რისთვის გჭირდებათ საკუთარი ვებ გვერდი ? ? ?

გადაწყვეტთ ბიზნესის კეთება და  ამისათვის გახსენით  კომპანია. არავისთვის არაა საიდუმლო, რომ ბიზნესს   მომხმარებლები ესაჭიროება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ თქვენ წინაშე დგას მომხმარებლების მოძიების და მოზიდვის ამოცანა. ადამიანებმა უნდა გაიგონ თქვენი არსებობის შესახებ. ამ შემთხვევაში,  საუკეთესო გადაწყვეტილება საკუთარი ვებ გვერდის შექმნაა.

ვებ გვერდის  შექმნამდე ბევრს უჩდება კითხვები: «რისთვის  მჭირდება ვებ გვერდი და საერთოდ საჭიროა თუ არა ის? რა ფუნქციები უნდა შეასრულოს მან?».

ვებ გვერდის ფუნქციების განხილვამდე, განიხილეთ მისი ზოგადი კონცეფცია.

ვებ გვერდი წარმოადგენს მრავალ  ერთმანეთთან  საერთო თემატიკით, დიზაინით, მიმართულებით  დაკავშირებულ გვერდების ერთობლიობას.  ის არის ინფორმაციული ერთეული, რომელიც წარმოადგენს კომპანიას ან ინდივიდს  ინტერნეტ სივრცეში. ასევე ვებ გვერდი ინფორმაციის გადაცემის, კომუნიკაციის, რეკლამირების  ერთ-ერთი თანამედროვე  და ძლიერი საშუალება, რომელიც,  მომხმარებლების ძიება- მოზიდვისთვის  დიდ შესაძლებლობებს  გაძლევთ.

კომპანიის ვებ გვერდის  მთავარ ფუნქციას  ვიზიტორების  პოტენციურ მომხარებლებად ქცევა  წარმოადგენს. 

 ფუნქციები, რომელსაც ასრულებს ვებ გვერდი:

1. საინფორმაციო ფუნქცია. კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაცია.  ამ ფუნქციის  დანიშნულება  მდგომარეობს იმაში, რომ  ინტერნეტ რესურსმა მომხმარებლებს  უნდა მიაწოდოს   რეგულარულად განახლებადი და თემატური ინფორმაცია კომპანიის შესახებ, იქნება ეს რიმე სახის წარმატება, ახალი პარტნიორები, ფასები თუ მომსახურებები.

2. სარეკლამო ფუნქცია. ვებ გვერდი არის მოსახერხებელი და თანამედროვე სარეკლამო საშუალება. ნებისმიერი კომპანიის ვებ გვერდი ავტომატურად ხდება სარეკლამო ინსტრუმენტი. ვებ გვერდი შეიცავს   ყველა საჭირო ინფორმაციას კომპანიის შესახებ – მომხასურება, პროდუქცია, სერვისები. ეს ინფომაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ისეთი სახით, რომ მან შეძლოს საჭირო დროს საჭირო აუდიტორიის მოზიდვა.

3. საკომუნიკაციო ფუნქცია. ამ ფუნქციის საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ იკონტაქტონ ერთმანეთთან და რაც მთავარია კომპანიის წარმომადგენლებთან. ასეთი ინსტრუმენტი შეიძლება იყოს უკუკავშირის ფორმა .

4. საიმიჯო ფუნქცია პასუხს აგებს ინტერნეტ სივრცეში  კომპანიის იმიჯზე.

ვებ გვერდი  ზრდის  კომპანიის პრესტიჟს (მომსახურება, პროდუქცია), მისი საშუალებით თქვენ მომენტალურად აწვდით მომხმარებელს ახალ საინტერესო ინფორმაციას.

5. მარკეტინგული ფუნქცია - მდგომარეობს იმაში, რომ ვებ გვერდი  გეხმარებათ მომსახურების ან/და პროდუქციის გაყიდვაში.  ეს ფუნქცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს  ინტერნეტ მაღაზიის ან კორპორატიული ვებ გვერდის მუშაობაში.

საინფორმაციო ფუნქცია

ინფორმაციის მიწოდება ვებ გვერდის მთავარი ფუნქციაა. ალბათ ზოგი იტყვის,  რომ მსოფლიოში ინფორმაციის მიღების უამრავი სხვა საშუალებაც არსებობს და რატომ უნდა ავირჩიოთ მაინცდამაინც ვებ გვერდი? რაში მდგომარეობს მისი ეფექტურობა?

ინტერნეტ სივრცის წარმოუდგენელად სწრაფმა ზრდამ  გამოიწვია უფრო მეტი ადამიანის  ჩართულობა  ინტერნეტ ტექნოლოგიების და რესურსების  სფეროში, აქედან გამომდინარე არაა გასაკვირი ის ფაქტი, რომ ვებ გვერდის საშუალებით თქვენ შესახებ გაცილებით უფრო მეტი ადამიანი შეიტყობს ვიდრე მის გარეშე ან  სხვა წყაროდან იქნება ეს : გაზეთი, ტელევიზია თუ რადიო.

ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია შეიძლება ძალიან მრავალფეროვანი იყოს, მაგალითად:

  • ინფორმაცია კომპანიის შსახებ;
  • ინფორმაცია კომპანიის მომსახურებების, შესრულებული სამუშაოებისა და პროექტების  შესახებ;
  • მომხმარებლების გამოხმაურებები  ,შეფასებები;
  • ინფომაცია კომპანიის ადგილმდებარეობის შესახებ, საკონტაქტო ინფორმაცია, რუკა;
  • უკუკავშირის ფორმა - გამოკითხვა და ა.შ..

რაც უფრო სწრაფად და ხარისხიან ინფორმაციას მიიღებს თქვენი მომხარებელი ის უფრო სწრაფად მიიღებს გადაწყვეტილებას  თქვენთან დაკავშირების შესახებ.

სწორად გამართული ვებ გვერდი დაზოგავს თქვენ დროს, ენერგიას და ფულად რესურსს.  

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

რისთვის გჭირდებათ საკუთარი ვებ გვერდი ? ? ?

სხვა სიახლეები