ს მსგავსი ტრიგერული სიტყვები:

  • საჩუქარი
  • გჩუქნით
  • უფასო
  • იაფი
  • უანგაროდ

სიახლე-ახალი
ადამიანები ფსიქოლოგიურად არიან დაპროგრამებული ახალი გამოცდილების ძიებისკენ მუდმივ სწრაფვაში.The Telegraph: «თავგადასავლების წყურვილი მარკეტინგის მსხვერპლად გვაქცევს» ('Sense of adventure' makes us marketing targets). ადამიანის ბუნების ამ თავისებურების გამოყენება  თქვენც შეგიძლიათ.  სიტყვები, რომლებიც დაგეხმარებათ მომხმარებლების ყურადღების მიქცევაში:

  • სრულიად ახალი
  • აქტუალური
  • Მოწინავე
  • თანამედროვე
  • ახლანდელი
  • რევოლუციური
  • ულტრათანამედროვე

მომენტალური
ადამიანებს მოსწონთ ნივთები, რომლებსაც მარტივად, ყოველგვარი ძალისხმევს გარეშე იღებენ, რადგან  ყველაფერი,  რაც ძალისხმევას მოითხოვს, შეიძლება  არც კი  ღირდეს ამად.ამის გათვალისწინებით რაც უფრო სწრაფად შეძლებს თქვენი პროდუქტი/მომსახურება მომხმარებლების მოთხოვნების დაკმაყოფილებას, მით უფრო მოთხოვნადიც იქნება.  ტრიგერული სიტყვები, რომლებიც გიბიძგეფთ მოქმედებისკენ:

  • სწრაფად
  • მაღალსიჩქარიანი
  • მყისიერად
  • ახლა
  • დაუყოვნებლივ

სასწრაფო

ადამიანებს იზიდავს:

  • შეზღუდული რაოდენობით არსებული პროქუცია;
  • აქცირბი, რომლებიც  იწურება გარკვეული თარიღის მერე;

გადაუდებლობის შეგრძნება აჩქარებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს და ზრდის მოთხოვნას.

შექმენით გადაუდებლობის გრძნობა შემდეგი სიტყვებით:

  • რამდენიმე
  • იწურება
  • დაბალი
  • შეზღუდული
  • არ არის
  • ცოტა
  • დარჩენილია
  • მალე

დამატებითი ტრიგერი, რომლის შესახებაც "თქვენ" არ იცოდით

თქვენ

სიტყვა «თქვენ» გამოყენებული უნდა იქნას  ყველა მარკეტინგულ ტექსტში.

გახადეთ თქვენი ყველა მიმართვა პირადული.

დღეს პერსონალიზირებული მარკეტინგი—  წარმატების წინაპირობა.

სიტყვა  «თქვენ»  საშუალებას გაძლევთ მიმართოთ უშუალოდ პოტენციურ მომხმარებლებს.

ტექსტებში  ემოციური ტრიგერული სიტყვების გამოყენება დაგაახლოვებთ მომხმარებლებთან და  გააუმჯობესებთ მარკეტინგული კამპანიების შედეგებს. 

არ აქვს მნიშვნელობა წერთ ტექსტს email-გზავნილებისთვის, ბლოგისთვის, სოციალური ქსელების პოსტებისთვის თუ  საიტის კონტენტისთვის - დაიწყეთ მომხმარებლებთან კონტაქტი მათ ემოციებზე გავლენის მოხდენით  და თქვენ მალევე დარწმუნდებით ტრიგერული სიტყვების ეფექტურობაში(მალევე აღომაღენთ თქვენი ბრენდისადმი  მომხმარებლების მომატებულ ყურადღებას და  კონვერტაციის ზრდას). 

ონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

სიტყვის ძალა. ნაწილი-2

სხვა სიახლეები